notnews ganivi3 

    მარიამ ახალაია

    მარიამ ახალაია

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 14 ივლისის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით 3.0624 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0010-ით გამყარდა.

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.4673 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.4593 ლარი იყო.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.8568 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.8617 ლარი იყო.

    ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა. ინფორმაციის ამის შესახებ, „პრაიმტაიმი“ ავრცელებს, რომელიც ჟურნალისტს დაუკავშირდა.

    - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხარით, მართალია?

    - ეს იყო მათი მხრიდან შემოთავაზება და წინადადება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო უარი.

    პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ჯგუფური ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

    "რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქ.გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქ.გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    ასევე, 2020 წლის 4 ივლისს, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეებმა, სხვა პირებთან ერთად, რკინის ხელკეტებითა და პლასტმასის ჯოხებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს ცენტრში მდებარე ს.გ.-ს კუთვნილი კაფე დაარბიეს, ხოლო ს.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს.

    აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მცხოვრებლები: ს.ვ., ე.ი., ჯ.გ., კ.ს. და ა.ი., სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ სოფელ ვახტანგისის მკვიდრის მ.ჯ-ს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც დააზიანეს და შემდეგ ამოატრიალეს.

    სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე 8 პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

    პროკურატურამ მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ხულიგნობა) წარუდგინა.

    ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ბოლო რამდენიმე წელია, ლიზა ქისტაური ბელგიაში ცხოვრობს, თუმცა მალე აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

    რა გეგმები აქვს მას და როგორ გააგრძელებს სამშობლოში ცხოვრებას, ამას მისგან ჟურნალ "თბილისელებისგან" შეიტყობთ.

    დედა, დაახლოებით, ოცი წელია, ბელგიაში ცხოვრობს. 2011 წელს ჩამოვედით მე და მამა პირველად მასთან, მაშინ დედა რვა წლის უნახავი მყავდა. ამის შემდეგ კიდევ სამჯერ ჩამოვედი. მინდოდა, აქ დავრჩენილიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ერთ წელზე მეტი ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს რომ ჩამოვედი, დავრჩი და უკვე მესამე წელია, ბელგიაში ვარ. აქ შეყვარებული მყავს და იმიტომ, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ისევ ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი. მაგრამ ახლა შეყვარებულთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვამთავრებ და გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში დაბრუნება, რადგან ჩემი გეგმები მანდ ყოფნას მოითხოვს.

    ბოლოს შეყვარებულის გამო წახვედი თუ ეს ურთიერთობა ჩასვლის შემდეგ გაჩნდა?

    ზუსტად ვიცოდი, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჩემი არ იყო და არც სერიოზული ურთიერთობები მაინტერესებდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, გავიცანი ჩემი ახლანდელი შეყვარებული და უკვე მესამე წელია, ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ მასთან უკვე ყველაფერი ამოვწურე. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მივიღე და გავეცი. მე ვთვლი, რომ ადამიანები საბოლოოდ მაინც ინდივიდებად ვრჩებით, მით უმეტეს, ჩემს შემთხვევაში, როცა ვერც შვილი მეყოლება და ვერც ჯვარს დავიწერ, ურთიერთობას მეტი პერსპექტივა არ აქვს. თუ ოჯახი შვილის ყოლას არ უკავშირდება, ვფიქრობ, ჯვრისწერასა და ქორწინებას აზრი არ აქვს. ამიტომ, ახლა ეს ურთიერთობა უნდა დავასრულო და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდე.

    ახლანდელ ურთიერთობაზე რა მიზეზითაც აპირებ წერტილის დასმას, ის მომავალშიც არ შეიცვლება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებზე უარი უნდა თქვა?

    რა თქმა უნდა, არა. შვილის ყოლაც შესაძლებელია, შემიძლია, ავიყვანო ან სუროგატ დედას გავაჩენინო, მაგრამ ეს ჩემს ახლანდელ გეგმებში არ შედის. არც სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ოჯახი და შვილი უნდა მყავდეს. მე ჯერ არ ვარ სრულყოფილად შემდგარი ადამიანი როგორც შინაგანად, ისე ფიზიკურად და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიმუშაო. ახლა შეყვარებულის გამო აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებს. საქართველოში კლუბში ძალიან ხშირად დავდიოდი, მთელი კვირა გართობასთან, დალევასთან და მეგობრებთან ასოცირდებოდა. ახლა საერთოდ აღარ მაქვს ამის სურვილი და მთელი ჩემი ფიქრებით მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან ვარ. ამხელა ცვლილება ორივეს ცხოვრებაში ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც ხალხისგან ცუდი მიგრძნია, ოდნავადაც ვერ მივა იმ სტრესთან, რაც ამ ურთიერთობისგან მივიღე. არც ვიცოდი, თუ ასეთი ძლიერი გრძნობა არსებობდა. ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს ეს სიყვარული. იმდენად შემიყვარდა ეს ადამიანი, რომ ჩემი თავი დამავიწყდა და რადგან მისთვის ასეთი ვარ მისაღები, საკუთარი თავის განვითარება „დასტოპებული“ მაქვს, რაც აუცილებლად უნდა შევცვალო" - ამბობს ქისტაური.

    ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში, ბებიის შესახებ ემოციური პოსტს აქვეყნებს.

    შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დედის დაღუპვის ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა.

    "რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო, როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.

    მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.

    ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.

    ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.

    პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს- რამიშვილის 35 ბ. 12 სართულიხ .

    ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს" - წერს მარიამ გეგუჩაძე.

    პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

    "თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

    გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ. სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

    პროკურატურამ გ.კ. -ს და ს.ქ.- ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. დ.ჟ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, დ.ძ.-ს და დ.კ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ბ.-ს 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

    ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება ვ.კ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ჟურნალისტი და წამყვანი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმზე ახალ დეტალებზე წერს, რომელიც დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და გიორგი ქათამაძის კავშირს ასახავს.

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

    გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

    გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიარეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ. დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით:

    15 ივლისი - ბარსელონა,

    17 ივლისი - რომი,

    22 ივლისი - პარიზი,

    28 ივლისი - ათენი.

    აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

    დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

    ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 219 პირი.

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი 22 წლის ბიჭი დანით დაჭრეს.

    შემთხვევის შედეგად დაჭრილი ახლალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილი, რომლებიც მდგომარეობა სტაბილურია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

    პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს წერს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”- წერს ჩხენკელი.

    აღსანიშნავია, რომ ლია ჩხენკელის გვერდი სოციალურ ქსელში ამ ეტაპზე აღარ იძებნება. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ „ლია ჩხენკელი“ ჩვეულებრივი ტროლი იყო, რომელსაც პროფესიის გრაფაში „პედაგოგი“ ჰქონდა მითითებული.




    Please publish modules in offcanvas position.