notnews ganivi3 

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ მოწყობას, სამუშაო პრაქტიკასა და პროცედურებს, საგამოძიებო ქვემდებარეობას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და პრაქტიკას, ანგარიშვალდებულებასა და მის სპეციფიკას, დანაყოფებს შორის კოორდინაციას ადგილობრივ და ოპერატიულ დონეზე, დანაშაულის ადგილის მართვას, დანაშაულის ანალიზს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ. ავსტრიელი ექსპერტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშავებენ და გამოძიების პროცესს დააკვირდებიან, ასევე, გავლენ შემთხვევის ადგილას და შეისწავლიან საგამოძიებო მოქმედების პროცედურებს. აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა" (EU4 Justice) - ფარგლებში განხორციელდა.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.