notnews ganivi3 

    სასამართლომ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე, გაამართლა

    სასამართლომ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე, გაამართლა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა.

    საქმეს განიხილავდა მოსამართლე დავით მამისეიშვილი. სასამართლომ სრულად გაამართლა ბათუმის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე, რომელსაც მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედებოდა ბრალად. დღეისათვის საზოგადოებისთვის უცნობია, რის საფუძველზე მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე. არჩილ ვანაძის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, რომელიც არჩილ ვანაძის გამართლებით კმაყოფილია. კაკაბაძე აცხადებს, რომ მტკიცებულებებით დადასტურდა არჩილ ვანაძის უდანაშაულობა.

    „ჰოთნიუსმა“არჩილ ვანაძის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ამ საკითხზე დეტალური ინტერვიუ ჩაწერა, ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა და ამ ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

     

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.