ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებს და შეიარაღების გაგზავნას მხარი დაუჭირა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სამხედრო ძალების გაგზავნას მხოლოდ ტავდაცვითი მიზანი აქვს.
ამერიკის თავდაცის მდივანი მარკ ესპერის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის დისლოცირება რეგიონში უახლოეს დღეებში დასრულდება. მისი თქმით, აღნიშნული ზომები პენტაგონმა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნის საპასუხოდ მიიღო.
პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ აშშ-ი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. მისი თქმით, იარაღი, რომელიც იერიშის დროს გამოიყენეს, ირანში იყო წარმოებული.