notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. ტელეწამყვანის საავტორო გადაცემა „პროფილი“ არხზე გუშინ ბოლოჯერ გავიდა. ამის შესახებ მან მისი გადაცემის მონოლოგში ისაუბრა და მაყურებელს დაემშვიდობა. 

     „ასე მგონია მეორე შვილი მომიკვდა“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ მას შემდეგ, რაც თავის მაყურებელს დაემშვიდობა.

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ბრალდებულ სამ პირთან დაკავშირებით წერს, რომლებთაც ამნისტია შეეხოთ:

    ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე როდესაც საზოგადოებას წაკითხულის გააზრება უჭირს. მხოლოდ სათაურს რომ კითხულობთ სტატია წაიკითხეთ პირველ რიგში და დასკვნები შემდეგ გამოიტანეთ.
    P.S ვისაც აზრის გამოტანა გიჭირთ განვმარტავ რომ მკვლელები არ გამოუშვიათ, იქ არიან სადაც უნდა იყვნენ !!! საუბარია სამ საბურთალოელ პირზე, რომლებიც ჩხუბის ეპიზოდში იყვნენ დაჭერილები და გიოს მკვლელობასთან არანაირ შემხებლობაში არ არიან!!!
     
     

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აკირა იმამურასთან.
    ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
    მინისტრმა იაპონიის მხარეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა სამინისტროს თანამშრომლობას საქართველოში იაპონიის საელჩოსთან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
    მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების გადამზადება კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
     
     

    ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოენატრა. პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის მეორე ვადით კენჭის ყრას იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროს დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ თვეებში საარჩევნო შტაბი შექმნა, ჯო ბაიდენმა სიცილით უპასუხა:

    ჩემი წინამორბედი, ღმერთო ჩემო, მენატრება ის.

    ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს. მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

     

    კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბრისას მისი ემოციების შესახებ ისაუბრა:

    „გიორგი გახარიას წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი და ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი მას, ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო. თან მე მაშინ ავად გახლდით და ეს ყველაფერი ტელევიზორში მოვისმინე და მას მე ეს გავუზიარე. დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს, იყო გუნდისთვის დამაზიანებელი“

    მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ფილმ August Rush-ის შესახებ წერს:
     
    ჩემმა მეგობარმა ლაშა ლაგვილავამ მირჩია (მეტიც, დამაძალა) ამერიკული მხატვრული ფილმის August Rush-ის ნახვა. თვალცრემლიანმა დავასრულე ყურება, არა იმიტომ რომ ემოციური ფინალი აქვს, არამედ ჩემთვის კიდევ სხვაგვარად ახლოა ფილმის სიუჟეტი და მთავარი გმირის ამბავი, ძალიან ძლიერია თვითიდენტიფიცირება...
    ჰოდა, FB მეგობრებს, ვისაც გაინტერესებთ ჩემი წარსულის და ცოტნე ზედგინიძის აწმყოს ჰოლივუდური ეკრანიზაცია გირჩევთ ერთი ლამაზი საღამო ამ ფილმთან ერთად გაატაროთ
     
     

    ლელა წურწუმიამ „მხოლოდ ლელასთან“ საკუთარი ცხოვრებიდან ერთ-ერთი ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა. ის მოყვა როგორ დაკარგა ბავშვი ახალი წლის ღამეს:

     „არანორმალური ტკივილი დამეწყო, ფერიც აღარ მადევს, ფაქტობრივად, მიცვალებული ვარ… მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე…“

     

    დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში პროფილის ბოლო გადაცემა გავიდა და წამყვანმა განაცხადა, რომ ის ამ არხს ტოვებს. მან თავისი კარიერა გაიხსენა და მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდსაც შეეხო:

    „მე ჩემმა არხმა დამაკრძალინა შვილი. მე ჩემმა არხმა მომცა ჩემი სიცოცხლე. მე ჩემმა არხმა გადამარჩინა.“

     

    “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს:

     “თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – “პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

     მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

     “პროფილის” დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – “შორენას ეფექტი”.

     მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

     “რუსთავი 2” წარმატებას უსურვებს “პროფილის” შემოქმედებით ჯგუფს.

     ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი”. 

     
     
     
     

    ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საკუთარ იუთუბ არხზე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. მეუფეს განმარტებით, აუზში, რომელშიც იმყოფება „მკურნალი თევზები“ არიან, რომლებიც კანის ქრონიკულ დაავადებებს კურნავენ.

     

    Please publish modules in offcanvas position.