„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარტიის ყრილობაზე აირჩიეს, უკვე ცნობილია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნებიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა, რომელიც პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს.
შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
შეგახსენებთ რომ „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ და ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 712 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სოფლებიდან დედაქალაქში ჩამოსული მოსახლეობა გააკრიტიკა და თქვა, რომ "მთელი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა". ის ასევე დაინტერესდა, რატომ არ ბრუნდება ხალხი სოფელში და რატომ არ ამუშავებენ მიწას. რეჟისორის განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. თემას პოსტი მიუძღვნა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ, რომელიც ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლა და კონკრეტული სახელების ხსენების გარეშე, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. სწორედ ამ პოსტის კომენტარებში კრიტიკას გამოეხმაურა რეჟისორის შვილი, თამრი ბზიავა და დედის პოზიცია დაიცვა:
"მე მგონი, როგორც წესი, ამ ქვეყანაში იმას არასდროს უსმენენ მთლიან კონტექსტში რას ამბობს ადამიანი... დღეს ადამიანების პრობლემაა მოსმენა და, რაც მთავარია, გაგება.... ცხოვრებაში არასოდეს არ ვეხმაურები ხოლმე ხალხის კომენტარს, წერას მირჩევნია, საქმით ვაკეთო გასაკეთებელი, მაგრამ ხანდახან მინდება ხოლმე მეც კომენტარის გაკეთება:
1. მთელი ჩემი დღე და მოსწრება და ცხოვრება ჩემს ოჯახში ცხოვრობდა 4 ბებია ოთხივე გურული, სამი ქეთის მამიდა და მოეთხე მამაჩემის დედა.
2. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ჩამოდიან სოფლებიდან ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ძალიან ხშირად ყოფილა უცხო მეგობრის მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი და ჩვენი სახლი სულ ღიაა მათთვის და არა მხოლოდ მათთვის.
3. თვითონ ქეთიმ მოიარა 375, თუ არ ვცდები, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, არა ბიძოს სიყვარულის და გადაკეტვის გამო არა, უბრალოდ იმიტომ, რომ საოცრად უყვარს თავის ქვეყანა და ზუსტად ის სოფლები, რომლებიც მოიარა და იმის რწმენით, რომ რაღაც უკეთესიბისკენ შეიცვლებოდა.
და ბოლოს ბაბუაჩემი, სიკო დოლიძე, რომლითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ქართული კინოს ერთ-ერთი დამაარსებელია, ასე ვთქვათ, "გაქანებული", გურული იყო, ამასთან ერთად ოთხივე ბებია... ასე რომ, არავინ აკნინებს სოფელს, მით უმეტეს ქეთი... მართლა მეცინება რანაირად შეუძლია ამ ხალხს ასე, როგორც თვითინ სურს, ისე გაიგოს ესა თუ ის საკითხი... არსასოდეს არ ვაკეთებ კომენტარს და მით უმეტეს დედაჩემს ძალიან იშვიადათ ვიცავ, რადგან ვფიქრობ, რომ დასაცავი არაფერი აქვს... უბრალოდ ერთ რამეში ვეთანხმები ბოლომდე... საკმაოდ უმადური და დაუნახავი ერი ვართ, ხშირად არ გვიყვარს ჩვენივე ხალხის დაფასება და ბევრად მეტი კეთილი და მაგარი მხარის დანახვა და, სამწუხაროდ, უფრო ხშირად ვკონცენტრირდებით ნეგატივზე... ეს თეთრით შავზე ჩანს, არა მგონია, მხოლოდ ჩემი აზრი უყოს.... ახალ წელს გილოცავთ და წარმატებას, დადებით ენერგიას და სიკეთეს გისურვებთ...
...რადგან საჯარო პირია, ამიტომ რა ვქნათ ახლა ყველას ვერ მოეწონება ქეთის აზრი... და სხვათა შორის, ძალიან ხშირად შევსწრებივარ და დიალოგში შევსულვარ ტაქსის მძღოლებთან და თვითონვე უთქვამთ როგორ ეზარებათ სოფელში თავისივე მიწაზე შრომა, ასე რომ... სხვათა შორის, ქართველებს ყველაფერი მარტივად გვინდა, ჩემი და ქეთის აზრი არ არის ეს, თვითონ ის ხალხი ამბობს, ვინც სოფლიდანაა ჩამოსული ამას და მინდა გითხრათ, ტაქსის მძროლებს დღეს ჩემზე მეტი ხელფასი აქვთ, მართლა ოღონდ ღმერთმა შეარგოთ, გულით, ნეტავ მქონდეს სოფელი საერთოდ არ ვიცხოვრებდი აქ. არავინ არავის არ ლანძღავს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, დღეს ჩამოსული ხალხი ძალიან საკმარის ფულს აკეთებს ვაჭრობით, ესეც მათგან ვიცი, ასე რომ უცხოელებით რომ გაივსო სოფლები და ჩვენს მიწაზე უცხოელს რომ მოჰყავს და აყვავებს ყველაფრს, ესეც მთავრობის ბრალია თუ ხალის, ნეტავ? ჩემი ახლო მეგობარი ამერიკიდან ჩამოვიდა, რომელსაც ვერ ვიტყოდი, რომ დალხენილი ქონდა იქ ცხობრება, ამერიკელია და აქ სოფელში ნოლიდან დაიწყო ყველაფერი, თავისი ხელით ააშენა და ააყვავა იქაურობა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენ ნუ მელაპარაკებით აქეთ გონორით მე რა ვკითხო დედაჩემს, არც ის იცით, რაზე ვესაუბრები დედაჩემს და რაზე რა პასუხს ვთხოვ... საჯარო პირობა არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება არ უნდა მქონდეს, რადგან აქიდან ნახევარზე მეტს არ მოეწონება ეს აზრი! დემოკრატიულ და დამშვიდებულ და აშენებულ ქვეყნებში ადამიანების მენტალობაში პირველი კულტურა და სხვა ადამიანების აზრის პატივისცემაა, რამეს თუ არ ვეთანხმები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავუარო ადამიანს... არავინ არ ჩხუბობს და არავის აკნინებს და რაც შეეხება, რა გაგიკეთებიათ ასეთი და ამდენი რა ამოგვადინეთო, ამაზე გიპასუხებთ შებრძანდით ინტერნეტ-სივრცეში და გარდა ლანძღვა გინების, ჩაწერეთ თუ ასე გაინტერესებთ ჩვენი ისტორია და თეთრით შავზე დევს, რაც გაგვიკეთებია"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლასა და გაკეთების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ჯერ მედპერსონალს აიცრება, შემდეგ რისკჯგუფების წარმომადგენლები, “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” კი ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება:
“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს [ვაქცინა] იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”
მისივე განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს.
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კონორეჟისორი ქეთი დოლიძის ციტატას პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ „მთელი მსოფლიო რატომ უნდა იყოს თბილისში“ კომენტარით:
„ჩემი ქალაქელი გორსალა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.