notnews ganivi3 

    „ჩემ ძმას ვეღარასდროს ჩავეხუტები,როგორც ადრე. ჩვენ უკვე ძალიან გავნსხვავდებით“ - უილიამი სამეფო ოჯახის გაყოფაზე

    „ჩემ ძმას ვეღარასდროს ჩავეხუტები,როგორც ადრე. ჩვენ უკვე ძალიან გავნსხვავდებით“ - უილიამი სამეფო ოჯახის გაყოფაზე

    ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ გადაწყვიტეს სამეფო ტიტულზე უარი თქვან და სამეფო ოჯახისგან ფინანსურად დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება. ამ ინფრომაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მეგანის მეგობრები ამბობენ, რომ მისთვის ამ ოჯახში ცხოვრება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ეგონა, განსაკუთრებით პირველი შვილის შეძენის შემდეგ. ჰარიც ხედავდა როგორ იმეორებდა მისი მეუღლე დედამისის, პრინცესა დაიანას, გზას მისი მეუღლე და როგორ უჭირდა ასეთი ცხოვრების სტილი. სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება ახლობლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

    ბრიტანეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ამ გადაწყვეტილების შესახებ დედოფალმა არაფერი იცოდა, ამიტომ ახლა მას საგანგებო შეხვედრები აქვს სამეფო ოჯახის ყველა წევრთან და ცდილობს სიტუაცია მოაგვაროს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრინცმა უილიამმა სამეფო ოჯახის გაყოფის შემდეგ პირველად ილაპარაკა მეგობართან და თქვა, რომ ის და ჰარი უკვე ძალიან განსხვავდებიან. 

    „ჩემ ძმას ძველებურად ვეღარ ვეხუტები, როგორც ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი. მე და ჰარი უკვე ძალიან განვსხვავდებით. ძალიან სევდიანი ვარ ამ ყველაფრის გამო. ამ მომენტისთვის მე და ჩემ ოჯახს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ მათ რითიც შეგვიძლია. იმედია დრო მოვა, როდესაც ყველანი ისევ საერთო აზრზე ვიქნებით. მინდა ყველა ისევ ერთ გუნდში ვიყოთ.“- უთხრა უილიამმა მეგობარს. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.