notnews ganivi3 

    ბალი რეკორდულ ფასად გაიყიდა

    ბალი რეკორდულ ფასად გაიყიდა

    500 გრამი ახალი მოსავლის ბალი იაპონიაში, იამაგატას პრეფექტურაში გამართულ აუქციონზე, ერთ მილიონ იენად (9.8 ათასი დოლარი) გაიყიდა. ყველაზე ძვირადღირებულ ლოტს სატონისიკის ჯიშის რამდენიმე ათეული ნარჩევი ნაყოფი შეადგენდა.

    ეს ყველაზე ადრეული ჯიშია. მის მაღალ ფასს, ძირითადად, ხილის მოყვანის ტექნოლოგია განსაზღვრავს. ბლის ხეები სპეციალურ ქოთნებში იზრდება. ივნისიდან ოქტომბრამდე, მათ მაცივარში ათავსებენ, მერე კი სათბურში გადააქვთ, სადაც დღისით _ 25 გრადუსი სითბო, ღამით კი _ 13 გრადუსია. იამაგატას პრეფექტურა ქვეყანაში ყველაზე გემრიელი ხილის მიმწოდებლად ითვლება.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.