notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა.
    მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს.
    პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

    აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

    პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

    ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

    ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

    - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

    - ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

    რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

    სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

     

     

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს იმას რომ საერთო ჯამში ვირუსისგან 419 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. 

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის 677 დადასტურებული შემთხვევაა და აქედან 12 გარდაიცვალა. 

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს როგორ დახვდნენ ციხიდან ახალგამოსულ გიგი უგულავას მეგობრეები და ოჯახის წევრები. 

     

    "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ისაუბრა:

    „8 მარტის შეთანხმება რაც იყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას დავუჭიროთ მხარი, ეს იყო აღებული ვალდებულება, პასუხისმგებლობა. ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდა ოპონენტებს, რომ ეს გამოეყენებინათ ქვეყნის წინააღმდეგ, რაც არ გამოუვიდათ. როგორც პოლიტიკოსს, მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების და ის განმარტებები, რომელიც მან გააკეთა, ზუსტად მიუთითა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, საარჩევნო სისტემა არ მიღებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დაანონსებული და, რაზეც იყო შეთანხმება. ექნებოდათ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ მმართველ პარტიაზე. ეს სერიოზულ ზიანს გამოიწვევდა ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და ხელისუფლების მიმართ, რაც არ გამოუვიდათ. მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან არავითარი თავდახრა ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან“

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ჩხე­რე­ში პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. რის შე­სა­ხებაც უწყე­ბის მიერ გავრცელებულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი:

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

    გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.“

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და ციხიდან გამოშვებას ეხმაურება:

    „გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ. გილოცავთ“

     რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ზაალ გიორგაძე მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ის 67 წლის იყო. 

    რუსული მედია წერს, რომ  მას სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

     

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს. 

    „ამასობაში ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები მლოცავდნენ ამ დროს. “- განაცხადა გიგი უგულავამ

     

    „ქართულ ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის შეწყალების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასაგებია, რომ ორი დამნაშავის რუსეთის აგენტისა და ბიუჯეტის ქურდის შეწყალება სალომე ზურაბიშვილს სწორ ნაბიჯად მიაჩნდა, თუმცა ისინი ამას არ ეთანხმებიან. კობახიძის თქმით, ქვეყანას არანაირი საფრთხე ორი დამნაშავის გამო არ ექმნებოდა. მათ ხშირად მოდიოდათ უცხოელი პარტნიორებისგან ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მოთხოვნები, თუმცა ისინი დამნაშავეები არიან და ციხეში სამართლიანად მოხვდნენ. მან აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ვირუსიდან, რომელსაც ეხლა ებრძვის ყველა, უწევთ პოლიტიკურ ვირუსზე გადართვა და საუბარი. მისი თქმით, ნამდვილი ვირუსის დამარცხების შემდეგ დაამარცხებენ პოლიტიკურ ვირუსსახ და რუსეთის აგენტებს და ბიუჯეტის ქურდებს პოლიტიკიდან სამუდამოდ მოიცილებენ. 

    კობახიძის თქმით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილსთვის რაიმე მითითების მიცემას ვერ აკადრებდნენ თავს. 

     

     

    Please publish modules in offcanvas position.