notnews ganivi3 

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მისი მეუღლის ფოტოს  ავრცელბს და დაბადების დღეს ულოცავს.

    „ცოტნე 44.ისევ ბრძოლაში, მაგრამ ოპტიმისტურად HB“ 

    გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, იდუმალ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის „შეყვარებულთან“ ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.

    „როიტერის“ ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი. 

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

    ვიდეო: რადიო თავისუფლება

    თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მიკედლებულმა ძაღლმა ბავშვს კბილი გაკრა, რის გამოც ის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მერიის თავშესაფარში გადაიყვანეს.

     „3 აგვისტოს საღამოს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც წლებია მიკედლებულია კასტრირებული ძაღლი სახელად ჟორიკა, ინციდენტი მოხდა. პატარა გოგონა, სავარაუდოდ მამასთან ერთად მოძრაობდა მაღაზიის წინ. გოგონა მივიდა ძაღლთან მოფერების მიზნით, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და კბილი გაკრა. საბედნიეროდ გოგონამ მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ დიდი სტრესი და შიში. ჟორიკას საქციელს გამართლება არ აქვს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილო განაჩენისთვის ძალიან ცოდოა.  ძაღლი გადაყვანილია ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში და ელოდება განაჩენს. აქვე გთავაზობთ სათვალთვალო კამერის ამონაწერს, სადაც ეს ინციდენტი კარგად ჩანს.“ - აღნიშნულია თავშესაფრის განცხადებაში.

     

    ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, განმუხურის გადასახვევთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

    ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამი პირი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

    primetime

     

    შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

    „სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“ - აცხადებენ შსს-ში.

    რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ.

    ხვალ, 5 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის, ცაიშის, ქვალონის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

    10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასკანის, ბეთლემის, გომის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ჯვარედინის, თონეთის, ჰოვანეს თუმანიანის, ჩხეიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ბესარიონ ჟღენტის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის და ჩარხის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების I, II მიკრორაიონების, პოლიციის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, ენუქიძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრვი), შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

    "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

    შარვაშიძის გარდა, არჩევნებში ცირა ბარამიძეც მონაწილეობდა.

    ბუსა ჟვანიას ადვოკატი სასამართლოს 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ჟვანიას სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.

    ბრალდების მხარე კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

    სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და სად, უპასუხა, რომ „ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს“.

    Please publish modules in offcanvas position.