notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    ჰოლივუდის ვარსკვლავების უჩვეულო გატაცებები

    ჰოლივუდის ვარსკვლავების უჩვეულო გატაცებები

    საიდუმლო არავისთვისაა, რომ მდიდარ და ცნობილ ადამიანებსაც აქვთ უცნაური გატაცებები, მით უმეტეს, თუ ფული თავზე საყრელად აქვთ, ზოგჯერ თავში უცნაური ფანტაზიებიც მოსდით ხოლმე. ამჯერად, ჰოლივუდის მსახიობების გატაცებებს გაგაცნობთ.

    ანჯელინა ჯოლი ცივი იარაღის კოლექციონერია. მომავალ ვარსკვლავს, მისთვის უჩვეულო საქმისკენ, საკუთარმა დედამ უბიძგა. 12 წლის ჯოლის, დედამ პირველი ხანჯალი უყიდა და ამის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავი მუდმივად ავსებს საკუთარ კოლექციას, რომელიც უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია - დაწყებული ანტიკური იარაღით დამთავრებული თანამედროვე დანებისა და დაშნების ჩათვლით. მსახიობის თქმით, კოლექცია ბავშვების თვალს მოფარებულია, რადგან იარაღის არსენალი ჯოლის ჩაკეტილი აქვს.

    გაცილებით უსაფრთხო ჰობი აქვს ტომ ჰენქსს - „ფორესტ გამპის“ ვარსკვლავი საბეჭდ მანქანებს აგროვებს. ჰენქსის კოლექცია უკვე 300-მდე საბეჭდ მანქანას ითვლის. ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო მოდელი გერმანული „ოლიმპიაა“, რომელიც 60-იანი წლების გამოშვება.

    რიზ უიზერსპუნის ახალი გატაცება წიგნების წერაა. გასულ წელს, მსახიობმა გამოსცა „ვისკი ჩაის ფინჯანში“. გარდა ამისა, რიზი აღიარებს, რომ უზომოდ უყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა.

    კიდევ ერთი მეგა-ვარსკვლავი, ნიკოლ კიდმანი, კომპიუტერული თამაშების ფანი აღმოჩნდა. გადაღებებით დაღლილი ნიკოლი დიდი, პლაზმური ეკრანის წინ ჯდება და თამაშებით ისვენებს. აი, კვენტინ ტარანტინო კი სამაგიდო თამაშების დიდი მოყვარული ყოფილა, განსაკუთრებით, თუ ეს თამაშები კინემატოგრაფიული ჟანრისაა. და ბოლოს, ჰოლივუდში იმასაც ამბობენ, რომ ვარსკვლავები - უმა თურმანი და ჯულია რობერტსი ქსოვაზე გიჟდებიან, განსაკუთრებით ჯულია, რომელიც გადასაღებ მოედანზე, საქსოვი ჩხირებით ხელში, ხშირად უნახავთ კიდეც.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.