notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით: არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი

    ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით: არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი

    ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით: არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

    „მე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს პასუხს ამ კითხვაზე. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და მე ვფიქრობ, მთელი საქართველო. ეს თემა, საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ განიხილოს. ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ვინმემ, რომ განიხილოს ეს თემა - პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენება.

    არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ მე. არ ვიცი, არ ვყოფილვარ. გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაული არის თუ არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ იწყებს გამოძიებას, ის უთანხმებს პროკურატურას, ანუ ზედამხედველია.

    პროკურორმა თქვა და განცხადება გააკეთა. მისი საუბრიდან, თუ დანაშაული გამოვლინდება, პროკურორი გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა გამოძიება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.