notnews ganivi3 

    ,,ქეში შვილები''- ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკივილი

    ,,ქეში შვილები''- ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკივილი

    ცენტრალური ევროპის და ბალკანეთის ლიდერები უკიდურესად არიან შეშფოთებული დემოგრაფიული კრიზისის გამო. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის
    ფაქტი,რომ პოლიტიკური ლიდერები შობადობის წასახალისებლად, ხშირად აპელირებენ ნაციონალურ პატრიოტიზმზე და ოჯახურ ფასეულობებზე.
    ვითარებას უფრო ართულებს გამკაცრებული საემიგრაციო კანონების ტენდენცია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმიგრანტები ისეთი რაოდენობით აღარ შედიან,ან საერთოდ არ შედიან. ახალგაზრდები კი უცხოეთში გადასვლას და უკეთეს გასამრჯელოზე მუშაობას,დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამჯობინებენ.

    უნგრეთში შობადობა თითო ქალზე 1,49-მდე დავარდა.ეს მაშინ როცა პოპულაციის შენარჩუნებას 2,1 სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ქალებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაში და კრედიტების გასტუმრებაში დახმარება შესთავაზა. ის დედებს დაპირდა, რომ 4 შვილის ყოლის შემთხვევაში, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გადასახადებისგან გაანთავისუფლებს. უნგრეთის ლიდერი აცხადებს, რომ მისი პროგრამით ქვეყანაში დაახლოებით 4000 ბავშვი გაჩნდა.

    პოლონეთის მთავრობა ოჯახებს პირველი შვილის შემდეგ,თითოეულ მორიგ ბავშვზე ყოველთვიურად 500 პოლონურ ზოლტს, ანუ დაახლოებით 125 ამერიკულ
    დოლარს აძლევს.ეს კანონი პოლონეთის მთავრობამ 2015 წელს შემოიტანა, რომლითაც ოჯახების არსებული დახმარება თითქმის გაორმაგდა.

    დემოგრაფიის ექსპერტები მსგავს „ქეში შვილებისთვის“ პროგრამებს სერიოზულ გრძელვადიან გამოსავლად არ თვლიან. მათი აზრით, მსგავსი კამპანია ეკონომიკისთვის მხოლოდ დროებითი შეღავათია. ანალიტიკოსებს რუსეთის მაგალითი მოჰყავთ, სადაც უნგრეთის ანალოგიურმა პროგრამამ მხოლოდ თავიდან იმუშავა და საბოლოო ჯამში რუსეთის მოსახლეობა, ბოლო პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის, 142 მილიონიდან 110 მილიონამდე მცირდება.

     

    წყარო:www.amerikiskhma.com

     

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.