notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    მეუფე სტეფანე მარტვილში, 8 მარტს მომხდარ ინციდენტზე კომენტარს კიდევ ერთხელ აკეთებს:

    მე ზოგადად ვიცი ეკლესიის წესი, როდესაც ადამიანს უჭირს ან რამე მოსდის, მისთვის ლოცულობ. მე რაც შემეძლო იმ სიტუაციაში, გავაკეთე, რომ დავიწყე ლოცვა. გალობა არის ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება, რომ რამენაირად დაისადგუროს სიმშვიდემ. ამ სიმშვიდის დასადგურებისთვის აღარ ვაქცევდი აღარაფერს ყურადღებას, მთავარი იყო, რომ სიმშვიდე დამდგარიყო და დავიწყე გალობა. დამიდგა მღვდლები და ერთად ვიგალობეთ.  

    ლოცვა შველის ადამიანს როცა ცუდადაა? მე ასე ვიცი, რომ, როდესაც ადამიანისთვის, მას ჯანმრთელობაშიც ეხმარები და სიკვდილისგანაც გადაარჩენ. როცა ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, იქიდან გადავარდნილი ადამიანები, რატომ არცერთი არ მოკვდა, ან რამე არ მოუვიდა? ღმერთი არ შველის? ღმერთი არ მიეხმარა? თავისით გახდნენ კარგად? უფალმა გახადა კარგად. მე ვილოცე, მე ღმერთს მივანდე.

    კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. სამი პირიდან ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული.

    აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ბადუაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, შეუცვალა და გაათავისუფლა.

    "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება, რომელიც მალხაზ ბადუაშვილის წინააღმდეგ იყო განხზრახული, თუმცა თავდასხმას ბადუაშვილის თანამშრომელი ემსხვერპლა. 

    ცნობისთვის, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი.  დაჭრილები გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

    ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.

     

    „რუსთავი 2“

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

     მათივე ცნობით, შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

    მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით.

    ბანკი მთელი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საუკეთესო ათეულისთვის სპეციალურ საპრიზო ფონდს დააწესებს.

    „მოხარულები ვართ რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიული კონკურსი, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯილდოს პროექტში ჩართული საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაყოფიერი და თანმიმდევრული თანამშრომლობაა.

    აღსანიშნავია, რომ ჯილდო ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგ მაგალითსაც ქმნის. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს თანადგომისა და ერთგულებისათვის. გვჯერა, რომ მათთან პარტნიორობით წინ ბევრი ახალი და საინტერესო სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს. ამ მიზნით ჩვენს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“ - განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ.

    ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის თმით, ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა.

    „დღეს, მაქვს პატივი ლიბერთის სახელით დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის მიმართ. ჩვენ წელს, უკვე მეხუთედ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში და საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს დავაჯილდოვებთ.

    ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.

    გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო პედაგოგებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, #ლიბერთიგულით სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრიზო ფონდი გავაორმაგოთ,“ -აცხადებს ვასილ ხოდელი.

    2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

     

    „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, სოციალურ ქსელში მეუღლე ქეთის დაბადების დღეს ულოცავს:

    „ და მაინც, რა ბედნიერებაა შენს გვერდით ყოფნა!
    ათი წელი ისე სწრაფად გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით . დიდი სიამოვნებით გავივლიდი ყველაფერს თავიდან!
    ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე , ბევრჯერ ვაწყენინე , ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი , რომ არასწორი ვიყავი . ბევრჯერ მივხვდი, რომ როცა ძვირფასია ბევრი რამ მეორეხარისხოვანი ხდება . მივხვდი იმასაც, რომ ისეთი მიყვარს როგორიც არის , თავისუფალი , მხიარული , ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან კი პატარა ბავშვივით თბილი და გულუბრყვილო. მასაც ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ . არასოდეს გვიცდია ერთმანეთის შეცვლა , ორივე ერთმანეთით ვართ ბედნიერები . ორივემ ვიცით რომ იოლი არ არის, მაგრამ მაინც გვინდა ერთად გავიაროთ ცხოვრების გზა .
     
    Happy bday ქეთუნა ! “
     

    მომღერალი გია გაჩეჩილაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას პოლიტიკოსებთან ერთად, მედიასაც აბრალებს.  ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ისაუბრა "ღამის კურიერში" ისაუბრა:

    "ხალხი გაბრაზებულია იმ სიტუაციაზე, რა სიტუაციაც პოლიტიკურად მოგვიწყო ორივე პარტიამ ("ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა") და ვეღარ გამოვდივართ ამ ჩიხიდან. ამ გაუთავებელი ერთმანეთის გინებიდან, გაშმაგებული ტელემედია სივრციდან, რომელსაც ხან ცილისწამებების უაღრესად დიდი ნიაღვარი მოსდევს და იმ პოლიტიკური მდგომარეობიდან და ქუჩის დესტრუქციიდან, რასაც ჩვენ ვუყურებთ მთელი ამ 8-9 წლის განმავლობაში," - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

    კითხვაზე, გია გაჩეჩილაძე ხომ არ იქნება მესამე ძალა, მომღერალი პასუხობს, რომ პოლიტიკაში არ აპირებს მოსვლას:

    "პირდაპირ თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, არ იქნება მესამე ძალა. ის ადამიანები, ვინც იქ მოვა, ყველანი პოლიტიკოსები არიან?! ერთ-ერთი მათგანი ვიქნები მე, ვისაც ამოუვიდა ეს ყველაფერი ყელში. დავიღალე, აღარ შემიძლია და აღარ შეუძლია აღარავის," 

    შეგახსენებთ, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს. გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს ისაუბრა. 

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, გარდაცვლილი ექთანის მეგი ბაქრაძის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა კომენტარი:

    „ეს იყო სამბალიანი კომა... როცა გავსინჯე, იმ წუთიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა ამ პაციენტთან უეფექტო აღმოჩნდებოდა“

     

    „ქართული ტელევიზიის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მაია ასათიანის პროფილი და შორენას ეფექტი, სავარაუდოდ, დახურა. 
    ეს ინფორმაცია ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაგვიდასტურა. მესამე წყარომ რ2-დან კი გვითხრა, რომ "შორენას ეფექტის" დახურვაზე საუბარი მართლაც მიდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არა. 
     

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ცნობილი მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

    "ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, მ2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ, ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას.

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. როდესაც ის ჩვენს კლინიკაში კოვიდს ამარცხებდა, მას ფილტვის დაზიანების ინდექსი მცირე ჰქონდა. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა და, აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად,"

    რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი, სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა და მას ანდრია დაარქვა. რუსული მედიის ცნობით, ბიჭუნა 3, 3 კილოგრამს იწონის და 52 სანტიმეტრი სიმაღლის დაიბადა.

    სოფოს შვილისა დაბდების შესახებ Twitter- ზე   "ეხო მასკვიის"  მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა დაწერა.

    ხათუნა ხოფერიამ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დებატების დროს პოლიტპატიმრების შესახებ ისაუბრა:

    „ცეცხლსასროლი იარაღით ვინც დარბოდა საქართველოში, ჟორიკა რურუა არის თქვენი პოლიტიკური ლიდერი და აგდია ციხეში, ვერც ვერასდროს ვერ გამოვა.“

     მისივე თქმით, არ უნდა იკადროს ოპოზიციამ ის, რომ რურუას გამოშვების საკითხი ხელისუფლებასთან დააყენოს.

     

    Please publish modules in offcanvas position.