notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

    „მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ .

    თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

    რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ყველა ფაქტის და მაგალითის სისწორე. ერთი კონტრარგუმენტიც ვერ თქვეს ოპონენტებმა, რაც ჩვენ განცხადებაში დავწერეთ. მაგალითად ის, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევას როდესაც ჰქონდა ადგილი, რაც თავად აღიარა საელჩომ და ელჩმა, რომ მოსამართლე დაიბარა კონკრეტული ანგარიშისთვის და არასასურველი გადაწყვეტილების გამო დაასანქცირა. ბუნებრივია, ეს არის მართლმსაჯულებაში ჩარევა და ჩვენ ეს განცხადებაში მაგალითად მოვიყვანეთ, -ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.:

    ,,ოპოზიცია ამის საპირწონედ ვერც მოიტანდა ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ არანაირი სურვილი არ ქონდათ ოპონირების. ასევე, როდესაც ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებებს, რომ საქართველოში უნდა დაიხოცონ ბავშვები და ქალები და ომი გაჩაღდეს, სამაგიეროდ ელჩი ამით ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ ამის საპირწონედ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა.

    ეს ნიშნავს იმას, რომ, კიდევ ერთხელ, დადასტურდა თითოეული მაგალითი და ფაქტი, რაც ჩვენ განცხადებაში მოვიყვანეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მე მხოლოდ ორი მაგალითი მოვიყვანე, განცხადებაში ძალიან ბევრი ფაქტია, ვერცერთ მათგანზე ვერაფერი ვერ თქვეს გარდა ერთისა, რომ ეს არის რაღაც რუსული ნარატივი. რა შუაშია აქ რუსეთი და რუსული ნარატივი, ან საერთოდ ანტიდასავლურობა. არცერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვცდილობთ არავის დისკრედიტაციას, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო იმ მდგომარეობაში და დღესაც არის, როგორც ჩანს, რომ არათანაბარი მდგომარეობით უწევს ურთიერთობა აშშ-ს საელჩოსთან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ 30 წლის განმავლობაში პარტნიორული, თანასწორი ურთიერთობა გვქონდა,’’-

    ამ ვითარებაში, როცა რეგიონში არის საომარი მდგომარეობა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ისტერიულ მცდელობას იმისა, რომ ქვეყანა ჩაერიოს პირდაპირ საომარ მოქმედებებში, სწორედ ეს არის ქვეყნის ყველაზე მაღალი უსაფრთხოების საკითხი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

    „ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ თანხმდება დიდი პოლიტიკის თამაშებს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების საზიანოდ, რომ ის უნდა შეიცვალოს და აქვე აღსანიშნავია არა საარჩევნო პროცესით, არამედ ქუჩის პროცესებით მაგალითად, აკერმანის გაკვეთილებზე დადგმული სცენებით, შეძახილები უკრაინიდან, ასევე ოპოზიციის მცდელობები და ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის შეძახილი, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს და ისინი მათ მხარს დაუჭერენ, რომ საზოგადოებამ გააგონოს ხელისუფლებას ხმა თუ რა სჭირდება ქვეყანას. მე გეტყვით, რომ ქვეყანას რაც არ სჭირდება, არის ის რომ არ იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ყველაზე მთავარი, რომ ქვეყანაში არ იყოს ომი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს. ამიტომ, როდესაც ე.წ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი პირიქით, ქვეყნის ომში ჩათრევით არის დაკავებული, საზოგადოებამ უნდა დაიჭიროს აქტიური პოზიცია და ამისათვის მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაცია, სიმართლე რასაც ჩვენ მივაღწევთ ყოველდღიურად“

    ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

     როგორც პრემიერმა განაცხადა, 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი და ეს არის პროვოკაციული კითხვა.

     „მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი - ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას,“- განაცხადა პრემიერმა.

    2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით 8 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.

    სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge

    აბიტურიენტს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე - რამდენიმე დავალება.

    სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  

    ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს.  ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძესთან შეხვედრა გუშინ შედგა, მის მოვალეობას კი დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

    შეგახსნებთ, რომ გამყრელიძე  აღნიშნული თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. 

    დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

    რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

    ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge.

    ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

    კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელს, გიორგი გალდავას, რომელიც საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა.

    როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

    ქირურგის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. ექიმის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო.

    შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჯერ არ ჰყავს.

     

    წყარო: „პირველი არხი“

    პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. მისივე თქმით, მუშაობა კვლავ გაგრძელდება და იმსჯელებენ საკითხებზე, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას და ასე შემდეგ:

    „სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ. ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს. დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ არასრულად, მაგრამ მაინც. სამუშაო ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება და იმ პრობლემურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას, მოსამართლეების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებას, სასამართლოების გადატვირთვას. მგონი, ცხადად გამოჩნდა, რომ როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა იყო, როგორი პრობლემურია სისტემა, რომ ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში განმწესებას არ იმსახურებენ, მათი ნაწილი სასამართლოში მაინც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენების დროს ვერანაირი ტესტი ვერ დააკმაყოფილეს“

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას უპასუხა. მისი შეფასებით, ნინო ლომჯარია წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს:

    „ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა. ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს, წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი“,

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.