notnews ganivi3 

    შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

    შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.
     
    13 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.
     

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.