notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო... თან როგორი მატჩი - თურქების ძლევისთვის ჩვენს გუნდს ორი ოვერტაიმი დასჭირდა და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე გააძევა, ხოლო გიორგი შერმადინმა 5 პერსონალური მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

    ლიდერთა არყოფნაშ გუნდს ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა და 20 ქულასთან ერთად, 12 მო0ხსნა მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო ტედ მაკფადენმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 15 ქულაა.

    ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. ჩვენი ბიჭები 6 სექტემბერს ბულგარეთს ხვდებიან, 7 სექტემბერს კი დასკვნითი ტური მონტენეგროსთან აქვთ. ამ ორი მატჩის მოგება აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, მითუმეტეს, რომ ვერც ბულგარეთი და ვერც მონტენეგრო, სიძლიერით თურქეთის ნაკრებთან ახლოსაც ვერ მივლენ.

    თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა. მისივე განმარტებით ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შემოტანისა და პაციენტების სწორად მართვის შედეგია სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელიც:

    „ბოლო 4 თვის განმავლობაში არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზ და საჭიროების შემთხვევაში მიიღო „პაქსლოვიდი“, არცერთი არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ანუ, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს. მეტი გარდაცვალება კოვიდის დროს არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე“

    „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა Facebook-ზე მიმართა და მადლობა გადაუხადა:

    „ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობით კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“

     

    ნაფეტვრებსა და წყნეთს შორის ფერდზე ხანძარია. იწვის ტყის მასივი.

    როგორც IMEDINEWS-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები

     

    წყარო „იმედი“

    ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო. სამუშაოებში სულ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

    „24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ შილდის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა. ასევე, მძიმე ტექნიკის საშუალებით, მიმდინარეობს გზების გაჭრა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულია ეროვნული გვარდია, ასევე სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და ყველა შესაბამისი სამსახური“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა სეფიაშვილი.

    ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს:

    „ალექსანდრე წივწივაძემ ტიტული დაიცვა! 18 წლამდე, (იუნიორებს შორის) 500მ დისტანციაზე, მსოფლიო U18 ჩემპიონატი მეორეჯერ მოიგო. ვულოცავთ ალექსანდრეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“

    ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე, თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს, ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი" უწოდა.მან ბაიდენი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიურო (FBI) მის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.

    ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკას „ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა.

    უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, ევროპას უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანობისკენ მოუწოდა. „ბიბისის“-თან ვრცელ ინტერვიუში მან ევროპაში გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ევროპის ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის აგრესიაა. თუ უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერი იქნება, კრიზისი მალე დასრულდება. მესმის, რომ ვითარება მძიმეა, ფასები იზრდება, მაგრამ კრიზისი უკრაინაშიცაა. როდესაც თქვენ ითვლით კაპიკებს თქვენს საბანკო ანგარიშებზე ან ჯიბეებში, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ დაღუპულ თანამოქალაქეებსაც ვითვლით“

    როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩოხატაურში არსებული ხანძარი ლიკვიდირებულია.

    ცნობისთვის, ცეცხლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილაგანის მიმართულებით ტყეში გაჩნდა. სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მაშველი, როგორც ჩოხატაურის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურებიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში, ცოცხალი ძალებით ებრძოდნენ ხანძარს.

     

    „რუსთავუ 2“

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთავარი“ არხის სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

    „დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად მთავარი არხისგან, "რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა" განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა. სვეტიცხოველში არ შეშვება კი სავარაუდოდ სიუჟეტის სიმძაფრისთვის დამატებული ეფექტია. ლინკს პირველ კომენტარში დავდებ. გთხოვთ კომენტარები კორექტულობის ზღვარს ნუ გასცდება“

     

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.