notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    პუტინის პრესმდივანი გვემუქრება

    პუტინის პრესმდივანი გვემუქრება

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტება გააკეთა ქართველი ჟურნალისტის მიერ ერევანში პროტოკოლის დარღვევით დასმულ შეკითხვაზე.

    შეგახსენათ, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის არგათვალისწინებულ დროს ქართველმა ჟურნალისტმა პუტინს ხმამაღლა მიაძახა - „როდის დაიწყებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას?.

    პუტინი დაიბნა და გარკვეული პაუზის შემდეგ უპასუხა: “როცა მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთო”.

    “პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის უთმობს ყურადღებას ჟურნალისტებს, თუკი კითხვა მნიშვნელოვნად ეჩვენება. ამასთან, პრეზიდენტი არასოდეს აქცევს ყურადღებას იმას, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ჟურნალისტი. ვლადიმირ პუტინი ამჯობინებს, არგუმენტირებულად მიიტანოს საკუთარი პოზიცია კითხვის ავტორამდე” - განაცხადა ამასთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვმა.

    ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დასძინა, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არავითარი ოკუპაცია არ არსებობს” და “ურჩია” საქართველოს, “რუსეთის მიმართ იმგვარი არამეგობრულილ სიგნალების გარეშე იცხოვროს, რომლის მსგავსიც ივნისის მასობრივ საპროტესტო აქციებზე ისმოდა”.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.