notnews ganivi3 

    აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

    აშშ-მა  რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

    „დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, ევროპაში ქიმიური იარაღის უხეში გამოყენებისთვის“

    „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, 2018 წელს, ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე.

     დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა,  ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაქკოლიმ, თეთრ სახლს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს.

    კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს, რომ  დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, ევროპაში ქიმიური იარაღის უხეში გამოყენებისთვის.

    დონალდ ტრამპმა კონგრესმენებს განუმარტა, რომ მისი ბრძანება ავალებს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციით იმოქმედოს ქიმიური იარაღის შესახებ კანონის შესაბამისად. საუბარი ეხება, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ამ ქვეყნისთვის სესხების მიცემის, ასევე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროცესის შეფერხებას.

    ავტორი

    Super User

    Super User

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.