notnews ganivi3 

    Hotnews

    სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ, 28 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, სულაქველიძის, დავითაიას, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ხელოვანთა, ვალერი უტიაშვილის, შალვა მშველიძის, ხომერიკის, მთისძირის, გეზათის, თოლენჯის, ტვიშის, ყვარლის, იოსებ რატილის, მესხეთის, ამირეჯიბის და წალენჯიხის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის და მუსხელისვილის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის, გურამ თიკანაძის და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის V, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ფარსმან ქველის, გრაფ შულენბურგის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, ნიკო კეცხოველის, მარინა ტაბატაძის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანოის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ), გოგიბერიძის, ტყვიავის, ნეკრასოვის, თვალჭრელიძის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, სულიაშვილის, მარჯანიშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქა-ავშნიანის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ქსნის, ფეიქართა და არბოს ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრიწის, გოძიაშვილის, თოფურიძე ვალენტინის, ირაკლი ფარჯიანის, არზაყან ემხვარის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

    „ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

    პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, რასაც მოყვა ფილმის "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" ჩვენება.

    მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ პეტიციას, "აღიარე გენოციდი აფხაზეთში".

    მსვლელობა რუსთაველის ძეგლის ტერიტორიიდან დაიწყო.

    ფსევდორეფერენდუმებისთვის ევროკავშირის საპასუხო სანქციები რუსეთის ეკონომიკას უნდა ურტყამდნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

    “საკმარისი არ იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ეკონომიკური ზომებით შემოვიფარგლოთ. საჭიროა უკიდურესად სერიოზულად, ეფექტური რეაქცია კონკრეტული რაღაცებით, რაც დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რაც უფრო რბილი იქნება რეაქცია ე.წ. რეფერენდუმებზე - მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთის ფედერაციას მომავალში მოახდინოს ესკალაცია და ტერიტორიებიც ანექსირება”, - განაცხადა კულებამ.

    მისი თქმით სანქციების მერვე პაკეტში ნათელი გახდება რამდენად სერიოზულად უდგება ევროკავშირი ე.წ. “რეფერენდუმების” პრობლემას.

    “ჩვენ ჩვენი მოლოდინები პარტნიორებს ყველა დონეზე გადავეცით და ახლა ევროკავშირში უკვე გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება… შემიძლია გავიმეორო ის, რაც ვუთხარი ჩემს კოლეგებს ნიუ-იორკში - რომ ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები”, - აღნიშნა კულებამ.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს არანაირი გავლენა არ ექნება უკრაინის პოლიტიკაზე, დიპლომატიასა და ქმედებებზე.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8385 ლარი ეღირება, ევრო – 2.7349 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0693 ლარი.

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.

    „პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას, რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

    შეხევედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.

    ცენტრის ინფორმაციით, 5.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა.

    ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
    მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

     

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
    ვახტანგ გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს.
    ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

    მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ.

    მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

    საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

    17 სექტემბერს 6986 - 7406
    18 სექტემბერს 6606 - 6743
    19 სექტემბერს 6411 - 6782
    20 სექტემბერს 5603 - 6199
    21 სექტემბერს 6402 - 6011
    22 სექტემბერს 6150 - 6050
    23 სექტემბერს 9307 - 6214
    24სექტემბერს 9330 - 6249
    25 სექტემბერს 11 143 - 5519
    26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.

    რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.

    ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.

    სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

    ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება. შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით.

    როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.

    უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.

    სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.