notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

     ბავშთა სახლში გაზრდილ გვანცას, რომელსაც ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა მოუწია, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ყოველთვის უყვარდა და ის გადარჩენის ერთადერთ გზად ესახებოდა. 

    ნახეთ გვანცას ტრაგიკული ისტორია და რა მოხდა როდესაც ის თავის ოცნების ჟურნალისტს შეხვდა.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 916 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებულ ბ.ჯ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "EKOL Tisa"-ისა და "KRAL"-ის მოდელების 2 პისტოლეტი, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი.

    ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

    რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

    აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

    დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

     

    პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს, რის შესახებაც მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

    „ჩვენ ისედაც ვიცოდით, რასაც ვაპირებდით. გვინდოდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში.

    მეც და ჩემმა პარტიამაც ამ „ცირკზე“ დავასრულეთ საუბარი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან და ხაზარაძესთან, გადახედონ რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. გადახედონ, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს. გარიყვების და გამორიყვების არ გვეშინია, გვეღიმება ამაზე. ვიცით ჩვენი გეზი და დავიწყებთ იმაზე საუბარს, რაც ამ ქვეყანას რეალურად აწუხებს. ამდენი ხანია ველაპარაკებით ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ. ერთი თავგზააბნეული ხალხია“

    პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ თავმდჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“ -ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი ელისაშვილის ლელოს წინააღმდეგ ბრალდებებს მოჰყვა. დაპირისპირება ფიზიკურ დაპირეისპირებამდე მივიდა. 

    ლანჩხუთში, დაახლოებით 17:00 საათზე, შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. სამწუხაროდ 60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

    კინორეჟისორი გოგა ხაინდარავა გია გაჩეჩილაძის მიერ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ყოფილმა პოლიტიკოსმა სააკაშვილთან გარიგების შესახებ ისაუბრა:

    „ძალიან გაკვირვებული ვარ იმით რაც წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გია გაჩეჩილაძეს არანაირი კავშირი ჩვენს გადაწყვეტილებებთან არ ჰქონდა. ის არ იყო საბჭოს წევრი, არ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ ვის ხვდებოდა და რა ურთიერთობები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა, მაგრამ იპოდრომის აქციებთან დაკავშირებით რაც მან მოყვა აბსოლუტური მარაზმია მარტივი მიზეზის გამო. ინაუგურაცია დილის 9 საათზე იყო დანიშნული და იპოდრომის აქცია დღის 12 საათზე.

     აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაშლიდა იპოდრომის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არ იდგა. ყოველთვის ვერიდებოდით და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან წინააღმდეგობის 7-წლიანი ისტორია იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენ არასოდეს ძალადობაზე და ამ ტიპის ქმედებაზე არ გადავსულვართ. ამით განვსხვავდებით დღევანდელი ჭაობისგან, შალიკოს ფანჩატურისგან და სააკაშვილისგან.

     აქედან გამომდინარე, ის რაზეც გია გაჩეჩილაძე საუბრობს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რასაც ლაპარაკობს, თვითონ აუხსნას საზოგადოებას.

     არ ვიცი რა დაესიზმრა გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ არანაირი კავშირი რეალობასთან ამას არ აქვს. სხვათა შორის მითქმა-მოთქმა მაშინაც მაგისგან წამოვიდა. დაუფიქრებლად რაღაცას, რომ დააბრეხვებ მერე როგორც წესი შენ ახლობლებს ხვდება და ამიტომ იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთმა იცის რა პრეტენზიებს არ უყენებდნენ როგორც ლიდერს ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტობის კანდიდატს.

     ეროვნულ საბჭოს და ეროვნული საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავი გაანებოს.

     საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “

    CNN-ის ინფორმაციით, მელანია ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის პირველი მეუღლე გახდა, ვინც თავისი შემცვლელი თეთრ სახლში ჩაის ცერემონიაზე არ დაპატიჟა.

    ეს ცერემონია თეთრი სახლის გადაცემის სიმბოლური აქტია და პირველი ლედის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლება .ტელეარხის ცნობით, შეხვედრის დროს, პირველი ლედი მომავალ შემცვლელს საპრეზიდენტო რეზიდენციას აცნობს. ათწლეულების განმავლობაში ამ ცერემონიას ყველა პირველი ლედი მართავდა, იმის მიუხედავად თუ რამდენად განსხვავდებოდა მოქმედი და მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები. 

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

    ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტრი, ნიკა ანთიძე, გელათში დღეს უამინდობის გამო შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

    ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!!
    ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდეველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხერვეზების იდენთიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია.
    ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

     

    Please publish modules in offcanvas position.