notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი აქცენტების" ეთერში ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო, არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წთ უკრავდა ხალხი ტაშს, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ რომ მომწონსთქო, ამას გამართლება არ აქვს 

    ვაკის ეკლესიის სატრაპეზოში გუშინ შობის დღესასწაული რეგულაციების დარღვევით აღნიშნეს, რისი ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა.ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა:

    „უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება ვაკის ეკლესიაზე თავდასხმა!

    შობას ყველა ეკლესიაში იყო შეკრებილი.... მიხვდით უკვე, რომ ადამიანებს ვერ დააცალცალკევებთ და ვერ ჭრის შეშინება გათითოკაცებისთვის!

    დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები!

    სულ არ ვარ მამა შალვას მრევლი, მაგრამ თუ დავჭირდები, მის გვერდით დავდგები ასეთი ვერაგი ბრძოლის ველზე!“

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყანაში სხვადასხვა ადგილზე გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
    არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.
    შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
    2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.
    2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.
    ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
    ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
    მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

     

    აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, მომღერალ თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.  მას თანმხლები დაავადებები აქვს, რის გამოც რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46 პატიმრიდან covid-19 ოთხს დაუდასტურდა. 2021 წლის 6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. 7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია. კერძოდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ.
    სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თითოეული ასეთი საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება, ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

    პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

    დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი.

    დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს.

    ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით.

    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 900, აჭარაში-364, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

    საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-181, აჭარაში-42, ხოლო იმერეთში-64.

    სულ 6 ოქტომბრიდან - 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 323 პირი.

    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 576 პირი, აჭარაში-1 981, იმერეთში-2 244

    სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელი აქვს გამოჭრილი. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა სოფელში არ გამორიცხავენ, რომ კაცს თავი მოეკლა.

     

     რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მათ დააზიანეს ავეჯი და სხვადასხვა სენატორის კაბინეტი, ჩაამტვრიეს სარკე და შუშები, ასევე მოიპარეს რამდენიმე ნივთი. ამერიკული მედია სწორედ ამის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. 

    შეგახსენებთ, რომ ტრამპის მხარდამჭერები ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ოფიციალურად დამტკიცებას აპროტესტებენ და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

     

    დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 19:01 საათზე, მი­წისძვრა მოხ­და.მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი ოჩამ­ჩი­რეს­თან მოხ­და.

    მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ 3.3 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

    Please publish modules in offcanvas position.