notnews ganivi3 

    კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია - 1 პირი

    კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია - 1 პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული დ.ჭ.
    დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ახმეტაში მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა.
    პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.
    ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.