notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ალტენატივა არ აქვს:

    „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, რომ ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დავსხდებით. ამის გარანტია არის მათ შორის ისეთი პერსონა, როგორიც შარლ მიშელია. ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან როცა მოლაპარაკებაზე მხარეები სხდებიან, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ. ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ და მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს“

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021". ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
     
    ნინო ცაციაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალთა უფლებების დაცვა და ქალების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვა, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
    მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქალთა უფლებებს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს უკავშირდება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლებების სერიოზულ დარღვევას.
    ნინო ცაციაშვილმა ამ მხრივ პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებსა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს როლზეც და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ უნდა შეძლოს და ეფექტიანად მოახდინოს ქალთა უფლებების დაცვა.
    მინისტრის მოადგილემ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა სამართალდამცველთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, ამ მიზნით ჩატარებულ და მიმდინარე სწავლებებზე.
    ნინო ცაციაშვილმა ​ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცველმა სისტემამ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.

    პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულოცეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

    დღეს ჟურნალისტი ნათია ბანძელაძის დაბადების დღეა. მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გარდაცვლილ ქმარს, გიორგი გოგიჩაიშვილს ეძღვნება:

     „ნაოჭები უბრალოდ უნდა მიუთითებდეს სად იყო ღიმილი“ ღიმილი და სიყვარულიც იმან მასწავლა ვინც ეს ღარები დამიმძიმა, მან მაჩუქა ის რის გამოც მისივე ნაჩუქარ ფრთებს ვშლი და მასთან ერთად ვაგრძელებ ფრენას, ფრენას რომელიც მან მასწავლა…

     გიყვარდეს, ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ასე ვაგრძელებ გზას და ფრენას, ისევ მისი სიყვარულით, მისი ხედვით, ფასეულობებით რომელიც სიკეთეს აერთიანებს…

     წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ იმ კარგი ადამიანების მისაკუთრებაც ვინც ასე გვაძლიერებს წლები… რომ მოვიხედე ბევრნი ხართ, მაგრამ უფრო მეტი და მეტი მინდა იყოთ…

     რომ დავეცემი, ერთად წამოვდგეთ, რომ ავფრინდები ერთად ვიფრინოთ… ტკივილსაც მოვლა და პატივისცემა უნდა და არანაკლებ სიყვარულისა, ეს მოგონებები კიდევ უფრო მაძლიერებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს გაუნელებელ სურვილს რომ დიდხანს ვატარო ეს გრძნობა მისივე სიყვარულისთვის ..მარტო არ ვარ გიო, ისევ ყველანი ერთად ვართ!!! უბრალოდ დღეს ტოლები გავხდით”, 

    გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დრევანდელ დღესასწაულს, ქალების დღეს, ეხმაურება:
     
    კაცებო, გილოცავთ 8 მარტს!
    გილოცავთ არამხოლოდ იმიტომ, რომ “ქალების გარეშე აბა ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვს” და ბლა-ბლა-ბლა. ეს ისედაც ზეპირად ვიცით – სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე.
    ფარისევლობა კი კარგად გვეხერხება. ეს ნაწერიც ალბათ ფარისევლური უფროა. იმიტომ, რომ მეც უამრავჯერ დამიშავებია მათთან. მერე რა, რომ უმეტესად ვერც კი ვხვდებოდი – შეიძლება გული ტკენოდათ. გვიან კი, მაგრამ მაშინ ვერ. ალბათ ცოდვილთა შორის უარესი არ ვარ, მაგრამ მეც იმ ზღვაში ვტივტივებდი, სადაც ჩვენ, კაცები, უფრო შორს ვცურავდით და ქალები ნაპირისკენ.
    აი, თუნდაც იმ ბნელ, შორიახლო წლებში, ხან მაინც ხომ გვახსოვს, რომ ჩვენ ქალებმა გადაგვარჩინეს. უმეტესი ან ვყაჩაღობდით, ან გვეძინა, ან მთვრალ-გაჩხერილი ქუჩაში ვბარბაცებდით – ისინი ბენზინს ყიდდნენ და პურს აცხობდნენ. სტუმარი რომ მოდიოდა, ,,ქუხნაში” იდგნენ. მხოლოდ სადღეგრძელოზე დავუძახებდით, მაგიდის კუთხესთან დავსვამდით.
    ვაჟკაცობა სიმართლის თქმა უფრო მგონია. და ეს სიმართლეც ნახევარსიმართლეა, რადგან ადამიანებს არათუ სახალხოდ ლაპარაკი გვეძნელება, აღსარებაშიც კი არ ვაღებთ ყველა ოთახს. მეც, შენც და ისიც. ამ ოთახების გაღება არც არის ახლა უმთავრესი. მთავარი მომავალია. და ეს მომავალი გვკარნახობს, რომ ყოფილმა ქმარმა კვირაში ორი ცოლი არ უნდა მოკლას. კვირაში კი არა, საერთოდ არ უნდა მოკლას. მოკლას კი არა, საერთოდ არ უნდა იძალადოს. იძალადოს კი არა… და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ მოკლავს ან იძალადებს, ჩვენ, კაცებმა უნდა ამოვიღოთ პირველ რიგში ხმა.
    ეს დღე, ცხადია, პატარა ნინის ეძღვნება. იმ გაუგონარი, მრავალმხრივი სისასტიკის მსხვერპლს. ყრუ სისასტიკის, რომელსაც ახლა მაინც, ხმა უნდა გავაგონოთ.
    ამიტომაც, კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! ანუ ჩემს თავსაც ვულოცავ – გამოფხიზლების სურვილით!

    ბათუმში ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რომლის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

    საცხოვრებელ სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად სამი მოქალაქე ამოიყვანეს . 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.
     
    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
     
    პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.
     
    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
     
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
    პარტია „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
     
    გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.
    ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული.
    ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.
    მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ.

    შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, განაცხადა, რომ შესაძლოა რეგულაციები შაბათ-კვირას მოიხსნას. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო  გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს:

    „თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება”

     

     

    ცოტა ხნის წინ, თელავში, გოშაძის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

    ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია.

    Please publish modules in offcanvas position.