notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    დღეს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
    პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.
     
    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
    პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
    პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
     
    აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
     
    როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია.
    პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.

    საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

    მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას ეხმაურება. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირის მიმართულებით სვლას განაგრძობს და დიალოგის ფარგლებში ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისივე განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა.

    „ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასმკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭირდო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

    საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.
     
    დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.
    მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
     
    სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
     
    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
     
     

    ქალაქ ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.

    „ქალაქის ცენტრში არსებული თანამედროვე, სარეკრეაციო სივრცე,როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისათვის, მიზუდულობის ახალი ცენტრი გახდება“, - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

    ჯიმი მაისურაძის სახელობის დასასვენებელ სკვერს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო, საბავშვო ატრაქციონების სივრცე და შადრევანი. დამონტაჟდა სკამები, გარე განათება, სანაგვე ურნები და ახალი, დეკორატიული ლითონის ღობე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, სკვერის მიმდებარე, სპორტულ მოედანს; დაიგო მულტიფუნქციური საფარი; დამონტაჟდა, ახალი, კალათბურთის ფარები; მოეწყო ტრიბუნა. პროექტი, საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 723984,22 ლარია.

    გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა, ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და სახელმწიფო ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ახლადრეაბილიტირებულ სკვერში არსებული, ჯიმი მაისურაძის განახლებული მემორიალი და პატივი მიეგეს მის ხსოვნას

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს

    14 აგვისტოს ქუთაისში +36 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

    უმეტესად მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +33 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში უნალექო დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაში მზიანი დღე იქნება. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

    უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +35, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    გორში მზიანი ამინდია, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი.

    გუდაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

    გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +33 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +36 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდოებენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
     
    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ მამაკაცს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
     
     
    სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
     
     პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
     
    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
     
     

    დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

    მთავრობის მეთაურის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

    „მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.