ბათუმში ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რომლის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
საცხოვრებელ სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად სამი მოქალაქე ამოიყვანეს .
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, განაცხადა, რომ შესაძლოა რეგულაციები შაბათ-კვირას მოიხსნას. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს:
„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება”
ცოტა ხნის წინ, თელავში, გოშაძის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ისაუბრა.
როგორც მეუფემ განმარტა, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს.
მეუფე სტეფანემ ყურადღება ასევე ყოფილ მიტროპოლიტზე მეუფე პეტრეზე გაამახვილა და თქვა, რომ მას პატრიარქის მიმართ ბრალდებების არავითარი წერილობითი მასალა არ წარუდგენია, რასაც საეკლესიო სამართალი მოითხოვს და შესაბამისად, მიტროპოლიტის შეფასებით, ეს მხოლოდ ჭორაობა და ცილისწამებაა, რის გამოც მეუფე პეტრე დაისაჯა კიდეც.
რაც შეეხება მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებს, მეუფე სტეფანე განმარტავს, რომ მათ წირვაზე დასწრება ან ზიარება არ ეკრძალებათ. ამასთან, მეუფე დიაკვნებს მონანიებისკენ მოუწოდებს და სხვა საეკლესიო მსახურებს მიმართავს, რომ საეკლესიო და ასევე, ეპარქიის წესებს დაემორჩილონ.
„რუსთავი 2“
საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი ხვალიდან, 8 მარტიდან იწყება.
კერძოდ, ხვალიდან ანუ 8 მარტიდან შეზღუდვები შემსუბუქდება შემდეგი მიმართულებით:
შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება:
1 აპრილიდან
შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება.
7 მარტს ძირითადად საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:
„7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“
„ტვ პირველის“ ეთერში გავრცელდა 13 წლის გოგონას დედასთან ინტერვიუ, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა. მისი თქმით, გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ მამკაცისთვის ჩივილს თავიდანვე არ აპირებდა და კლინიკამ პოლიციაში მისი ნების წინააღმდეგ დარეკა.
„მის დასჯას არ ვითხოვ, მორჩა და გათავდა, ხვალვე მივალ, ის ექიმიც უნდა მოვიძიო და ვუჩივლო. მე ვუთხარი, მე თუ აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი დაორსულდა, შეაცდინა. ბავშვი გაჩნდა და მერე ძალაობენ. რა აზრი აქვს, გვიანია უკვე, იმ ბავშვს გაზრდა უნდა. ხომ შემეძლო ეს ამბავი ისე მომეგვარებინა, რომ ამხელა ამბავი არ წამოსულიყო, მაგრამ არა, ყური არ მიგდეს. არ მინდოდა კლინიკას პოლიციაში დაერეკა”
არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ მოძალადე მამაკაცი მათთან ერთად ცხოვრობდა და სანამ დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა მსხვერპლთან ერთად მარტო რჩებოდა ხოლმე.
„სახლში რჩებოდა, სუყველა სახლში იყო და ჩვენ გვერდით არაფერი არ ხდებოდა. აქა ვცხოვრობდით თბილისში და ბავშვი რომ მარტო იყო ის მოდიოდა ადრე და რა ხდებოდა არ ვიცი”, – ამბობს დედა.