notnews ganivi3 

    „რატომ ხდება ამ ტრაგედიით მანიპულირება და ფაქტების დამახინჯება?“ - ამირან სალუქვაძე „დამპალოს“ ტრაგედიის შესახებ

    ექსპერტი ამირან სალუქვაძე „დამპალოს სასფლაოზე“ მომხდარი მოვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყველა პირი ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა შესაბამისად უნდა დაისაჯობს.

    თვალს ვადევნებდი დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი ტრაგედიის გაშუქებას და მიღებულ ზომებს.

    თავშივე შევთანხმდეთ რაც საკამათო არაა, კერძოდ ა) სამართალდარღვევის დროს უნდა გამოძახებული იქნას პოლიცია და მან უნდა მიიღოს ზომები და ბ) დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

    ვიმსჯელოთ იმ ცრუ ინფორმაციების, როგორც ახლა ეძახიან, ფეიკ-ნიუსების შესახებ რომლებიც მოჰყვა ამ ტრაგედიას და რომელთა უარყოფის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.

    რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა შემდეგი ხასიათის ინფორმაცია: ორმა სპეცრაზმელმა მოკლეს მ.წ., რომელიც ძმასთან ერთად მამის სასაფლაოზე იმყოფებოდა. ძმამ გაქცევა მოახერხა. მ.წ.-ს გატეხილი აქვს თავის ქალა, ამოთხრილი აქვს თვალი. ის ფაქტიურად წამებით მოკლეს, მიატოვეს სასაფლაოს ტერიტორიაზე და მეორე დღეს გამვლელებმა იპოვეს.

    ახლა ვუცქერი სიუჟეტებს, ვკითხულობ სტატიებს და ვიგებ შემდეგ ინფორმაციას. სპეცრაზმელი და მისი მეგობარი, ძმის საფლავზე იმყოფებოდნენ, როცა შეესწრნენ თუ როგორ იპარავდნენ მათ კუთვნილ ავტომანქანას, რის გამოც მოხდა ჩხუბი. ერთი ძმა გაიქცა. როცა დაინახეს რომ მეორე ძმას მიაყენეს მძიმე დაზიანებები, ის სპეცრაზმელმა და მისმა მეგობარმა სახლში სამკურნალოდ წამოიყვანეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ თავადვე გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექსპერტიზით ისიც გაირკვა, რომ თვალი დათხრილი არაა.

    ხომ გაგიგიათ შემთხვევები, როცა ავტომანქანით ადამიანის გატანისას, მძღოლები, შიშის თუ სხვა მიზეზების გამო, ხშირად მიმალულან დანაშაულის ადგილიდან. ასეთი საქციელის მიმართ მთელ მსოფლიოში უარყოფითი დამოკიდებულებაა და ამაზე ვთანხმდებით.

    დამპალოს ტრაგედიის შემთხვევაში სპეცრაზმელს და მის მეგობარს მ.წ. არ მიუტოვებიათ და, მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა, ბოლომდე პატრონობა გაუწიეს, ჯერ სახლში, შემდეგ საავადმყოფოში. აქაც შეცდომა დაუშვეს, საავადმყოფოში თავიდანვე უნდა გადაეყვანათ, თუმცა არა სასაფლაოზე მიატოვეს, არამედ ბოლომდე დახმარების გაწევა სცადეს.

    სხვათაშორის მედიასაშუალებები არ საუბრობენ ჩხუბის მიზეზებზე, კერძოდ ავტომანქანის ქურდობის მცდელობაზე. ასევე, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ როცა სპეცრაზმელმა და მისმა მეგობარმა ავტომანქანის ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიუსწრეს და ჩხუბის ნაცვლად პოლიციისთვის უნდა დაერეკათ, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ გაქცეულ ძმას ასევე თავადვე უნდა დაერეკა პოლიციაში. გასაკვირია. საუბრობდით, რომ ამათ სცემეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს, მეორე დღეს გამვლელებმა იპოვესო და კითხვა არ დაგბადებიათ სად იყო ამ დროს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაქცეული ძმა, დაინტერესდა თუ არა ძმის ბედით და რატომ არ შეატყობინა სამართალდამცავებს?

    იმის ნაცვლად, რომ ობიექტურად ყველა დეტალს ჩავწვდეთ, გამოვიძიოთ, დავადგინოთ როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები, სკანდალებს ვეძებთ, რადგან თუ დამნაშავე სპეცრაზმელია, - სკანდალია, თუ ჭორვილელია, უფრო მეტი სკანდალია და ა.შ. სიმართლე მეცხრეხარისხოვანია.

    ორთავე პირი დაკავებულია და პასუხს აგებენ, ოღონდ პასუხი უნდა აგონ არა შექმნილი რეზონანსიდან და ზეწოლიდან გამომდინარე, არამედ სამართლიანად.

    საქართველოში ყოველწლიურად ასობით მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაული ხდება. ამოვარჩევთ ხოლმე, არ ვიცი რა ნიშნით, და ვატრიალებთ...

    საინტერესო სტატისტიკას გაგაცნობთ. მოვიყვან კრიმინალის მხრივ ყველაზე კარგი, ანუ 2010 წლის მონაცემებს. სხვა წლებში მეტი სამართალდარღვევა ხდებოდა.

    2010 წელს საქართველოში მოხდა:
    - 205 განზრახ მკვლელობა (ანუ 3 დღეში 2 განზრახ მკვლელობა);
    - 289 მკვლელობის მცდელობა;
    - 134 ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
    - 84 გაუპატიურება;
    - 11 471 ქურდობა, ანუ დღეში 31 (მ.შ. ავტომანქანის 154, მობილური ტელეფონის 449);
    - 958 ძარცვა
    - 1208 ყაჩაღობა
    - თაღლითობა, ეკონომიკური და ნარკოდანაშაულები და სხვა, სულ 35 949, ანუ საშუალოდ დღეში 100 სამართალდარღვევა.

    ამ სტატისტიკას იცით რატომ გახსენებთ? კითხვა მაქვს: 205 მკვლელობიდან, 84 გაუპატიურებიდან და 11 ათასი ქურდობიდან რამდენი შემთხვევაა 2010 წელს გაშუქებული? იგივე ეხება სხვა წლებს, როცა უარესი სტატისტიკა იყო.

    რატომაა რომ დღეს საინფომაციო გამოშვებების ნახევარი ეძღვნება კრიმინალის გაშუქებას? რატომაა რომ ასე ამოვიჩემებთ ერთ კრიმინალურ შემთხვევას და მთელი კვირის ან თვეების მანძილზე ვატრიალებთ?

    ვიმეორებ, სპეცრაზმელს და მის მეგობარს პოლიცია რომ უნდა გამოძახებინა და თავად არ ეძალადათ, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ რატომ ხდება ამ ტრაგედიით მანიპულირება, რატომ ხდება ამ ტრაგედიის იმ ფაქტების დამახინჯება, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე? ვუცქერი სიუჟეტებში როგორ განიცდის, სახეს მალავს ბრალდებული, ყოფილი სპეცრაზმელი. თქვენი აზრით თამაშობს? ასეთ საინფორმაციო დევნას რომ ახორციელებთ, შედეგებზე პასუხს აგებთ?

    ინფორმაციებისადმი ნდობა აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობ ამ მავნე, საზოგადოების დამთრგუნველ საინფორმაციო პოლიტიკაზე.

    დღეს გავრცელდა დაზარალებული ოჯახის ადვოკატის კომენტარები. გაეცანით და იქნებ ამოვწუროთ თემა, დაველოდოთ ძიების დასრულებას და სასამართლოს?!“ - წერს ამირან სალუქვაძე

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.