notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

    გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი.

    საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

    პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება:
     
    ''პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთხოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა.
    ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დამთავრა დიდი“...'' ?
     

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს:

    "ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.  მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.

    მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა, ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.

    მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ!

    ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავა გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის, რომელმაც კომენტარში ევროპული ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩაშლაში ოპოზიციას დაადანაშაულა:

    "ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის. რაც შეეხება "გირჩს", ეგ ქლიავების პარტიაა,"

     

     

    კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დედაქალაქის მერი თავს კარგად გრძნობს და  მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ."რუსთავი 2"-ს  მერიის პრეს სამსახურში განუცხადეს, რომ  კახა კალაძე დროებით მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

    კარდიოლოგი, პროფესორ ზურაბ ფაღავამ განაცხადებით, თბილისის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია და მას ამ ეტაპზე ჩივილები აღარ აქვს. 

    "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია, ჩივილები არ აქვს, უბრალოდ ტექნიკურად რაღაც მკურნალობა არის გასაგრძელებელი, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს კლინიკას.

    კარდიოლოგიური თვალსაზრისით მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მოგეხსენებათ კლინიკა სადაც ის წევს არის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტი, რაც შეეხება მეორე დაავადებას, რის გამოც ის რეალურად ამ ეტაპზე იტარებს ეს არის - ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა, ამ მხრიდანაც მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი და ის შეძლებს სრულფასოვან მუშაობას," - ამბობს ზურაბ ფაღავა. 

    სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი კლავს“ ავრცლებს ვიდეოს, რომელშიც  ჩანს ხანძარი ქინძმარაულის ქუჩასთან.

     

    „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს:

    „16:30 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს, ხოლო 17:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება“

    ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გუშინდელ მომხდარ მოვლენებს ეხმაურება:
     
    გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.
    ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი - ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო.

    რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებით წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

    „ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში.

    ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ 

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ოზურგეთში არველაძეების მოცვის ბაღს ესტუმრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჩი არველაძემ დაწერა:

    სტუმარი ჩვენი მოცვის ბაღებში 

    Please publish modules in offcanvas position.