notnews ganivi3 

    Super User

    Super User

    ირანში, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი ჩამოვარდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ.

    წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

    ირანში ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ლაინერმა, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო.

    წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

    ABC News-ის ინფორმაციით, ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა ავიაბაზაზე „ალ-ასადი“, სადაც ამერიკელი სამხედროებია განთავსებული. ბალისტიკური რაკეტები გაშვებული იქნა ირანის ტერიტორიიდან. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როცა ირანი ამერიკელებს პირდაპირ არ უტევდნენ და მოქმედებდნენ შეფარვით, ამჯერად ირანი აღარაფერს მალავს და მუქარას ასრულებს.

    ირანის საინფორმაციო სააგენტო INSA-ს ცნობით, გაშვებულ იქნა რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა. Press TV აცხადებს, რომ დარტყმები ირანის რევოლუციური მცველების კორპუსმა განახორციელა. როგორც ისინი აცხადებენ, ესაა პასუხი გენერალ კასიმ სულეიმანის მკვლელობაზე.

    ABC News-ის წყარო იუწყება, რომ რაკეტები ერაყში მდებარე რამდენიმე ამერიკული ობიექტის, მათ შორის ერბილის მიმართულებით იქნა გაშვებული.

    პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანმა „ათეულზე მეტი“ რაკეტა გაუშვა მათი ობიექტების მიმართულებით. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იციან თავდასხმის შესახებ, პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს.

    დეკანოზი ზაქარია ფერაძე ადასტურებს, რომ მეუფე ზოსიმეს მხრიდან სტუდენტ კახი კალაძეზე სექსუალურ თავდასხმას ადგილი მართლა ჰქონდა. მისივე თქმით, ეს სასულიერო აკადემიაში მოხდა.

    „სტუდენტი ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო ეკლესიაში. ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი რაღაც ძალიან აერია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე როგორც ჩანს გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება, რომ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი ამით... მეუფე ზოსიმე მაშინ არ დაუსჯიათ. უბრალოდ, სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. საერთოდ უნდა წასულიყო, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა,“ - უთხრა დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ „მთავარს“.

    ცნობისთვის: მღვდელმა გიორგი სხილაძემ 1988 წლით დათარიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც სემინარიის მაშინდელი სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსულურ თავდასხმაზეა საუბარი.

    ამასთან, ამ თემაზე „ჰოთნიუსი“ კომენტარების მოპოვებას საპატრიარქოში შეეცადა, თუმცა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

     

     

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ხელისუფლებას და ოპოზიციას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს:

    „ინსტიტუცია რომელიც:
    1. რომელიც მიზანმიმართულად ახდენს მტერი სახელმწიფოს იდეოლოგიური დოქტრინის რეალიზებას;
    2. ჰიბრიდულ ომში ჩართულია მოწინააღმდეგე ძალის მხარეს და ცდილობს სახელმწიფოს დამარცხებას ტოტალური ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირებით;
    3. ახდევინებს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებულ ზარალს, რომლის ოდენობა დათვლილიც კი არ არის;
    4. უხეშად ერევა სახელმწიფო პოლიტიკაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხელისუფლებების ცვლილების პროცესში;
    5. წინააღმდეგობას უწევს ევროინტეგრაციის პროცესს, რომლის მთავარი წახნაგები ჯერ კიდევ გრიგილ ხანძთელმა ჩამოაყალიბა დოქტრინად და ცდილობს, განსაზღვროს ანტიდისკრიმინაციული კანონის მთავარი პოსტულატები, რაც სრულად არის აცდენილი ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ სწავლებას;
    6. აიძულებს ხელისუფლებას კონსტიტუცია დაწეროს ისე, როგორც მას სურს;
    7. საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლობისა და სარგებლის არ არსებობის შემთხვევაში, უპირისპირდება კონცეპტუალურ და სტრტეგიულ ეკონომიკურ პროექტებს;
    8. ცდილობს განსაზღვროს სახელმწიფოს კულტურული და სახელოვნებო განვითარების ტენდენციები;
    9. აწესებს ახლადგამოგონილ დღესასწაულებს საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის;
    10. გმობს და დევნის საზოგადოებრივ ჯგუფებს იმ ცოდვისთვის, რომლის არსებობა მისსავე წიაღშიც არ არის გამორიცხული;
    11. ყოველ 17 მაისს აშანტაჟებს სახელმწიფოს და ხელისუფლებას;
    12. სალოსის წმინდანად შერაცხვასაც სახელმწიფოს გამოწვევად აქცევს;
    13. ითრევს ხელისუფლებას ე.წ. "ციანიდის სკანდალში" და ახერხებს მის დისკრედიტაციას;
    14. მის წიაღში ასულდგმულებს, კვებავს და აფინანსებს ბნელ და რეაქციულ, ლამის გასამხედროვებულ და ამავდროულად იდეოლოგიზირებულ ძალებს;
    და ასე შემდეგ, რატომ უნდა იყოს რომელიმე ხელისუფლების ან/და პოლიტიკური ძალის გუნდრუკის კმევის საგანი?
    ვაფრთხილებ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ღიად და საჯაროდ: შეეშვით ფლირტს საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან.
    ამ წუთას ეკლესიაში მიმდინარეობს ბნელი და რეაქციული ძალების კონსოლიდაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ - რაც ნიშნავს ამ ძალების კონსოლიდაციას ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების და თვით ეკლესიის წიაღში არსებული პროქართული ძალების გასანადგურებლად (ამ უკანასკნელი მოსაზრების დამადასტურებელ ბმულს დავდებ ქვემოთ, კომენტარებში). ყველანი, ვინც დღეს ამ ინსტიტუციასთან გარიგებას ცდილობთ, ამ ძალებს აძლიერებთ.
    (ისე, როგორ ხდება რომ ვერა-ვაკე საკუთარი "გვარიშვილობით" კვლავ მომავალი კომფორტის ზონას ქმნის და მისი "ღირსეული" წარმომადგენლები კარდაკარ დარბიან რუსული იდეოლოგიის რეალიზატორი მოსაყდრის გასაპატრიარქებლად, ტექსტით _ ჩვენებურია და ხომ იასნია, კარგი ტიპია!)
    ვიმეორებ - ხელისუფლების და ოპოზიციის გარყვნილად ფარისეველი ნაწილი, რომელიც ახლა საპატრიარქოს ეფლირტავება და მის მიმართ საჯარო სენტიმენტებს და პიიტიტს გამოხატავს ამ სიბნელესთან ერთად დასრულდება. ასე მოუვა ყველა შემდგომ ხელისუფლებას და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დემოკრატიის შირმას ამოფარებული ცდილობს საქართველოს მოსახლეობა რეალურად ფეოდალურ სახელმწიფოში აცხოვროს.
    (რატომ დავინახე მმკ-ს განცხადებასა და ცალკეული საერო, საჯარო პირების განცხადებებს შორის უნისონი?)
    შეუძლოა ეკლესიას მოაგვაროს საკუთარი პრობლემები საკუთარ წიაღში? - მოაგვაროს! და ნუ მისცემთ მას საშუალებას, საკუთარი შურისძიება და დღის წესრიგი სახელმწიფოზე გაავრცელოს.
    დაგვასვენეთ თქვენი ვნებებისგან, დაგვასვენეთ!“

    „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილმა ზუსტად გაიგო, რომ ის ძალაუფლება, რომელიც 2013, 2014 და 2015-ში ჰქონდა, აღარ ჰქონდა.  ამიტომ მას მოუწია თხოვნა. ამ თხოვნას მოსახლეობა დაჰყვა და მხარი დაუჭირა, მაგრამ თხოვნა შეიძლება დააკმაყოფილო ერთხელ. დღეს უკვე, პირდაპირ თუ  ირიბად, ივანიშვილი თავად აღიარებს, რომ არ გამოუვიდა არაფერი,“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

    მისივე თქმით, მივიღეთ  პრეზიდენტი, რომელიც თითქმის ყოველ დღე  გვაოცებს და ქვეყანას, მის სტაბილურობას ძალიან ბევრ ხიფათს უქმნის,

    „მივიღეთ ხალხთან დაპირისპირებული პრემიერი; მივიღეთ მინისტრები, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ ქვეყნის მაშტაბით და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები არიან და მივიღეთ  მოსახლეობასთან, პრაქტიკულად, დაშორებული ბიძინა ივანიშვილი.

    მოკლედ, ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ „ვალიც დააბრუნა“ და „ქველმოქმედებაც“ გაიღო, შესაბამისად  ანგარიშიც გასწორებული და გათანაბრებულია, მაგრამ  2020 წელიც უკვე ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი. რადგან ივანიშვილი მაინც  იმ პოლიტიკოსებზე დებს ფსონებს, რომლებიც მის გარშემო არიან, ვურჩევდი, ჯობია, წაგებით გაუშვას ეს ადამიანები და აცალონ მათ, ვინც ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებს.

    ამას გარდა, ადამიანები, რომლებიც ორ ვადაზე მეტ ხანს ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩენას, უბრალოდ, ცვდებიან და მათ ახლის შეთავაზების პოტენციალი აღარ გააჩნიათ. არადა, ქვეყნის განვითარებას  ყოველთვის სჭირდება ახალი ძალა  და ძალიან დიდი ხიფათი არსებობს, რომ თუ  2020 წელს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები,  კიდევ ერთხელ გავიაროთ ის, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

    მეუფე პეტრეს ჭყონდიდიდან წამოსვლის შემდეგ, ორი ძაღლი - აზიური ნაგაზი „ბასარა“ და ინგლისური ბულდოგი „ლორდი“ მთელი ღამე ყმუოდა. ამიტომ, ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგილმა, როგორც დედაოები ამბობენ, მოითხოვა, რომ ცხოველები რეზიდენციიდან გაეყვანათ. არსებული ინფორმაციით, ძაღლები ჟურნალისტებმა წაიყვანეს.

    საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე აღარ არის.

    „კიდევ ერთხელ განვმარტავ იურიდიული განათლების არმქონე და კანონიკური სამართლის არმცოდნე პირთათვის, რომ სინოდის განჩინებით
    მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე არ არის მღვდელმთავარი(მეუფე) პეტრე,

    ვინაიდან იგი დღეის მდგომარეობით არის ბერი(მონოზონი) პეტრე, ხოლო მოციქულთა 55-ე კანონის სრულად ამოქმედებით იგი არ იქნება ეკლესიის წევრი და იწოდება საქართველოს მოქალაქე პაატა ცაავად.

    P.S. საქართველოს საეკლესიო კანონმდებლობით დაუშვებელია სინოდის წევრი არ იყოს მღვდელმთავარი (მეუფე), ისევე როგორც სინოდის წევრობიდან დაყენება (განთავისუფლება) ამავე კანონმდებლობით იწვევს მღვდელმთავრის ხარისხის ჩამორთმევას.
    კარგად წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სინოდის განჩინება და ჩვენი კანონმდებლობა...“ - წერს ქარჩავა სოციალურ ქსელში. 

    თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილი ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერას მრევლი და „ქართული მარში“ გააპროტესტებს. ფილკი ქართველი გეი წყვილის სიყვარულზეა. ამ თემაზე ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და სოციალურ ქსელში წერს:

    „8,9 და 10 ნოემბერს დიდი ტაბურეტკობაა.
    „და ჩვენ ვიცეკვებთ"-ფილმის ჩვენებას ეკლესია,მრევლი და ქართული მარში ერთად გააპროტესტებს!“

    ჟურნალისტი ციცი გურიელი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს

    „ამაღამ ბოლო ღამეა შენი სახლში ყოფნის, დედა!
    ხვალ სამუდამო სამკვიდრებელში გადაინაცვლებს შენი ანგელოზებრივი სული, ჩემო პატარა და დიდო ვაჟკაცო, დედას სიხარულო, ტკივილო გაუნელებელო, ჩემო მუდმივო მონატრებავ,თალხისფერო სევდავ და დედაშენის იმედო!!!
    ---იქაურობიდან დამლოცველო და მპატრონებელო, არ დავღონდები დედი, შენ ხომ იისფერი მზით გაბრწყინებული დაფრინავ ანგელოზებთან ერთად, ბედნიერი იქნება დედაშენი, ვიცი, რომ დასვენებული და უტკივილო ხარ დედი, ყველაფერს ხედავ და ესაუბრები უფალს...ხელი ჩასჭიდე, კალთაზე ჩამოეკიდე---გიპატრონებს და მოგეფერება, ყველა ტკივილს დაგავიწყებს და მანდედან ჩემზე ლოცვას გასწავლის!
    -----ხვალ ორმოცი დღე სრულდება ჯვართამაღლებიდან დედი!!!
    ----ხვალ სახლიდან მიდიხარ სამუდამოდ, მაგრამ არა დედაშენის გულიდან!!!
    -----სამუდამო სასუფეველში სულ ნათელი და ლოცვიანი გზებით გევლოს დედი, გოგილო! მე კი მოთმინებით დაველოდები ჩემ რიგს, როდის ჩამოირეკება მანდაურობისკენ---შენსკენ მომავალი საჩემო ზარები, მანამდე კი შეიბრალე დედაშენი, ნუ გაასრესინებ უსაშველო მონატრებას და სიზმრად დამენახე ხოლმე, ჩემო ანგელოზო, ისე კი იცოდე---სულ ერთად ვიქნებით, სულ ჩემთან იქნები, უშენოდ არასოდეს ვიქნები დედი, არასოდეს!!!“
    ----გემშვიდობები ჩემო ტკბილო და განსაკუთრებულო შვილო და გთხოოვ---მაპატიე თუ რამე გაწყენინე დე, ჰოდა გულში გიხუტებ და გემშვიდობები შეხვედრამდე დეეეე!!!
    ------მიყვარხარ , დეეე!!!

    მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს მბებს ეხმაურება:

    „როდესაც ტაძარში სიწმინდის საძიებლად მივედი მხოლოდ ერთადერთი მიზანი მქონდა, გადამერჩინა საკუთარი თავი და არ მეფიქრა სხვის ცოდვებზე. ხმალამოღებული ვიცავდი ცოდვაში მხილებულ სასულიერო პირებს და ლამის ,,ძროხაც" კი წმინდანი მეგონა. გავიდა დრო, სწავლა დავიწყე სემინარიაში სადაც ვნახე სიბინძურის ნიაღვარი, რაც მანამდე თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. გადავიარე მრავალი ბრძოლა საკუთარ თავთან და სხვებთან იმის დასამტკიცებლად, რომ სიყვარული და სამართლიანობა უმთავრესია. ბავშობიდან ვერ ვეგუებოდი სიყალბეს, სიცრუეს, ავანტიურასა და მლიქვნელებს. მიყვარდა დაჩაგრულთა და დაწუნებულთაბგვერდით დგომა. არასდროს ყოფილა ქვეყნიური სიმეთე პრიორიტეტი და ეს ჩემი ბიოგრაფიიდანაც ადვილი დასანახია. ყველა სახის სოციალური ,,ცხოველი" მინახავს, რელიგიურიცა და პოლიტიკურიც. ქვეყანა წალეკა სიცრუის ჟინით შეპყრობილმა ადამიანებმა. რაც ამ ბოლო წლებში ვნახე და ვიწვნიე მან ბევრად მოტივირებული გამხადა და უფლის სიყვარულში გამაძლიერა. ვხედავ ადამიანებს, ღმერთი არ სწამთ და ამტკიცებენ, ბარაბა ქრისტეაო და ცოდვაში მცხოვრები წმინდანიო. ზოგი ამბობს ,,დაგვიმტკიცოსო" მეუფე პეტრემ, რასაც ისედაც ითხოვდა მისი მეუფება სინოდზე. გულის სიღრმეში ყველა ხალისობს ,,ეს რა კარგი ამბავიაო", გარეგნულად კი ფარისევლურ იერს ინარჩუნებენ ის ადამიანი, ვინც ცოდვაში მყოფის წმინდანობას ამტკიცებენ. სინანული დიდი იარაღია და ვიმედოვნებ, უფრო დაკონკრეტებული ნაბიჯების გადადგმა არ მოგვიწევს იმისათვის, რომ ფარდა თავისთავად ჩამოიხსნას. რკინის ფარდა ჩამოიხსნა და ,,რბილი" ფარდის მიღმა ჩრდილებმა ისედაც გვიჩვენეს ცოდვის ,,ხელოვნება". ძლიერი სუნი წლებია, გვაწუხებს.“

    Please publish modules in offcanvas position.