notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გუშინ გვიან ღამე  საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. დაზიანებულია შენობაში არსებული ბანკომატი და ჩამსხვრეულია მინები. 

    მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

    დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

     

    გუშინ ღამე, კომენდანტის საათის მოხსნიდან ცოტა ხნის შემდეგ, თამარაშვილზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ პირს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა ერთი ადამიანი. 

     

    ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი, კორონავირუისთ დაინფიცირდა. ინფრომაციას ამის შესახებ რამდენიმე რუსული საინფრომაციო სააგენტო გადმოსცემს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ორი დღის განმავლობაში გაუარესდა და ის მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს. 

    გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც დაავადებული ადამიანები მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვები სერიოზულად აქვს დაზიანებული და ახლა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. 

    ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 5 306 235 ადამიანი დაინფიცირდა, 2 160 159 კი გამოჯანმრთელდა. აქედან, ინფექციას 340 047 ადამიანი ემსხვერპლა.

    კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი "ღამის კურიერში" სტუმრობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შესახებ ისაუბრა: 

    "მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," 

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ სანამ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, მოქალაქეები მხოლოდ 10-კაციანი ქორწილების გადახდას შეძლებენ:

    "ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა ძალიან კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელს, ამასაც გვაწავლის, რომ ზოგჯერ, ზღვარს გადასული, თუმცა ძალიან კარგი ტრადიცია, ასე ავღნიშნით,"

    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შესახებ ისაუბრა:

    "სააკაშვილი არის ძებნილი და უკრაინის მხარემ ერთხელ გვითხრა სად არის არ ვიცითო, ანუ ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, მეორედ კი თქვეს, რომ ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო, ბუნებრივია ამაზე ვერაფერი ვუთხარით

    მიზეზი ხომ არ იცით რატომ მოუნდათ უკრაინაში ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა? კაცია და გუნება," - თვითონვე დასვა კითხვა მინისტრმა.

    „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მზადაა დაიფიცოს, რომ შეწყალებებზე არ ყოფილა საუბარი: 

    „ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, უგულავა-რურუა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ტყუილი, ამიტომ მოდით შევწყვიტოთ მომლაპარაკებლების, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის ბულინგი, თითქოს ისინი ვიღაცას რაღაცაზე შეუთანხმდნენ. ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. ალბათ იყო საუბარი იმაზე, ვის რა სურს, და, მიუხედავად ამისა, გაგრძელდა ე.წ. დეპოლარიზაციის მოთხოვნა. 8 მარტს გავრცელდა განცხადება საკონსტიტუციო სისტემაზე და მართლმსაჯულებაში არ ჩარევაზე. ერთი მხარე აგრძელებდა ამ ადამიანების გათავისუფლებაზე საუბარს, შემდეგ კი პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად. მე ვთვლი, რომ ამ ორი ადამიანის შეწყალება არის უსამართლო, ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გვყავს პატიმრები, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ შეწყალებას და შვილების ნახვას“

    იუსტიციის მინისტრმა,  თეა წულუკიანი, "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს: 

    "მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან  მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ  სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი“ 

    Please publish modules in offcanvas position.