notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს. 

    „განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. აღნიშნული თანამშრომლობა, სრულ თანხვედრაშია ლიბერთის მიზნებთან - იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, საკუთარი წვლილი შეიტანოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ხელი შეუწყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

    ,,მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი შემოუერთდა ჩვენს პლატფორმას და  საერთაშორისო სტანდარტის, გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის ხელმომწერი გახდა. ეს გააძლიერებს არა მხოლოდ ლიბერთი ბანკში მდგრად მიდგომებს, არამედ იქნება მაგალითი და ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი ქცევის პოპულარიზაციას კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებშიც.“- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

    გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს 20 000 - ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის ხედვა არის, ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

    თბილისის მერი, კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.

    „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

    „ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა სიტროენის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა აღნიშნა, სიტროენ ამის ელექტრო მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

    „ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით ქარის ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. სიტროენის ამის მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, – განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

    აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.მ.

    ამავე ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1988 წელს დაბადებულ ც.ნ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს, 1972 წელს დაბადებულ ქ.თ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ი.თ.-ს და 1990 წელს დაბადებულ მ.თ.-ს

    დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.

    ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია.

     

     

    ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აჭარის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს, ბათუმში, სასტუმრო ,,კოლიზეუმში“ შეხვდა.

    ,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

    ,,სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთისთან და სხვა კომერციულ ბანკებთან და ასევე სალიზინგო კომპანიებთან. ჩვენი სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. დიალოგის ფორმატით, ძალიან ღირებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც საბანკო შეთავაზებების შესახებ, ასევე სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ, რომელსაც სააგენტო, ლიბერთი ბანკთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერის და საგარანტიო მიმართულებით ახორციელებს“ - თეონა ბაბუნაშვილი, ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

    ლიბერთი სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სერია, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთმანეთთან საუბრისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ბიზნესში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით, აჭარის რეგიონის ბიზნეს წრეებს გავაცანით ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი ყველა პროექტის შესახებ.

    ასევე, ვისუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე, იქნება ეს ფინანსური რესურსი თუ სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბენეფიციარებს საკუთარი ბიზნესის მართვაში გამოადგებათ. მივესალმებით ლიბერთის ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ახალ პროექტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს.“ - გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
    ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთი ბანკის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენ, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორი, მოხარული ვართ, რომ ბათუმში შევხვდით ბიზნეს სექტორს. ვესაუბრეთ ჩვენს პროდუქტებზე და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რითაც შეიძლება დაზღვევა დაეხმაროს მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ - გია ბარკალაია ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი.

    ,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ლიბერთი წლის ბოლომდე ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
    სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
    აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
    ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ.

    არ მომხდარა ჯერ, რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“:

    „ძალიან თბილი შეხვედრა იყო ევროპარლამენტარებთან სწორედ ასე დაახასიათა ირაკლი კობახიძემ ეს შეხვედრა. თბილი და მეგობრული შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ის საკითხები, ის საინტერესო გამოწვევები, რაც დღის წესრიგში დგას, უნდა იყოს მშვიდად და წყნარად მეგობრებს შორის განხილული. არის გარკვეული თემატიკა, შესაბამისი პუნქტები ამ რეკომენდაციებში, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციას ვგულისხმობ, რომელიც შემდგომ უკვე იმ უსამართლო რეზოლუციასთან მიმართებით ქმნის რაღაც გაუგებარ განწყობებს, რაზეც იყო ძალიან გულახდილი საუბარი. რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოსა და მის ელჩს, რა თქმა უნდა უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორია, თუმცა არ მომხდარა ჯერ რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. ეს არის არა თავდასხმა, არამედ ის ურთიერთობა, რომელიც მეგობრებს შორის არსებობს, მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა ითქვას. პასუხები სიზუსტეს მოკლებულია. ჯერ პასუხგაუცემელია კითხვები საუბარი შედგა თუ არა მოსამართლესთან, ანგარიში მოსთხოვეს თუ არა და საბოლოოდ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული. მეტი სიცხადე მეგობრებს შორის ურთიერთობაში, რა თქმა უნდა საჭიროა. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ საელჩოს მხრიდან მსგავსი რამ მომხდარიყო. ჩვენი მხრიდან იყო ერთგვარი დაცვა საელჩოსი და ელჩის, რადგან ასეთი არაკონსტიტუციური ფაქტი დაუშვებელია რომ მოხდეს“

    თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე, ელჩის სახელით მოსთხოვა ანგარიში საქმესთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაუუქმა მას რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტი, ეს ცალსახად არის ზეწოლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა:

    „საჯარო შეკითხვის შინაარსია, ჯერ უნდა ითქვას, ეს ფაქტი ასე იყო თუ არა და თუ ასე იყო, ამის შემდეგ გვჭირდება შეფასება. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი უნდა დაიგმოს საელჩოს მხრიდან. ასეთ ფორმას ხვალ რომ მიმართოს პოლიტიკოსმა, ან საჯარო მოსამსახურემ, ბუნებრივია, ეს იქნება სკანდალური ინფორმაცია ყველასთვის. რა თქმა უნდა, ასეთ ინფორმაციას სჭირდება რეაგირება“

    საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად პეტერ ფიშერი წერს:

    „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“

    შეგახსენებთ, რომ ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა. აქამდე კი პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

     

    Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს სურს, უკრაინას ეწვიოს.

    „კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს“, - თქვა პაპმა უკრაინაში შესაძლო გამგზავრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. პაპი ჟურნალისტებს თვითმფრინავში, რომიდან კანადის მიმართულებით ფრენის დროს ესაუბრა.

    შეგახსენებთ, რომ პაპმა ფრანცისკემ ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. გასულ თვეში მან დაუფარავად გააკრიტიკა მოსკოვი „სასტიკი და უაზრო, აგრესიული ომის“ გამო.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "მაიმუნის ყვავილი" არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა:

    "ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

    ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

    მისივე განცხადებით, საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა და აღნიშნული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

    "ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა "მაიმუნის ყვავილი", ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.

    დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში.

    ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება,"

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.