notnews ganivi3 

    HOTnews

    პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩია რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს.
    „თქვენ რომ ჯარიდან ადამიანებს ათავისუფლებთ, ეს ზეპირსიტყვიერებით არის, თუ რაიმე ცნობას გაძლევთ სახელმწიფო… დედა რუსკა არის თუ მამა იაგო, თქვენ საბუთი უნდა მოგცეთ სახელმწიფომ, მიპასუხეთ, ვინ გაძლევთ სამართლებრივად საბუთს, რომ თქვენ გაათავისუფლოთ ადამიანები ჯარიდან… თქვენი ვალდებულებაა, ოპოზიციაში, კობახიძის დავალებით, პირველი უნდა დაგეშანტაჟებინათ გიორგი ვაშაძე, რადგან მისი შესვლა პარლამენტში ძალიან მნიშვნელიოვანი იყო, მე როგორც „კანონი და სამართლის! ხელმძღვანელი ბოლომდე მივყვები ამ საქმეს… თუ ამ საბუთს დადებს, მაშინ ჩვენ არ გვექნება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ის არის ნამდვილი იარაღი რუსული უშიშროებისა, რომელსაც კობახიძე მართავს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „მთავარის“ ეთერში.

    ქრისტინე და იოანე ბაგრატიონები პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარა ბაგრატი დღეს დაიბადა. წყვილმა ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
    „დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი. გილოცავთ ყველას ნათლისღებას!“, – წერს ხუან ბაგრატიონი.

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირისპირდება და სოცლაურ ქსელში წერს:
    „გაუთავდა აშკარად გია ხუხაშვილს 2012-ში ბიძინასგან მიცემული მილიონი. ეძებს კაცი ახალ მეწველს. ნამდვილად საშინელებაა,რომ ქვეყნის ე.წ პოლიტ-ექსპერტებს თავის ინტელექტი დახლზე აქვთ შემოდებული. როგორც კი პირს გააღებენ მაშინვე ხვდები ვინ აფინანსებს, ან ვის გატყავებას აპირებენ“, – წერს ნათელაშვილი.

    „უცნობის“ სკანდალური აღიარება - იპოდრომის ცნობილია აქცია სააკაშვილთან გარიგებით დაიშალა

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 22 და 27 წლის მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
    სააგენტოს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც 27 წლის კაცმა მასპინძელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
    „დაჭრილი სტუმრად იყო ამ ბიჭთან, შეიძლება ნასვამიც მივიდა. მერე რაღაცა მოხდა. თავის სახლში სტუმარმა დედა შეაგინა. მერე გარეთ გამოსულან და გარეთ მოხდა დაჭრა”,- აცხადებენ ადგილობრივები.
    დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    „ქვეყანაზე მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში წყლის კურთხევის რიტუალის დაწყებამდე განაცხადა.
    წყლის კურთხების რიტუალი სამების ტძრის ეზოში ჩატარდა.
    „ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.
    ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
    „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი“,- აღნიშნა პატრიარქმა.
    დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელსი წერს:
    „როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად ჩარაზულ ქვეყანაზე. ბავშვები დარჩნენ განათლების გარეშე! ამათი რეგულაციები უკვე კაპრიზებს გავს! არ მოვიდა დრო, ხმა ამოვიღოთ?!“

    ქუთაისში მუშა გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „სოციალური მედია“ ავრცელებს

    „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    „სულ მალე – სრულფასოვანი ტელეკომპანია “გეორგია”. ის უკვე არის ყველა საკაბელო არხზე (ჯერ სხვა სახელით), ასევე სატელიტზე და ჩვეულებრივი ანტენებით იქნება შესაძლებელი ყურება – 24-საათიანი მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები, ყოველ საათში საინფორმაციო გამოშვება და ყოველდღე პოლიტიკური ტოქ-შოუები. იქნება გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში – ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის “ტაბულა” ცოფებს ყრის უკვე და ეს კარგია“, – წერს ბრეგაძე.

    დაკავებულია გასულ წელს, ფოთში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ ზაზა გვასალია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიტაიმი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია 2020 წლის 2 ივლისს 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას სასტიკ მკვლელობაზე, რომელიც კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცა, ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემა, შემდეგ კი ნაგავსაყრელზე დატოვა.
    დაჯგუფების წევრები მოგვიანებით ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაჟა ტყებუჩავას მამასაც, რომელიც გატაცებულ შვილს ეძებდა. ამ მიზნით, ის მივიდა ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ჯუმბერ ბაირამიდის მშობლების სახლში, ვინაიდან იცოდა, რომ მის შვილს სწორედ ბაირამიდის გარემოცვის წევრები ემუქრებოდნენ. შვილის მოსაკითხად მისულ მამას კი ბაირამიდის დაჯგუფების წევრები ასევე სასტიკად გაუსწორდნენ.
    თავად ვაჟა ტყებუჩავა ფოთის ნაგავსაყრელზე ადგილობრივებმა მძიმე დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
    სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით ბრალი რამდენიმე პირს წარუდგინეს, მათ შორის ოთხი მაშინვე დააკავეს, ზაზა გვასალია კი, რომელიც ამ დრომდე იმალებოდა, ქარელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
    სასტიკი მკვლელობის მიზეზი „კანონიერი ქურდების“ ორ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ, რომელიც ერთ მხარეს ჯუმბერ ბაირამიდი, მეტსახელად „ბონჩო“, მეორე მხარეს რუსლან გუგუნავა დგას.
    მოკლული ვაჟა ტყებუჩავა ახლახანს დაკავებული ზაზა გვასალიას ბავშვობის მეგობარი გახლდათ. მათ შორის კონფლიქტი მას შმდეგ გამწვავდა, რაც ტყებუჩავას მოსთხოვეს, რომ შეეწყვიტა ურთიერთობა რუსლან გუგუნავას გარემოცვის წარმომადგენლებთან.
    „პრაიმტაიმი“

    Please publish modules in offcanvas position.