notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“. რა ხდება სინამდვილეში, რატომ გამოიყენა სასამართლო სხდომაზე საქმის სახელმწიფო ბრალმდებელმა დუმილის უფლება (?!) და რა ფაქტების საფუძველზე დააკავეს „მოძალადე პაპა“?

    „ვერსიის“ ჟურნალისტი დანაშაულის ადგილზე ჩავიდა და შეეცადა საქმის დეტალები გაერკვია. 13 წლის გოგონა ტყუპისცალია. მშობლები გაცილებულები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები მამას კვირაში ერთხელ მიჰყავდა ოჯახში და, შესაბამისად, უქმე დღეებს პაპასთან ატარებდნენ. ბავშვების ბებია უცხოეთშია სამუშაოდ წასული და ოჯახს საარსებო თახას უგზავნის. 53 წლის ბრალდებული ინვალიდია და ტაქსის მძღოლად მუშაობს.

    „ვერსია“ ბრალდებულ გ.მ.- ს ახლობლებს ესაუბრა - გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ, მიუხედავად აღმაშფოთებელი დანაშაულისა, თითქმის არავის სჯერა, რომ პაპა დამნაშავეა. არგუმენტი - „ბავშვის დედას აქვს მოტივი....

     

    მასალა სრულად იხილეთ აქ

    პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, "ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მესამე პრეზიდენტს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს:

    ის, რომ ოცნება მიშა სააკაშვილს პოლიტიკურად იყენებს, პოლიტიკური მიზნების გამო ჩამოიყვანეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, თან მძიმე დანაშაულებზე. ამ ბოლო დროს მე, მაგალითად, ჩემი კოლეგის რჩევით, დავიწყე კითხვა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის. სამარცხვინოა, სტრასბურგის სასამართლო როგორ აღწერს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს, როგორ ორგანიზებულად ებრძოდნენ მართლმსაჯულების აღსრულებას...მე მას არ ვუწოდებ პოლიტიკურ პატიმარს. ადამიანმა, რომელმაც შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში, ამას არავინ უარყოფს, ამის შემდეგ, როცა ამას ადამიანი შეცდომას უწოდებს და არა - დანაშაულს, წლების განმავლობაში არ ეყო ვაჟკაცობა, არც გონიერება და არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ ამისთვის დანაშაული დაეძახათ. სამართლებრივად ის არ არის პოლიტპატიმარი, ის იმსახურებს იქ ყოფნას. ის, რომ ოცნება მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სხვა თემაა...აღიარებას შეიძლება მოჰყვეს მონანიება, სანამ მომანიება არ იქნება, პატიებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

    თბილისის მოქმედი მერისა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერის ამომრჩეველი მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემს:

    "ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს - რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება,"

    N17 დაწესებულებაში ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს:

    „სახალხო დამცველი უსამძიმრებს 14 ოქტომბერს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის დროს დაღუპულ პატიმართა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამძიმარს ვუცხადებთ N17 დაწესებულების თითოეულ პატიმარსა და თანამშრომელს.

    სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში, ვიმყოფებოდით N17 პენიტენციურ დაწესებულებაში. დავრწმუნდით, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო დახმარებით. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი (დაწესებულების სამზარეულოსა და სასადილოს შენობა).

    დღის განმავლობაში პატიმრები შეუფერხებლად სარგებლობდნენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის უფლებით, მიეწოდებოდათ საკვები, თითქმის მთელ დაწესებულებაში სრულად აღდგა ელექტრომომარაგება.

    მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმური თუ არაგეგმური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობის (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.

    აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია.

    სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს. აქვე სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით“

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის შესახებ გააკეთა კომენტარი :

    „აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება - არ ვიცი, რა ენით გამოვხატო - დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით"

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ანტივაქსერების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში გვაქვს 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან? თან გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ეს არის ევროკავშირი, აშშ, ინგლისი, აზიის განვითარებული ქვეყნები, ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე განსაკუთრებით სიკვდილობის რაოდენობა

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შიმშილობის შეწყვეტაზეც ისაუბრა, თუმცა უარი მიიღო:

    "მადლობა გადაგიხადათ ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის და ზოგადი მდგომარეობით. ძალიან მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს, კარგი იქნება. ვუთხარი და ვურჩიე, ხომ არ იყო დრო, კორექტირება შეეტანა მის შიმშილობაში. მან უარი განაცხადა და თქვა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, მე ფერი არ მომეწონა, გასაგებია, ამდენი ხანი შიმშილობს"

    დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, დევიდ ემესი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. „კონსერვატიული პარტიის“ წევრს, თავს ქალაქ ლი-ონ-სიში მდებარე მეთოდისტურ ეკლესიაში დაესხნე, სადაც ის თავის ამომრჩევლებს ხვდებოდა.

    ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედიის ინფორმაციით სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რამდენი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს ქუჩაში და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მოაწეროს ხელი პეტიციას, დამნაშავე მსჯავრდებულმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს.

    „თავის დროზე, სერიულ მკვლელსა და მანიაკს, ჩარლზ მენსონს რომ ეწარმოებინა კამპანია, ალბათ ისიც მოაგროვებდა ხელმოწერებს. ისიც უნდა გამოეშვათ? ამას გვთავაზობენ - კი, დააშავა სააკაშვილმა, მაგრამ არა უშავს, გამოუშვით. პრეზიდენტი რომ იყო, ეს მას უფლებრივ ნაწილში უფრო აღმატებულად აქცევს? თუ პირიქით, მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს, რომ მაგალითი მისცეს სხვას? უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აგოს პასუხი. საერთოდ არ მესმის, როგორ დგება ეს საკითხი დღის წესრიგში“

    მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გუშინდელი აქციის შემდეგ საზოგადოებისთვის წერილს ავრცელებს: 

    „მეგობრებო, თანაქალაქელებო, თანამემამულეებო;

    უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.
    ​რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ ზუსტად ვიცი.
    ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის.
    გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.
    მინდა მივმართო ემიგრანტებს; თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად," 

    Please publish modules in offcanvas position.