notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს!“- ტრამპი ერდოღანთან პენსს აგზავნის, ერდოღანი პუტინთან ვიზიტისთვის ემზადება

    „არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს!“- ტრამპი ერდოღანთან პენსს აგზავნის, ერდოღანი პუტინთან ვიზიტისთვის ემზადება

    აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკ პენსს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯებ თაიფ ერდოღანთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 15 ოქტომბერს, სამშაბათს, თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მისგან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უარი მიიღო. პარალელურად, კრემლის პრეს-სპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორამაცია, რომ სამშაბათს, 15 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონი საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია და ერდოღანი ამ შეთავაზებას დათანხმდა.

    საინტერესოა, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, რადგან ერდოღანის ხისტი პოზიცია წინასწარ ცნობილია - სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით,  ბაქოდან დაბრუნებული ერდოღანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს: „ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს“.

    ერდოღანის თქმით, რაც შეეხება ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო ძალების განლაგების საკითხს, ეს არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია: „რეჟიმის მანბიჯში შესლა არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია. რატომ? ბოლოს და ბოლოს ეს მათი მიწაა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაციები არ დარჩნენ“.

    თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშაბათს, მანბიჯიდან განხორციელებულ თავდასხმას თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და თურქეთი ამის სანაცვლოდ ასადის რეჟიმს „მძიმე ფასს გადაახდევინებს.“

    16 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც სირიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ. სხდომის ინიციატორები არიან  დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და პოლონეთი. განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. 

    თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.