notnews ganivi3 

    ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

    ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

    ვაქცინაციის სწრაფი ტემპის გამო, ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა სავაჭრო ცენტრებმა, თეატრებმა, სპორტულმა დარბაზებმა და ღია ბაზრობებმა.

    ამასთან, სოციალური დისტანციის დაცვა ისრაელში კვლავ სავალდებულოა.

    BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინამ 95.8%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

    გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ისრაელში სულ მცირე, მოსახლეობის 50%-მა პროცენტმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

    გასული წლის დეკემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.