notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ნარკომანიას ტვინში იმპლანტით კურნავენ

    მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ნარკომანიას ტვინში იმპლანტით კურნავენ

    დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ისტორიაში პირველად, ჩატარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ნარკოდამოკიდებული პაციენტის ტვინში ჩადგეს იმპლანტი, მისი განკურნების მიზნით.

    ოპერაციის წინ მამაკაცის ტვინის სკანირება მოხდა. შემდეგ თავის ქალაში, დაახლოებით, 1 მილიმეტრის ზომის ნახვრეტი გააკეთეს და ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აკონტროლებს შეჩვევასა და თვითკონტროლს, მოწყობილობა მოათავსეს. ლავიწის ძვლის ქვეშ ასევე მოათავსეს ბატარეა, რომელიც მოწყობილობას კვებავს. ამ ექსპერიმენტის შედეგად, ექიმების გუნდი, ორი წლის მანძილზე დააკვირდება პაციენტის თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს.

    მკურნალობის ამ მეთოდს აშშ-ში თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია ეწოდება და მისი გამოყენებით პარკინსონის, ეპილეფსიისა და სხვა დაავადებებს ებრძვიან. აღსანიშნავია, რომ, მედიცინის ისტორიაში პირველად, გაიცა ნებართვა ამ მეთოდით ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.