notnews ganivi3 

    „სიტყვა-სიტყვით ასე დაწერეთ: ღმერთს ევედროს მეუფე დიმიტრი, რომ...“ - სკანდალური ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმარ დეკანოზის დედასთან

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ისევ მძიმეა. საქართველოს პრეზიდენტმა მის შეწყალებაზე საშობაოდაც უარი განაცხადა. „ჰოთნიუსმა“ დეკანოზ მამალაძის დედასთან, ქეთინო მაღლაკელიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სტენოგრაფიული სიზუსტით გთავაზობთ: 

    _ქალბატონო ქეთინო, პრეზიდენტმა თქვენი შვილი რომ არ შეიწყალა, ამაზე რას იტყვით?

    _ ვფიქრობ, რომ ეს პატრიარქის გადაწყვეტილება იყო, თორემ ის შტერი სალომე რას იზამდა? მართმადიანია, შობაა ახლა თუ აღდგომა, იმას ვერ ხვდება და რაზე მელაპარაკებით? რასაც დაუწერენ, იმასაც ვერ კითხულობს ეგ საცოდავი და მაგ ქალიც ცოდოა, უბრალო მარიონეტია. შეთანხმებული და დავალებულია ეს ყველაფერი. პატრიარქმა ააშტერა მთელი სინოდიც.

    _ მეუფე პეტრემ ტვ „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ დეკანოზსა და მის ცოლს ურთიერთობა დაეძაბათ და მამა გიორგიმ ცოლს უთხრა, სიმართლე რომ გითხრა, მომკლავენო. უფრო მეტი რომ გვიამბოთ ამ საკითხზე, რა სიმართლე იცოდა დეკანოზმა და ცოლთან ურთიერთობა რატომ დაეძაბა? ეს, ალბათ, მის დაკავებამდე მოხდა ხომ?

    _ დიახ, მის დაკავებამდე. ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია, ბეწვზე ჰკიდია, ამიტომ ყველაფერზე ვისაუბრებ. რაც კი მამაო (იგულისხმება გიორგი მამალაძე - რედ.) თბილისში გადაიყვანეს, მალევე დაეწყო განერვიულება, ვატყობდი, რომ მამაო და ჩემი რძალი კამათობდნენ ხოლმე. 4 შვილი მყავს, 3 დაქორწინებულია და ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩემთვის გასაკვირი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს რძლებთან. რომ წერენ, მამაო მილიონების პატრონიაო, ეს ყველაფერი აბსურდია, ერთ სახლში ვცხოვრობთ. მას 3 შვილი ჰყავს, 2 კი - ჩემს მეორე ბიჭს, თორნიკეს, ზოგჯერ ჩემი გოგოც ჩამოდის, მე, ჩემი ქამარი და ჩემი მესამე ბიჭი ვცხოვრობთ და ვიფიქრე, ალბათ, მამაოს ცოლს, რომელიც ნაზი და კარგი პიროვნებაა, იქნებ რამე პრობლემაა და არ უნდა ჩვენთან ყოფნა და ამის გამო აქვთ დაძაბულობა-მეთქი. ამიტომ მამაოს სულ ვეუბნებოდი, ხომ ცხოვრობ თბილისში რაღაც ბინაში, მოჰკიდე შენს ცოლ-შვილს ხელი, წაიყვანე, ბავშვებს იქ ასწავლე-მეთქი და სულ მეუბნებოდა, დედა, მე ჩემ ცოლ-შვილს იქ ვერ წავიყვანო და მეც შევეშვებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, ალბათ, ფიქრობს, ერთად რომ ვართ ეკონომიურადაც უფრო მარტივია ცხოვრება-მეთქი.

    ერთხელ ისე საშინლად იჩხუბეს, რომ მამაომ იას რომ ვერაფერი უთხრა, ნერვებმოშლილმა კარადას ხელი დაარტყა, კარები ჩამოვარდა. დავიზაფრე და ვიფიქრე, უკრაინაში რომ იყო... ძალიან ბევრ რამეს აბრალებენ უკრაინაში ყოფნის დროს, მაგრამ ცოლი თან ახლდა და ჩემი თორნიკეც მედავითნეობდა მასთან. იქ კი იყო დაძაბულობა, ძველი მღვდელი უნდოდათ და მამაოს ბევრი ჭუჭყი შეაცხეს. თორნიკე და მამაო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ილაპარაკეს, მამაო „ტანცებზე“ დადისო, ორივე ძმა ერთად რომ ნახეს, გაოგნებულები დარჩნენ, ტყუპისცალივით ჰყოლია ძმა და ჩვენ კი ის გვეგონაო.

    მოკლედ, მამაომ რომ კარადა გატეხა და სახლიდან განერვიულებული გავარდა, ღამის 9 საათზე ქობულეთიდან ბათუმში ჩამოვედი მის მოძღვართან, მამა ნიკოლოზ გიგატაძესთან, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია. სანამ მღვდელი გახდებოდა, გადანასკვული ოჯახები ვიყავით. ჩვენ შორის მირონობაა, ჩემი შვილები მისი შვილების მეჯვარეები, ნათლიები არიან და მასთან რომ მივედი, ვუთხარი, მამაო ძალიან ანერვიულებულია, სულ ჩხუბებობენ ცოლ-ქმარი, თუ ცალკე უნდათ ცხოვრება, წავიდნენ, ხელს არ შევუშლი-მეთქი. მიპასუხა, თქვენ არაფერ შუაში ხართო. ვუთხარი, თუ რამე დანაშაული აქვს, სადმე შვილი არ ჰყავდეს გაჩენილი, ჩუმად მოვკიდებ იმ ბავშვს ხელს და დავიკარგები, ისე გავზრდი იმ ბავშვს, საერთოდ ვერ გაიგებს ვერავინ-მეთქი. გაგიჟდა მამაო, რას ლაპარაკობ, არ იცი შენი შვილი რანაირი იყო, არასდროს მექალთანე არ ყოფილა და შენი შვილების გაზრდისთვის მთელი უბანი მადლობას  გეუბნებითო. აბა, რა ხდება, დაკლა, ლამის, ცოლ-ქმარმა ერთმანეთი-მეთქი და მიპასუხა, მამაომ ისეთი რაღაც ნახაო... აქვე უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში მოვკარი ყური, მამა გიორგიმ ჩემს რძალს უთხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო, რაზეც ცოლი გადაირია, ამ სამ ბავშვს რომ მიტოვებ, ჯერ დააყენე გზაზე და სადაც გინდა, წადიო... ამასთან დავაკავშირე მამა ნიკოლოზ გიგატაძის სიტყვები. მან მითხრა, მამაომ ისეთი რაღაც ნახა და ისეთი რამ იცის, რომ თქვას ან მოკლავენ, ან არ დაუჯერებენ, არადა, მის გულს ასკდება და თუ წასვლა უნდა ბერად, გაუშვითო. ჩავეკითხე, რას გულისმხობდა, მაგრამ მითხრა, აღსარება ჩამაბარა და ამას ვერ ვიტყვიო. ეს მე მეუფე დიმიტრისაც ვუთხარი, ეგ მეუფე კი არა, მეფუნეა, არაადამიანი. მამაოს ეკლესიაში შესვლის მომენტიდან,განუყრელი ურთიერთობა ჰქონდათ. მამაოს არც ერთი ახალი წელი და შობა სახლში არ გაუტარებია, სულ მასთან იყო. სურათებს გზავნიდა, თქვენ ღვეზელები აცხვეთ, მე და მეუფე ხინკლებს ვაკეთებთო. არც მეუფე და არც მამაო ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ. მე სულ ვბრაზობდი, სადმე რომ წასული იყო, ჯერ მასთან მიდიდოდა და მერე მოდიოდა ოჯახში. მოკლედ, მეუფე დიმიტრის რომ შევხვდი, ვუთხარი, ხომ თქვენი მღვდელია გიგატაძე და დაეკითხეთ მას-მეთქი. მეუფე დიმიტრიმ მითხრა, იცით, მამაომ რა ქნაო? აი, დიდი სკა წარმოგიდგენიათ ფუტკრებისო? კი-მეთქი. მან ხელი ასე გვერდიდან კი არა, პირდაპირ იმ ფუტკრებით სავსე სკაში შეყოო და ამის მერე მიმტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა?

    _ ანუ გიგატაძემ რაზეც გითხრათ, დეკანოზმა რაღაც ნახაო, ამ ამბვაზე გითხრათ მეუფემაც?

    _ მამაო რომ ახალი დაჭერილი იყო, საპატრიარქოში რაღაცები რომ იპოვა და იქ დაუპირისპირდა ვიღაც-ვიღაცებს რაღაც საქმეების გამო, მაგას მოაყოლა ზუსტად ასე.

    _ არ ჰკითხეთ, რას გულისხმობდა მეუფე?

    _რაღაც იპოვა ამ ბავშვმა და წავიდა ყველა მის წინააღმდეგ. 3 წელია მიდის ეს ამბავი და ჩემმა მტერმა ვერ მიხვდა, რა იგულისმხა მეუფემ. ამ საუბარს მეუფე საბა და კირიონი ესწრებოდნენ. დარწმუნებული ვარ, იცოდა რაც ხდებოდა, თორემ რა იცოდა ვის დაუპირისპირდა და ხელი სად შეყო მამაომ? ჩემ შვილზე რომ თქვა შანტაჟისტიაო, შანტაჟისტიცაა, აფერისტიც, მოღალატე და გამყიდველიც, ფუი, მაგის მეუფეობას! მაგან ვის რა უნდა უქადაგოს. მთელ აჭარის მღვდლებს კატეგორიულად აუკრძალა მამაოს ოჯახთან მიახლოება. ერთადერთი ჩვენთან რამდენჯერმე იყო, ბათუმის სამების დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა ანა და დედა ბარბარე. თორნიკეს ვინ ეხმიანება, არ ვიცი, მაგრამ მღვდლები კეთროვნებივით გვექცევიან, თავიდანვე რომ არ მოვიდნენ, საყვედურები ვთქვი, რადგან მამაო ძალიან პირდაპირი და ბობოქარი ბუნებისაა, არასდროს არავინ მიუტოვებია გაჭირვებაში. კარგად იცის მეუფემ მამა ანდრია ლაითაძისთვის რა გააკეთა ერთ ღამეში. კი გარდაიცვალა ის მამაო, მაგრამ მისთვის ბევრი რამ გააკეთა.

    როცა მამა ანდრია თბილისში საავადმყოფოში იწვა, მისი სიძე მამა იოანე ორმოცაძე დროებით ღამეს ათევდა მამა გიორგის ბინაში და ძალიან ბევრი საბუთები ჰქონდა ჩემ შვილს თურმე, რომ უნახავს უკითხავს, ეს რა არისო, მამა გიორგის უპასუხია, ეს ისეთი ბომბია,  ააფეთქებს ქვეყანასო. ამ ყველაფრის შემდეგ მამაო მალევე დაიჭირეს.

     _ მეუფე დიმიტრი  გხვდებათ დეკანოზის ოჯახს?

    _მეუფემ დიდი აჟიოტაჟის მერე ერთხელ მიგვიღო. ჩემი რძალი, ია, იყო მისული და კიბეებიდან უკან გამოაგდო, არ მიიღო, რადგან რაღაცის ეშინოდა. იმიტომ, რომ პატრიარქის ტახტი დაკარგა, სავარაუდოდ, ანდერძში თვითონ იყო და საჯაროდ თქვა ტახტზე უარი. ისიც ქვეყენამ იცის, აბაშიძის და სააკაშვილის დროს ხიდის აფეთქება რომ იყო, მეუფეს დაავალა პატრიარქმა, ხალხს დახვდიო, მე მეშინია და იქ ვერ დავდგებიო. მშიშარა და ლაჩარია, ახლა გახდა ჩემი შვილი შანტაჟისტი? მის გარეშე ნაბიჯს რომ არ დგამდა?!  მოვითხოვ, დიმიტრი დამიჯდეს პირისპირ დებატებში და ზუსტად ვეტყვი, მამაოს რომ „შავებთან“ ურთიერთობას აბრალებენ, ზუსტად ვეტყვი, ვინ სტუმრობდა ხოლმე და ვის რა საჩუქრებს აძლევდა მამაოსთან ერთად მეუფე. მეუფესთან რომ შევედით სალაპარაკოდ, ჩემი შვილები მაგრად ელაპარაკნენ და კი, მაგრამ ქურდულად მირჩევთ საქმესო? - ასე უპასუხა და დამახვედრა იქ, საბა რომ ჰყავს ამერიკაში გაგზავნილი, ხან ვის უძვრება და ხან- ვის, სიმართლეს რომ არ ამბობს და კირიონ ფერაძე, რომელსაც უფლება არ აქვს, მამაოზე რამე ილაპარაკოს. პირი არ დამაღებინოს მეუფე დიმიტრიმ, ყველაფერი მახსოვს, როგორ იყენებდა მამაოს. ხარფურის ფერმას რომ აგებდა და არხი არ მოსწონდა, არბენინებდა მამაოს ხან მერიაში და ხან სად. რაც ჩემ შვილს ამ სამი წლის განმავლობაში მისი მოქმედებით ცრემლი ადინა, საშვილთაშვილოდ მეუფე დიმიტრის შთამომავლობამ სისხლად ანთხიოს. მეუფე დიმიტრი რომ ჩემ შვილს იცნობდა, ისე შეიძლება, მე არ ვიცნობდი და ყველამ იცის, რომ მან ზურგი აქცია. დავუშვათ, ჩემი შვილი მართლა დამნაშავეა, ეს არის  მაგათი ქრისტიანობა, რომ გაწირეს 15 სულიანი ოჯახი?! იოანე ოქროპირის სიტყვები ზეპირად, ალილუიასავით ვიცი, მაგრამ როგორ მოიხმარ ცხოვრებაში, ესაა მთავარი. მაგათი „ბიბლია“ მაშინ წავიკითხე, როცა ეგენი მღვდლები არ იყვნენ. ზუსტად რომ ვერ ვასრულებ ბიბლიას, იმიტომ ვარ საერო პირი. თორემ ანაფორას მეც ჩავიცვამ, ჯვარს მეც დავიკიდებ გულზე, მაგრამ რომ ვიცი, ვერ შევძლებ იმას, რაც იქ წერია, ადამიანს თუ ზურგი ვაქციე, რა გამოვიდა?! საერო ადამიანი ვარ და როცა ვინმეს უჭირს, როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები. ისმინე სახარებაო, რომ წამოიყროყინებენ ტრაპეზიდან, მაგას მეც ვიტყვი! მაგრამ როგორ შეასრულებ, ისაა მთავარი. დარწმუნებული ვარ, რომ მამაოს ყველა ნაბიჯი იცოდა მეუფე დიმიტრიმ. ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რომ მამაო დიმიტრის გარეშე ტუალეტში არ დადიოდა.

    ერთხელ ქუთაისში მივდიოდით ნათლობაზე და ერთი ქობულეთელი ახალგაზრდა ბიჭი რომ აღიკვეცა ბერად, გვარი არ მახსოვს, ტელეფონით დაურეკა მამაოს დიმიტრიმ და ავალებს, გაარკვიოს, ამ ბიჭს ვინ მისცა ცნობა საპატრიარქოდან. მოკლედ, გადარეული იყო დიმიტრი, ზუსტად მახსოვს, მამაო რასაც პასუხობდა და ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, ვისაც ახსენებდა, იმათ დასახელებისგან. მამაოს ვუთხარი, დიმიტრი რა გაბრაზებულა-მეთქი და მამაომ მითხრა, რამდენჯერ გითხარი, რასაც ვიტყვი, არ ხედავ და არ გესმისო და გადავიდა მანქანიდან, გარეთ გააგრძელა ლაპარაკი. დიმიტრის მგონი, მამაოს დაჭერამდე თავის გოგოებზე წინ ეყენა მამაო. ჩემი შვილი ძალიან გვიან მოინათლა, 14 წლის ასაკში და იმ დღიდან ეკლესიიდან არ გამოსულა, მიუხედავად ჩემი დიდი ბრძოლისა. საერო ცხოვრების დროს თამაზი ერქვა. ვეუბნებოდი, თაზო, დე, არაა ეს ის ხალხი, შენ რომ გგონია. ჭკვიანი, ნაკითხი, უნიჭიერესი ბიჭი ხარ, არ გინდა ამ ფართხუნა ხალხში წასვლა-მეთქი, მაგრამ მითხრა, ნუ ფიქრობ მასე, არიან სასულიერო პირები, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო და სიმართლეს ემსახურაო. ბოლომდე ვიყავი წინააღმდეგი მამაოს ამ გზის, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. 14 წლიდან ჯერ სტიქაროსნობდა, სასანთლეში მუშაობდა, ვერ გეტყვით საიდან დაუახლოვდა, შეიძლება თვითონ დიმიტრიმაც შეამჩნია, რადგან აქტიური იყო, სხარტი, კარგი სიტყვა-პასუხი ჰქონდა. ჭკვიანი და ნაკითხი იყო, ყველა საკითხში ერკვეოდა, თუ რამე არ იცდა, იმ მოსასპობ გუგლში შედიოდა. ვთქვათ, ჭიქა რომაა, იმაზეც კი ბოლომდე ჩაყვებოდა, გამოიკვლევდა. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე მის საძინებელში შევედი და იურისპრუდენციის კოდექსი ედო ლოგინთან. რად გინდა-მეთქი, ვკითხე. რა იცი, ცხოვრებაში რა ხდება, დე, ვისწავლი ამასაცო, მიპასუხა.  როგორც ირკვევა, ღრმად ჩაწვდა რაღაც მაქინაციებს და უბედურებებს. მგონია, ფინანსურს, თორემ ზნეობრივზე რასაც ამბობენ, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი წაბილწულია ეს ყველაფერი.

    შეხვედრის დროს პატრიარქმა მკითხა, მამაო ხომ არ გაბრაზებთო და მამაომ დაასწრო პასუხი, პირიქით, მე მაბრაზებენო და ასე დაიჯინა მასთან და სახეზე ჩამოუსვა ხელი, არ გამიბრაზოთ მამაო, მისი სახე მაცხოვარს მაგონებსო, მამაო ისეთი კარგი ადამიანია, თქვენს გაბრაზებას არ იმსახურებსო. მაგას დავაყარე მეხი, მაგ ფორონცხოს და აფერისტს. მეც ვეთანხმები ჩემს შვილს, თორნიკეს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით არ შეიწყალეს ჩემი შვილი. რომ ამბობენ, არ ესმისო, მელასავით ქვევიდან იყურება და ყველას და ყველაფერს უსმენს. შეხვედრაზე მეუფეები და ვიღაცები დაგვახვედრეს, კიდევ იაკობი იჯდა, ვიღაც მღვდელს რაღაცას ანიშნებდა და აწყვეტინებდა ლაპარაკს თორნიკეს, რომ რაღაცები არ ელაპარაკა. ჭუტალა საზიზღარი წითელქუდა, მაგის მეუფეობას რა ვუთხარი. პატრიარქი ისე იყურება, არავინ თქვას, რომ არ ესმის და აღარ შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცის. მისი გადაწყვეტილებით არ შეიწყალეს ჩემი შვილი, არ ვიცი რისი ეშინია, მე საპატრიარქოს საქმეებზე იმდენად ვერა, რამდენადაც მეუფე დიმიტრისთან ურთიერთობა ვიცი ღრმად. მეუფეს გულისთვის, ცეცხლი რომ წაგვკიდებოდა, გადაგვივლიდა და მეუფესთან გაიქცეოდა ჩემი შვილი. ჩემი შვილის ცრემლები,რაც მეუფეს მოქმედებით დაღვარა, საშვილთაშვილოდ აღვრევინოს მეუფის შთამომავლობას.

    _ ამბობდით, რომ ბერობა სურდა დეკანოზს, შემდეგ რატომ გადაიფიქრა?

    _არ ვიცი, იქ რა მოხდა, ვისთან რა ილაპარაკა, ვის გაენდო, თუ რამე ნახა და აღმოაჩინა იმ საპატრიარქოში, მაგრამ შემიძლია, თავისუფლად და გულღიად ვილაპარაკო, პატრიარქი რომ ბობოყვათში ჩამობრძანდებოდა ხოლმე იმ მომენტებზე... თუ მამაოს უნდოდა შორენას თუ პატრიარქის მკვლელობა, ჩემი ოჯახიდან ჩემი  გაკეთებული ხაში და პურ-მარილი რომ მიდიოდა 50 ლიტრიანი ქვაბებით. მთელი დაცვის ბიჭები იკვებებოდნენ ჩემთან, ხშირად ვეკითხებოდი, აქ რომ ხართ, პატრიარქთან ვინაა-მეთქი და მპასუხობდნენ, მამალაძე იქაა და ჩვენ რა გვაშინებსო? ჩემი ჭურჭელი, ხორცსაკეპი მანქანა რამდენ ხანს იყო იმ რეზიდენციაში. პატრიარქს კი არა, მთელ სინოდს გააფრთხობინებდა სულს, ერთი წამალი რომ გამოესვა იმ მანქანაში. მამაო პატრიარქთან ერთად აუზში ბანაობდა, 90 წლის მოხუცის მოკვლას რა უნდა, რომელიც თავს და ტანს ვერ იკავებს, 2 წუთი წყლის ქვეშ გაჩერდა და ვერ ამოისუნთქა, ვსიო, უკვალოდ გაქრა ყველაფერი, მოკვდა, გული გაუჩერდა, ეს რომ ნდომოდა მამაოს.

    _ქალბატონო ქეთინო, თქვენი შვილის და რძლის კონფლიქტი მოგვარდა და ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მამა გიორგიმ რაც იცოდა, ვინმეს გაანდო?

    _დიახ, ჩაწყნარდა მამა გიორგი, ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა და რატომღაც მგონია, რომ ვიღაცებთან ეს ამბავი თქვა, რადგან იმ პერიოდში ისეთი აფორიაქებული და დამძიმებული იყო, მონასტერში წასვლა უნდოდა. რომ აბრალებენ პატრიარქობა უნდოდაო, უწიგნურების გასაგონად ვამბობ, ასაკი არ უწყობდა ხელს, მაშინ 35 წლის იყო, ასევე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბერი, რასაც ძალიან ეწინააღმდეგებოდა მისი ოჯახი და ცოლი. რა დროს მისი ბერობა იყო, სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მეუფე დიმიტრივით ყოვლისშემძლე ბიძა არ ჰყავდა ჩემ შვილს, რომ ამ მაქინაციური სქემებით სამი შვილი გაეზარდა ვიღაცას ისე, როგორც მეუფეს გაუზარდეს შვილები. ერთი მშრომელი, გულღია, კარებღია ოჯახი ვართ. ასე რომ, მამაო თავის ეტაპზე ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა და წინსვლის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, რადგან შემდეგი სვლა იყო ბერობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ოჯახისთვის და ცოლისთვის.

    _ ოჯახს რა ინფორმაცია გაქვთ, რისთვის ეძებდა ციანიდს თქვენი შვილი?

    _ ამბობდა, რომ შორენას უნდოდა ოქრომჭედლისთვის რაღაც ნივთიერება, მაგრამ რა ერქვა ამ ნივთიერებას, არც მიკითხავს. მამაო ისეთი ტიპია, არც ჩაგრევდა, ეს რაც ვიცი, ჩუმად რაც მომისმენია... ტელეფონზე ლაპარაკობდა და ვიღაც შორენას ახსენებდა, მაშინ ნანახიც არ მყავდა. ერთი ვიცი, რომ ჩამოსული იყო აქ ბობოყვათში და მე ვმუშაობდი საპატრიარქოს მოხუცებულთა თავშესაფარ „სავანეში“, მამაომ დამირეკა, უსუფა ხაბაზის ნომერი მკითხა და და აღმოჩნდა, რომ შორენას ფეხები სტკივა და მას არბენინებდა ექიმებში ჩემი შვილი. ხაბაზები არიან ცნობილი ექიმბაშის შვილები და რაღაც მალამოები აქვთ, მაგის სიკვდილი რომ სდომოდა, ფეხებზე კი არ უმკურნალებდა, მანქანიდან გადაისროდა სადღაც.

    _ და, შორენამ რომ დაავალა რაღაც ნივთიერება, ეს საიდან გაიგეთ?

    _ ტელეფიონზე საუბრობდა, შორენას რაღაც ნივთიერება სჭირდებაო, მაგრამ რა სჭირდებოდა, ამას არ ამბობდა და არც დავინტერესებულვარ ამით. რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ საპატრიარქოში ბერები ვერ იძინებდნენ და რაღაც წამლების შოვნაზე იყო აქ სირბილი აჭარაში.  მეუფე დიმიტრიმ რომ გაიგოს, რაღაც წამლებზე რომ დარბოდა მისი მძღოლი და წამლებს შოულობდა, ეტყობა ძველი ნაყაჩაღარი და ნამორფინისტალი ბერები რომ ჰყავთ საპატრიარქოში, უძილობები და კოშმარები რომ აწუხებდათ, მათთვის უნდოდათ. მეუფე დიმიტრი შეეკითხოს თავის მძღოლს, ვინ ბრძოლობდა ამ წამლების საშოვნელად, რომ ამ ნაყაჩაღარ და ნახიშტარ ბერებს მშვიდად ეძინათ და თუ არ იტყვის მისი მძღოლი, მაშინ მე ვიტყვი.

    _ როგორია ახლა დეკანოზის ოჯახის მდგომარეობა?

    _ ძალიან მძიმე. საერთოდ არ ველოდით, რომ ნიკა გვარამია მამაოსთან შედიოდა, შემთხვევით საინფორმაციო გადაცემიდან გავიგეთ. ნიკა როცა ყვებოდა მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მამაოს შუათანა შვილი ლამის ხელში ჩაგვაკვდა, მთელი ღამე ძლივს დავაწყნარეთ. მამა მიკვდებაო და ბავშვი ლამის კრუნჩხვაში ჩაგვივარდა. თათე მამალაძის მდგომარეობა რაც იყო მაშინ, მეუფე დიმიტრის შთამომავლობას არ ააშოროს ისეთი დღეები ღმერთმა. სოსო ოხანაშვილი რომ გაიქცა და აანონსებდა, რომ ციანიდის სკანდალი რა არის, უარესი სკანდალები მაქვსო, სად გაიქცა ლაჩარი?! იქ რომ მეტრაბახა მეუფე რეზიდენციაში, ჩემ სიძეს 17 სპეცსკოლა აქვს დამთავრებული, უბრალო ხომ არააო. რომელ სიძეს, რომელსაც მთელი ცხოვრება არ ელაპარაკებოდა? მაგას თუ ჰგონია, არაფერი ვიცი, ძალიან შემცდარა. რაფერც მისი სიდედრი უპატრონოთა თავშესაფარ სავანეში მოკვდა. მეუფეს სიდედრი უპატრონოთა სახლ „სავანეში“ იყო რამდენ ხანს.

    _ ანუ, სოსო ოხანაშვილმაც მიატოვა განსაცდელში თქვენი შვილი?

    _ აბა, რა ქნა? სად წავიდა და გაქრა. ერთმა მითხრა, რა ქნას სოსომ, ოჯახი და შვილები ჰყავსო. ოხანაშვილს ჰყავს შვილები და მამალაძეს არ ჰყავს ბიჭები?! მაგრამ მასე არ დავეცემით! ვაიმე, ჩემი შვილი თუ ცოცხალი ციხიდან არ გამოვიდა, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ციხე კაცისაა, შევალ და გამოვალ, რა პრობლემაა. სადაც ჩემი შვილი სამი წელია იქ არის, არც მე მაქვს უკანდასახევი გზა. სიტყვა-სიტყვით ასე დაწერეთ - ღმერთს ევედროს მეუფე დიმიტრი, რომ ჩემი შვილი იქიდან ცოცხალი გამოვიდეს იმიტომ, რომ მაგან არც დედა იცის და არც მისი შვილების დედა არ იცის. მაგან დედა რა არის, საერთოდ არ იცის, უვარგისი ადამიანია და არ უნახავს გამწარებული და გაგიჟებული დედა. მე ვანახებ პირადად, ღმერთს ეხვეწოს ჩემი შვილი ციხიდან გამოვიდეს. ჩემს შვილს ის და მისი რეზიდენციის დედაოები, შანტრაბა რომ ჰყავს შეკრებილი, ზოგს რომ მანქანა წაართვეს და მამაოს გავეშებული არბენინებდნენ და საკითხებს აგვარებიდნებდნენ, ეს ყველაფერი ვიცი მე და ყველაფერს ცხვირწინ დავუდებ მეუფეს. ზედმეტად ნუ ლანძღავს ჩემ შვილს, რადგან არ იმსახურებს ამას. ნურც კრიმინალს აბრალებენ ჩემ შვილს, არანაკლებ ხვდებოდა მეუფე დიმიტრი შავი გაგების ხალხს და საჩუქრებით ასაჩუქრებდა, ვიცი ეს ყველაფერი მე და ყველაფერი სურათებით ცხვირწინ არ დამადებინოს, ვისთან როდის, რა სურათი აქვს გადაღებული. ვინაა მატყუარა, ამას დავანახებ მაგ მშიშარა ლაჩარს!

     ავტორი: თათია გოჩაძე

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.