notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში რე­ჟი­სორ­მა ქეთი დო­ლი­ძემ სოფ­ლე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და თქვა, რომ "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და". ის ასევე და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბა ხალ­ხი სო­ფელ­ში და რა­ტომ არ ამუ­შა­ვე­ბენ მი­წას. რეჟისორის  გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. თე­მას პოს­ტი მი­უ­ძღვნა ფსი­ქო­ლოგ­მა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ, რომელიც ზო­გა­დი მსჯე­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.  სწორედ ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­ჟი­სო­რის შვი­ლი, თამ­რი ბზი­ა­ვა და დე­დის პო­ზი­ცია და­იც­ვა:

    "მე მგო­ნი, რო­გორც წესი, ამ ქვე­ყა­ნა­ში იმას არას­დროს უს­მე­ნენ მთლი­ან კონ­ტექ­სტში რას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი... დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მაა მოს­მე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, გა­გე­ბა.... ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს არ ვეხ­მა­უ­რე­ბი ხოლ­მე ხალ­ხის კო­მენ­ტარს, წე­რას მირ­ჩევ­ნია, საქ­მით ვა­კე­თო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ხან­და­ხან მინ­დე­ბა ხოლ­მე მეც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა:

    1. მთე­ლი ჩემი დღე და მოს­წრე­ბა და ცხოვ­რე­ბა ჩემს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და 4 ბე­ბია ოთხი­ვე გუ­რუ­ლი, სამი ქე­თის მა­მი­და და მო­ე­თხე მა­მა­ჩე­მის დედა.

    2. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რაც თავი მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ბი­დან ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რად ყო­ფი­ლა უცხო მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი ან უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბი და ჩვე­ნი სახ­ლი სულ ღიაა მათ­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის.

    3. თვი­თონ ქე­თიმ მო­ი­ა­რა 375, თუ არ ვცდე­ბი, ზუს­ტი ციფ­რი არ მახ­სოვს, არა ბი­ძოს სიყ­ვა­რუ­ლის და გა­და­კეტვის გამო არა, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად უყ­ვარს თა­ვის ქვე­ყა­ნა და ზუს­ტად ის სოფ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ა­რა და იმის რწმე­ნით, რომ რა­ღაც უკე­თე­სი­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და.

    და ბო­ლოს ბა­ბუ­ა­ჩე­მი, სიკო დო­ლი­ძე, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლია, ასე ვთქვათ, "გა­ქა­ნე­ბუ­ლი", გუ­რუ­ლი იყო, ამას­თან ერ­თად ოთხი­ვე ბე­ბია... ასე რომ, არა­ვინ აკ­ნი­ნებს სო­ფელს, მით უმე­ტეს ქეთი... მარ­თლა მე­ცი­ნე­ბა რა­ნა­ი­რად შე­უძ­ლია ამ ხალ­ხს ასე, რო­გორც თვი­თინ სურს, ისე გა­ი­გოს ესა თუ ის სა­კი­თხი... არ­სა­სო­დეს არ ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს და მით უმე­ტეს დე­და­ჩემს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­დათ ვი­ცავ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ და­სა­ცა­ვი არა­ფე­რი აქვს... უბ­რა­ლოდ ერთ რა­მე­ში ვე­თან­ხმე­ბი ბო­ლომ­დე... საკ­მა­ოდ უმა­დუ­რი და და­უ­ნა­ხა­ვი ერი ვართ, ხში­რად არ გვიყ­ვარს ჩვე­ნი­ვე ხალ­ხის და­ფა­სე­ბა და ბევ­რად მეტი კე­თი­ლი და მა­გა­რი მხა­რის და­ნახ­ვა და, სამ­წუ­ხა­როდ, უფრო ხში­რად ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით ნე­გა­ტივ­ზე... ეს თეთ­რით შავ­ზე ჩანს, არა მგო­ნია, მხო­ლოდ ჩემი აზრი უყოს.... ახალ წელს გი­ლო­ცავთ და წარ­მა­ტე­ბას, და­დე­ბით ენერ­გი­ას და სი­კე­თეს გი­სურ­ვებთ...

    ...რად­გან სა­ჯა­რო პი­რია, ამი­ტომ რა ვქნათ ახლა ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბა ქე­თის აზრი... და სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ხში­რად შევ­სწრე­ბი­ვარ და დი­ა­ლოგ­ში შევ­სულ­ვარ ტაქ­სის მძღო­ლებ­თან და თვი­თონ­ვე უთ­ქვამთ რო­გორ ეზა­რე­ბათ სო­ფელ­ში თა­ვი­სი­ვე მი­წა­ზე შრო­მა, ასე რომ... სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად გვინ­და, ჩემი და ქე­თის აზრი არ არის ეს, თვი­თონ ის ხალ­ხი ამ­ბობს, ვინც სოფ­ლი­და­ნაა ჩა­მო­სუ­ლი ამას და მინ­და გი­თხრათ, ტაქ­სის მძრო­ლებს დღეს ჩემ­ზე მეტი ხელ­ფა­სი აქვთ, მარ­თლა ოღონდ ღმერ­თმა შე­არ­გოთ, გუ­ლით, ნე­ტავ მქონ­დეს სო­ფე­ლი სა­ერ­თოდ არ ვი­ცხოვ­რებ­დი აქ. არა­ვინ არა­ვის არ ლან­ძღავს. სხვა­თა შო­რის, მინ­და გი­თხრათ, დღეს ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან საკ­მა­რის ფულს აკე­თებს ვაჭ­რო­ბით, ესეც მათ­გან ვიცი, ასე რომ უცხო­ე­ლე­ბით რომ გა­ივ­სო სოფ­ლე­ბი და ჩვენს მი­წა­ზე უცხო­ელს რომ მოჰ­ყავს და აყ­ვა­ვებს ყვე­ლაფრს, ესეც მთავ­რო­ბის ბრა­ლია თუ ხა­ლის, ნე­ტავ? ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­საც ვერ ვი­ტყო­დი, რომ დალ­ხე­ნი­ლი ქონ­და იქ ცხობ­რე­ბა, ამე­რი­კე­ლია და აქ სო­ფელ­ში ნო­ლი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა და ააყ­ვა­ვა იქა­უ­რო­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვენ ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბით აქეთ გო­ნო­რით მე რა ვკი­თხო დე­და­ჩემს, არც ის იცით, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბი დე­და­ჩემს და რაზე რა პა­სუხს ვთხოვ... სა­ჯა­რო პი­რო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა მქონ­დეს, რად­გან აქი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტს არ მო­ე­წო­ნე­ბა ეს აზრი! დე­მოკ­რა­ტი­ულ და დამ­შვი­დე­ბულ და აშე­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი კულ­ტუ­რა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მაა, რა­მეს თუ არ ვე­თან­ხმე­ბი, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­და­ვუ­ა­რო ადა­მი­ანს... არა­ვინ არ ჩხუ­ბობს და არა­ვის აკ­ნი­ნებს და რაც შე­ე­ხე­ბა, რა გა­გი­კე­თე­ბი­ათ ასე­თი და ამ­დე­ნი რა ამოგ­ვა­დი­ნე­თო, ამა­ზე გი­პა­სუ­ხებთ შებ­რძან­დით ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და გარ­და ლან­ძღვა გი­ნე­ბის, ჩა­წე­რეთ თუ ასე გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩვე­ნი ის­ტო­რია და თეთ­რით შავ­ზე დევს, რაც გაგ­ვი­კე­თე­ბია"

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლასა და გაკეთების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ჯერ მედპერსონალს აიცრება, შემდეგ რისკჯგუფების წარმომადგენლები, “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” კი ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება:

    “რეალისტები თუ ვიქნებით, ეს [ვაქცინა] იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”

    მისივე განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს.

     

     

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კონორეჟისორი ქეთი დოლიძის ციტატას პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ „მთელი მსოფლიო რატომ უნდა იყოს თბილისში“ კომენტარით:

    „ჩემი ქალაქელი გორსალა“

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

    ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

    „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:

    „აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“

    უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს და ფოტოს აქვეყნებს:

    „ ბორჯომში რომ ონკანიდან ასეთი წყალი წამოვა, რაზე უნდა ისაუბრო ამ ქვეყანაში? წვიმა ყველგან მოდის!“

     

    უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აკრიტიკებს:

     “ქალი დეპუტატის მეგობარიაო, ზურა გირჩს უთქვამს, თუ საჭირო გახდა, ყველა გირჩელი ქალი საკუთარ თავს უარყოფს პარტიის გულობიზაო.

    ადრე ხო იყო ასეთი ლექსი:

    “მოვკლავ დედას, მოვლავ მამას,
    თუ პარტია მეტყვის ამას!”

    ეგ ახალ ლეველზე ავიდა – საკუთარი თავი უნდა გაიუქმო და ამოიძირკვო სიიდან დიადი მიზნებისთვის. აი, თვითმმართველმა ქალაქებმა რომ თავები გაიუქმებს ამას წინათ, ხომ გახსოვთ? იგივე ამბავია რა… ასე ესმის გირჩს პროგრესი და სამართლიანობა.

    სერიიდან: ტაში, ქალებო, ჯაფარა ცეკვავს!”

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:

    „ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა და დატოვა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მერე გამარჯვების პიკზე წახვიდე, შენი პირადი შრომით შექმნილი კაპიტალი დაუტოვო და მოახმარო ქვეყანას. ამ მასშტაბის მაგალითი ჯერისობით არ არსებობს. მჯერა ისტორია, სათანადოდ შეაფასებს მის ამაგს“

    უხვმა ნალექმა იმერეთში კერძოდ სამტრედიის, წყალტუბოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.

    სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები, რაც  გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია. სოფლის გამგებლის თქმით, არხები გაიწმინდება და ზარალს დაითვლიან.

    Please publish modules in offcanvas position.