საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.
პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდი კუბური მეტრით.