notnews ganivi3 

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობა დაასახელა

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობა დაასახელა

    უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ოკუპანტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.

     ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია დაიბრუნონ.

    „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოგვიწევს. გვინდა დავბრუნდეთ იქ, სადაც 24 თებერვლამდე ვიყავით. ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, - აცხადებს ზელენსკი.

     

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.