notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ხათუნა ხოფერიამ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დებატების დროს პოლიტპატიმრების შესახებ ისაუბრა:

    „ცეცხლსასროლი იარაღით ვინც დარბოდა საქართველოში, ჟორიკა რურუა არის თქვენი პოლიტიკური ლიდერი და აგდია ციხეში, ვერც ვერასდროს ვერ გამოვა.“

     მისივე თქმით, არ უნდა იკადროს ოპოზიციამ ის, რომ რურუას გამოშვების საკითხი ხელისუფლებასთან დააყენოს.

     

    მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება:
     
    ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!
    გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე.....
     
     
     

    „იმედის დილის“ წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა დღევანდელი გადაცემა პირბადით წაიყვანა. ამის მიზეზი კი მოგვიანებით თავად განმარტა:

    „გეტყვით, რატომ ვარ დღეს პირბადით. ღვთის წყალობით, ჯანმრთელად ვარ! გუშინ ქალაქის ქუჩებში ძალიან ცუდი სურათი დავინახე. რატომღაც დავივიწყეთ პირბადე. აღარ ვიცავთ. მართალია დაიწყო ვაქცინაცია, იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება და გვგონია, რომ დავამარცხეთ კოვიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ამიტომ, მინდა ყველას, ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ჩემს კოლეგებს და სრულიად საქართველოს, თუკი ვინმე ცოტა მაინც პატივს მცემს, მოვუწოდო: მოდით, ხალხო, ნუ დავივიწყებთ პირბადეს! ვირუსი არსად არ წასულა! სანამ ყველა არ ავიცრებით, პირბადე ჯერ-ჯერობით კორონავირუსისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ, დღევანდელ გადაცემას მე პირბადით წავუძღვები

    პარტია „მოქალაქეების“ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, დღეს გამოქვეყნებულ NDI-ს კვლევებს გამოეხმაურა:

    „ჩვენ, ორი ადამიანი ვცდილობთ პარლამენტში ისმოდეს ხალხის პრობლემები, სულ ვცდილობთ, მათგან რა გასაჭირიც გვესმის, ამაზე ვისაუბროთ. ხალხის განწყობაც ადასტურებს, რომ ეს არის შესაცვლელი - პოლიტიკა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუციები უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არ უნდა იყოს მარტო თავის ოჯახური კეთილდღეობის მოწყობისთვის. პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან „ქართული ოცნება“ ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად - უფრო ლამაზად ჩანს რეალობა, ვიდრე სინამდვილეშია, ამიტომაც ოპოზიციაც სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ყველამ თავის წილ დარდსა და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ“

    მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, დღევანდელ ბრიფინგზე 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „9 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით. გვსურს, ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედია საშუალებებით და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა. საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს, დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე,  AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. მან აცრა პირდაპირ ეთერში საჩხერის სამდიცინო ცენტრში გაიკეთა. 

    22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3 843 წარმომადგენელია აცრილი. 

    COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ, დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე,  მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ (68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო), თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

    მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა.

    ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

    ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).

    მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.

    აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024

    სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
    ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ, დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შეკითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“  23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს,  7% კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას".

    40% მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის, 14%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7% კი სხვა პარტიებს ასახელებს. ამასთან, ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 5%, სხვა პარტიებს კი 9%. 

    NDI -ის კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

    გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

    დათა ვანიშვილი, რომელიც ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა, დღეს დაკრძალეს. დაკრძალვაზე მისულმა მოსახლეობამ მის საპატივცემულოდ მავთულხლართებთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს. 

     

    თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

    "სა­ო­ცა­რია დღეს ცხოვ­რე­ბა, მას ბევ­რი მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს, ერთი რამ კი ცნო­ბი­ლია და დად­გე­ნი­ლია - პან­დე­მია უნდა იმარ­თოს მაკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის, მიკ­რორ­გა­ნიზ­მი, გა­რე­მო და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორ­თა სიმ­ბი­ო­ზით და არა ქა­ო­სით.

    წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ქა­ო­სი რა ცუდი ფაქ­ტია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და თქვენ ქა­ო­სის ძა­ლას აძ­ლი­ე­რებთ!

    ჩვე­ნი მი­ზა­ნია ბრძო­ლის მო­გე­ბა ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში...სა­ო­ცა­რია ის ფაქ­ტი, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სათ­ვის ერთ ვექ­ტორ­ზე უნდა ვიდ­გეთ

     ყვე­ლა, რომ გა­დავ­რჩეთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ! სა­ო­ცა­რია, შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე რომ უშ­ვებთ, ქა­ო­სის გამო! ამით ყვე­ლა ერ­თად ვზა­რალ­დე­ბით და ვტკენთ სა­ოც­რად ერ­თმა­ნეთს.

    ხომ შე­იძ­ლე­ბა გა­ვერ­თი­ან­დეთ ერთი მიზ­ნის­თვის, რა­საც სი­ცო­ცხლის გა­
     დარ­ჩე­ნა ქვია! ეი, შენ მო­უს­მი­ნე! ეი, შენ, გა­ი­გე, გა­ი­გე! ეს მავ­ნე­ბე­ლია რაც ხდე­ბა! ეი, გა­ი­გე, მე სი­ცო­ცხლე მინ­და! და ამის­თვის გა­ვერ­თი­ან­დეთ ერი და ბერი....

    არ მინ­და ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი, ვერ გა­უძ­ლებთ ვერ­ცერ­თი, გა­მო­ვი­ფი­ტე­ბით და და­ვი­ხო­ცე­ბით გა­ი­გე! გა­ი­გე... მე სი­ცო­ცხლე მშვიდ გა­რე­მო­ში მინ­და! გა­ი­გე შენ­ზე მე­ტად მინ­და სი­ცო­ცხლე და და­მა­ცა­დე რა.

    მიდი და­ი­ხა­რე და გა­ი­გე შენ არ იცი, მან იცის - მო­უს­მი­ნე და ერ­თად გა­ა­კე­თე საქ­მე რაც გა­დაგ­ვარ­ჩენს ყვე­ლას. არ გვინ­და ქა­ო­სი! მიდი, აკე­თე საქ­მე, რა, რომ გა­დავ­რჩეთ! ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში ჩვენ უნდა გა­დავ­რჩეთ და ამი­სათ­ვის შენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო!"

    Please publish modules in offcanvas position.