notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    ხორავას მკვლელობა - „ფეისბუქმა“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმოწერის გადმოცემაზე უარი თქვა

    ხორავას მკვლელობა - „ფეისბუქმა“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმოწერის გადმოცემაზე უარი თქვა

    დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმ ჩანაწერებს გაეცნო, რომელიც FBI-ს შუამდგომლობით კორპორაცია „ფეისბუქმა“ აღადგინა. საქმე ეხება ხორავას ქუჩის სკანდალში მონაწილე 33 მოზარდის „ფეისბუქმიმოწერას“, სადაც დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხიელ კალანდიას ადვოკატის განმარტებით, არ მტკიცდება, რომ კალანდია შეიარაღებულ შეკრებას გეგმავდა. „ჰოთნიუსი“ ზაზა სარალიძის უფლებადამცველ ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა, რომელიც სარალიძესთან ერთად გაეცნო აღნიშნულ მტკიცებულებას. ლონდარიძე განმარტავს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმოწერა, რომელიც მოზარდებს შორის 1-ელ დეკემბერს განხორციელდა, „ფეისბუქის“ მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში არ დევს:

    „ყველაზე მთავარი ისაა, რომ პირველი დეკემბრის ჩანაწერები არ არსებობს. არის ძალიან პატარა ფრაგმენტი გადმოცემული, მაგრამ მასში წაშლილია შიგთავსი. არასრულწლოვნებს შორის ჩანაწერი იწყება 3 დეკემბრიდან, სადაც მხოლოდ მათი ვარაუდები და მოსაზრებებია გამოთქმული მომხდართან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ ამ ჩანაწერებს თან ერთვის განმარტება, სადაც არაა ახსნილი, თუ რატომ არ არის 1-ლიდან 3 დეკემბრამდე შესრულებული ჩანაწერები. იქ არის ნათქვამი, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა, გადმოეცათ, თუმცა გარკვეული არასრულწლოვნების ჩანაწერები არ გადმოეცათ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნის სტანდარტს, ანუ ვერ დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანების ჩანაწერები უნდა გადმოეცათ ქართული მხარისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ არსებობს 1-ლი დეკემბრის ჩანაწერები, როდესაც უშუალოდ ეს დანაშაული იგეგმებოდა და არ არსებობს ჩანაწერები უშუალოდ აქტიური პირების მიერ შესრულებული, მათ შორიდ, მიხეილ კალანდიასი.“- აცხადებს ლონდარიძე.
    ზაზა სარალიძის უფლებადამცველს ვკითხეთ, მისი აზრით, რის გამო არ გადმოეცა ქართულ მხარეს პირველ დეკემბერს გაკეთებული ჩანაწერი - ქართულმა მხარემ ვერ მოითხოვა ჯეროვნად სრული ჩანაწერის აღგენა?,- რაზეც ლონდარიძე გვპასუხობს: „ვერ გამოვთქვამ ვარაუდებს, რა მოხდა, მაგრამ ვიტყვი ერთს - ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე არ იქნა გამომძიებლების და პროკურორების მიერ მტკიცებულებების შეგროვება და მოპოვება. მერწმუნეთ, ყველაზე მსუბუქ დანაშაულშიც კი, პირველ რიგში, ხდება გარკვეული საეჭვო ნომრების მოსმენაზე დასმა და მტკიცებულებების მოპოვება, მათ შორის ტელეფინების და ა.შ.“

    ნესტან ლონდარიძეს ვკითხეთ, აღნიშნულ ჩატში მოზარდების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და ვარაუდებში ხომ არ იკვეთება ვინმეს დანაშაული ან რაიმე სხვა მნიშვმნელოვანი დეტალი?,- რაზეც გვპასუხობს, რომ ჩატში მტკიცებითი ფორმით არ არის ახსნილი და ისეთი საუბარია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს: „თუმცა, როგორც კალანდიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა იქ შერიგების მიზნით და ეს ჩანაწერებით მტკიცდება, ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ჩანაწერებით ეს ნამდვილად არ დასტურდება. უმეტესი ჩანაწერები შესრულებულია უკვე მსჯავრდებული არასრულწლოვნების მეგობრების მიერ და იქ იმაზე ხაზგასმა, რომ ასეთი კარგი როლი შეასრულა მიხეილ კალანდიამ, ნამდვილად არ არის.“- აცხადებს ნესტან ლონდარიძე. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.