notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „აშშ-თურქეთის ურთიერთობა შეიძლება სერიოზულად დაიძაბოს“

    „აშშ-თურქეთის ურთიერთობა შეიძლება სერიოზულად დაიძაბოს“

    ექსპერტი ამირან სალუქვაძე ამერიკის და თურქეთის ურთიერთობების შესაძლო დაძაბულობაზე სოციალურ ქსელში წერს:

    „ახლა კი გაცილებით სერიოზულად შეიძლება აშშ-თურქეთის ურთიერთობები დაიძაბოს.
    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ:

    1. თურქეთს ს-400-ის შეძენისა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უყარა კენჭი, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა სექტორზე, მ.შ. მსხვილ თურქულ ბანკზე და ცალკეულ ჩინოვნიკებზე, მაგალითად თურქეთის თავდაცვის მინისტრზე;

    2. მიიღო რეკომენდაცია ამერიკამ აღიაროს თურქეთის მიერ სომხების გენოციდი 1915 წელს.

    ამ გადაწყვეტილებებს ჯერ მთელმა კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი, შემდეგ ტრამპმა მოაწეროს ხელი, თუმცა უკვე გახდება სერიოზული დაძაბულობის საბაბი. როგორც წინა წლებში დავწერე, ნატოდან გასვლამდეც შეიძლება მივიდეს საქმე. ასეთი თემპებით ნატოს დატოვებამდე ერთი ნაბიჯიღაა, თუმცა ნატოდან გასვლას ასევე თავისი პროცედურები და ვადები აქვს.

    ჟენევაში კი, რუსეთის აქტიურობით, სირიის საკონსტიტუციო საბჭო იკრიბება“ - აღნიშნა ამირან სალუქმაძემ

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.