notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კონორეჟისორი ქეთი დოლიძის ციტატას პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ „მთელი მსოფლიო რატომ უნდა იყოს თბილისში“ კომენტარით:

    „ჩემი ქალაქელი გორსალა“

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

    ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

    „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:

    „აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“

    უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს და ფოტოს აქვეყნებს:

    „ ბორჯომში რომ ონკანიდან ასეთი წყალი წამოვა, რაზე უნდა ისაუბრო ამ ქვეყანაში? წვიმა ყველგან მოდის!“

     

    უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აკრიტიკებს:

     “ქალი დეპუტატის მეგობარიაო, ზურა გირჩს უთქვამს, თუ საჭირო გახდა, ყველა გირჩელი ქალი საკუთარ თავს უარყოფს პარტიის გულობიზაო.

    ადრე ხო იყო ასეთი ლექსი:

    “მოვკლავ დედას, მოვლავ მამას,
    თუ პარტია მეტყვის ამას!”

    ეგ ახალ ლეველზე ავიდა – საკუთარი თავი უნდა გაიუქმო და ამოიძირკვო სიიდან დიადი მიზნებისთვის. აი, თვითმმართველმა ქალაქებმა რომ თავები გაიუქმებს ამას წინათ, ხომ გახსოვთ? იგივე ამბავია რა… ასე ესმის გირჩს პროგრესი და სამართლიანობა.

    სერიიდან: ტაში, ქალებო, ჯაფარა ცეკვავს!”

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:

    „ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა და დატოვა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მერე გამარჯვების პიკზე წახვიდე, შენი პირადი შრომით შექმნილი კაპიტალი დაუტოვო და მოახმარო ქვეყანას. ამ მასშტაბის მაგალითი ჯერისობით არ არსებობს. მჯერა ისტორია, სათანადოდ შეაფასებს მის ამაგს“

    უხვმა ნალექმა იმერეთში კერძოდ სამტრედიის, წყალტუბოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.

    სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები, რაც  გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია. სოფლის გამგებლის თქმით, არხები გაიწმინდება და ზარალს დაითვლიან.

    მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხიც განიხილებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ და განიხილავდნენ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვის.

    „შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, –  განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ.

    ცოტა ხნის წინ საიტ entrepreneur- ზე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა როგორიც მის ქველმოქმედებაზე ასევე პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილების შესახებ:

    „პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი.

    იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს, ­­ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები.“

    "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა. განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

    „პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.