notnews ganivi3 

    პროფესიონალი უსაქმური გამდიდრდა

    პროფესიონალი უსაქმური გამდიდრდა

    ტოკიოს მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი პროფესიონალი უსაქმური გახდა და ამით, 280 ათას დოლარზე მეტი იშოვა.

    2018 წელს, სეძი მორიტიმომ გამომცემლობაში მუშაობა მიატოვა და საქმიანობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტა. „მოგაქირავებთ საკუთარ თავს _ ადამიანს, რომელიც არაფერს აკეთებს. გიჭირთ დამოუკიდებლად მაღაზიაში შესვლა? არ გყოფნით მოთამაშე გუნდში? გინდათ თქვენს ნაცვლად, ადგილი ვინმემ დაიკავოს? ელემენტარული რაღაცების გარდა, არაფრის კეთება შემიძლია“, _ დაწერა ახალგაზრდამ „ტვიტერში“.
    თავიდან მომსახურებას კლიენტებს უფასოდ სთავაზობდა, მაგრამ ცოტა ხანში იმდენი მსურველი გამოუჩნდა, რომ გადაწყვიტა, ფიქსირებული ტარიფი დაედგინა და შეკვეთების რაოდენობა შეეზღუდა. 10 ათას იენად (96 დოლარი), რასაც მგზავრობისა და კვების ხარჯიც ენატება, მორიტიმო მზადაა, „ჭამოს, დალიოს და მარტივი პასუხები გაგცეთ“.
    სამიოდე წლის განმავლობაში, მას 3 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავდა და დაახლოებით, 288 ათასი დოლარი იშოვა, გამოაქვეყნა წიგნი საკუთარ კარიერულ გზაზე და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
    სეძი მორიტიმოს სხვადასხვა მიზნით ქირაობენ _ უმრავლესობას მარტოობის გახალისება სურს, ზოგს კი, უბრალოდ, მსმენელი სჭირდება. მორიტიმო კლიენტებს დაჰყვება სადილებზე, განქორწინების პროცესებზე, იღებს ფოტოებს ინსტაგრამისთვის და პარკებში პეპლებსაც კი დასდევს. იაპონელი დაქორწინებულია და ფიზიკის დარგში სამეცნიერო ხარისხსაც ფლობს.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.