notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    პარლამენტს „ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს

    პარლამენტს „ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს

    „ჰოთნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტს „ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ერთ-ერთი პირველი, ვინც ვანო ზარდიაშვილის მიბაძავს, დიდი ალბათობით, მამუკა მდინარაძე იქნება. ასევე, პოლიტიკურ კულუარებში სახელდება სოფო კილაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატზე შესაძლოა, უარი თქვას.

    შეგახსენებთ: დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი გუშინ დატოვა, თუმცა განმარტა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ზარდიაშვილამდე კი დეპუტატობაზე უარი შოთა შალელაშვილმა თქვა.

    რატომ ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს? - ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, ზარდიაშვლისპარლამენტიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა დაიწყო, თუმცა ასევე, არსებობს ვერსია, რომ ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მმართველ პარტიაში შიდა გარჩევების შედეგია. არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მით უმეტეს, რომ იგივე ზარდიაშვილის არგუმენტი, თუ რატომ გადაწყვიტა პარლამენტიდან წასვლა, საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო. 

    ავტორი

    Super User

    Super User

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.