notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    რა მესიჯები დააბარეს ელჩებმა ილია მეორეს „ოცნებასთან“ - დიპლომატების რანდევუ საპატრიარქოში

    რა მესიჯები დააბარეს ელჩებმა ილია მეორეს „ოცნებასთან“ - დიპლომატების რანდევუ საპატრიარქოში
    ავტორი / პოლიტიკა

    რამდენიმე დღის წინ, კერძოდ,25 ნოემბერს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად ეკლესიის ადმინისტრაციამ გაავრცელა. სხვა დროსა და სხვა ვითარებაში, დიპლომატების უწმინდესთან ვიზიტი გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ იმ დროს, როცა ქვეყანაში, პრაქტიკულად, პოლიტიკური კრიზისია, ზემოხსენებული რანდევუ გარკვეული მესიჯების მატარებელი უნდა ყოფილიყო.

    ზოგადად, თუ გავიხსენებთ, ვიდრე პოლიტიკური კრიზისი დაიწყებოდა, სკანდალმა ეკლესიაში იფეთქა. არსებობს მოსაზრება, რომ მთელი ეს ამბები ხელისუფლების ცალკეულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. შესაძლო, არც უამისობა იყო, მაგრამ ახლანდელი მოცემულობა ასეთია: ეკლესია, ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობს. ამიტომ, სავსებით დასაშვებია, რომ უცხოელმა დიპლომატებმა უწმინდესი ხელისუფლებასთან შუამავლად გამოიყენეს, ანუ დიდი ალბათობით, მათ ილია მეორის პირით, „ოცნებას“ და მისი ლიდერს შეუთვალეს, რომ ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდეს და მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

    ამ ვერსიას ანალიტიკოსთა ნაწილი „ჰოთნიუსთან“ საუბრისას არ იზიარებს. მათი აზრით, დიპლომატების საპატრიარქოში ვიზიტის მიზანი ის იყო, რომ ეკლესია პოლიტიკაში არ ჩაერიოს. შეიძლება, რანდევუზე საუბარი ამ თემასაც შეეხო, მაგრამ ის, რომ საპატრიარქომ შესაძლოა, შუამავლის როლი შეასრულოს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუდანაც გამოჩნდა ანუ ტვ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ღია წერილით მიმართოს აშშ-ს პოლიტიკურ ვერტიკლას და იმის თაობაზე აუწყოს, რომ გავლენიანი ქართული არასამთავრობოები ქვეყანაში აშშ-ს იმიჯზე ცუდად მოქმედებენ. 

    ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოცნებას“ საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული გაფრთხილებამისცა და ეს განცხადებაც სწორედ ამის გამძახილი იყო.

    ასეა თუ ისე, ფაქტია: პრაქტიკულად, პირველად მოხდა, რომ ოცამდე დიპლომატი უწმინდესს ერთდოულად შეხვდა. ამიტომ, ვერსიას, რომ ამ რანდევუზე ილია მეორეს ხელისუფლებასთან გადასაცემი მესიჯები გააცნეს, არსებობის უფლლება, ცხადია, აქვს.   

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.