notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

    დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

    როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა. 

    მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით თავადსხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

    გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

    ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

     

    წყარო: „რუსთავი 2"

    ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბოლო დროს ქვეყანაში გავრცელებული ქსენოფობიის შესახებ ისაუბრა:

    ​მგონია, რომ 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა. ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია. იმგვარი დამოკიდებულება, რაც ცივილიზებულ სამყაროში არავის უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწროპოლიტიკური ინტერესი ერთი – „ნაცმოძრაობის“, მეორე – ომში ჩართვის სურვილი და აღვივებენ ამ კამპანიით ისეთ განწყობებს, რომელიც შემდეგ რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანს, მესამე - ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით ერთვება მასში.

    სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში წარმოიდგინეთ და საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“, ვერ გავიგე ნამდვილად. სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ, აქედან მოვიდა, ვინ სთხოვა სიყვარულის დადასტურება, ვინ სთხოვა რა სიგიჟეა საერთოდ? საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა შვრებოდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება და მათზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი რამ“

    ანა ჩაკვეტაძე, პირველი ქართველი ქალი იქნება, ვინც FBI-ს აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩო, სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    „უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.“

     

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტებთან ტურისტული სეზონი შეაფასა და დაამატა, რომ  წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული ისტორიაში:

    "მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ერთადერთს – როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება," 

    2022 წლის 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმროში „ეიფორია“, სათამაშო ბიზნესის სფეროში მსხვილი საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიება Batumi Gaming Fest - ჩატარდება.

    Batumi Gaming Fest მთავარი მიზანია – ბათუმის, როგორც სათამაშო ტურიზმის რეგიონალური ცენტრის გავითარების ხელშეწყობა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

    ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობს, წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას პროფესიონალებისთვის, ბაზრის ოპერატორებისა და კანონმდებლებისათვის გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.

    Batumi Gaming Fest – ესა არაორდინალური ფორმატის ბიზნეს-ფორუმია: კონფერენციის, დემო-ზონის, გასართობი ღონისძიებების და წვეულებების კომბინაცია.

    საქმიანი ღონისძიებების განყოფილებები

    • მარეგულირებლები და იურიდიული პირები;
    • აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა;
    • ონლაინ და ოფლაინ ოპერატორები;
    • საგადასახადო სისტემები და კრიპტო;
    • ტურიზმი, მოთამაშეები და გართობის აგენტები;
    • ინვესტორები და უძრავი ქონება.

    საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სათამაშო ბიზნესის სწრაფი განვითარება და ასევე მისი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდებარეობის უნიკალურობა ფესტივალს არსებით უპირატესობას ანიჭებს, რათა მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სფეროს საერთაშორისო კალენდარში.

    კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფოს წარმომადგენლები და დარგის ლიდერები წარმოადგენენ ხედვებს და გაცვლიან მოსაზრებებს ურთიერანამშრომლობის სრულყოფის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გაშუქებული იქნება ფორუმზე - ესაა სფეროს სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური რისკების მინიმიზირება. სათამაშო ბიზნესის სფეროში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი პიტერ უაითი - წამყვანი დარგობრივი ჟურნალის Casino Life გამომცემელი, კონფერენციაზე წარადგენს მოხსენებას კლიენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის წინასე პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ.

    ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ლუსიენ ვაისმანნი - სლოტ-ბიზნესის მუშაობის ცნობილი ტრენერი, Electronic Gaming Academy დამფუძნებლი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩაატარებს მასტერ-კლასების სერიას, სადაც გაერთიანებული იქნება სლოტ-ბიზნესის თეორიული კონცეფციები და რეალური ბიზნეს-პროცესების მონაცემები.

    ღონისძიების სპონსორები არიან საერთაშორისო კომპანები: IGT - სათამაშო ავტომატების და სლოტ-თამაშების გლობალური მწარმოებელი (კომპანია ვაჭრობს ნიუ-იორკის ბირჟაზე), CoinsPaid -ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო კრიპტოოპერატორი, ბუკმეკერული პლატფორმის მიმწოდებელი Digitain, სამორინეების აღჭურვილობის მწარმოებელი CTC Holdings (ლატვია) და სათამაშო მოწყობილობების დისტრიბუტორი Gaming Supplies.

    ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ ადგილობრივი ოპერატორებიც: ბათუმის უმსხვილესი სამორინე Eclipse ღონისძიების გენერალური პარტნიორია და ის ორივე საღამოს ჩაატარებს პოკერის ფესტივალს და ასევე დახურვის წვეულებას ღამის კლუბში Moon.

    ფესტივალის ბოლოს დელეგატების გართობის მიზნით. სამორინე Otium ბათუმში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, გაიხსნება ამ თვეში და ასევე დაასპონსორებს ფესტივალს BGF და მოიწვევს დელეგატებს საზეიმო წვეულებაზე.

    დემო-ზონაში მონაწილეობას მიიღებენ სამორინეს მოწყობილობების მწარმოებლები, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები, სათამაშო მომსახურების გამწევი კომპანიები, ოპერატორები და პროვაიდერები, ყველა, ვისაც შეხება აქვს ადგილობრივ სათამაშო ბაზართან.

    გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების სექტორი, რომელსაც ასპონსორებს 7th Heaven Residence, ამჟამად ბათუმსა და აჭარის რეგიონში გასაყიდად და გასაქირავებლად მშენებარე სამორინეების და სასტუმროების პროქტებით.

    პოტენციურ ინვესტორებს ექნებათ პირდაპირი წვდომა სამშენებლო კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან, მათ პროექტებსა და გეგმებთან და ასევე ექნებათ შესაძლებლობა რამოდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ პროექტი თავისი ინვესტიციებისათვის.

    გარდა იმისა, რომ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი კავშირები და კონტაქტები და გააფართოვონ საკუთარი დარგობრივი ცოდნა, ღონისძიება ასევე სასარგებლო იქნება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული რიგითი თანამშრომლებისათვის, და ასევე მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ფიქრს ამ ინდუსტრიაში კარიერის შესახებ, ვინაიდან ბევრი კომპანია გეგმავს პერსონალის აყვანის პროცესის ორგანიზებას თავის საგამოფენო სტენდებზე.

    ფართო საქმიან პროგრამასთან ერთად იქნება გასართობი ღონისძიებების სერია როგორც გამოფენის სტუმრებისათვის, ასევე დელეგატებისათვის. გამოფენის სტუმრები და დელეგატები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას სპონსორების წვეულებებში.

    ბათუმი სექტემბერში - არაჩვეულებრივი ადგილია რამოდენიმე დღის გასატარებლად, ამიტომ მისი უძრავი ქონების და ტურიზმის ზრდის ფაქტორის გათვალისწინებით და, რაც მთავარია, საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების გათვალისწინებით, Batumi Gaming Fest - ეს ის მვლენაა, რომელსაც უნდა ესტუმროს ყველა, ვინც დაკავშირებულია სათამაშო და საამშენებლო ინდუსტრიასთან.

    დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტოვალის შესახებ იხილეთ ღონისძიების საიტზე: : https://bgf.ge/

    კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის   (CENN) აღმასრულებელ დირექტორ  ნანა ჯანაშიასა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუას ხელმოწერით მერიასა და CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის მიზანია ეკოტურიზმის განვითარება ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში.

    მხარეების თანამშრომლობა რეგიონში ითვალისწინებს მაღალი ღირებულების ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის (TIC) არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას  და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას შემდეგი აქტივობებით: TIC მშენებლობა, მუნიციპალიტეტში მაღალი ხარისხის ეკოტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა.

    ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და CENN-ის  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

    პროექტი ხორციელდება „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ ფინანსური მხარდაჭერით.

     

     

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    სინორპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.

    თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინოშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.

    ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს. 

    „განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. აღნიშნული თანამშრომლობა, სრულ თანხვედრაშია ლიბერთის მიზნებთან - იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, საკუთარი წვლილი შეიტანოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ხელი შეუწყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

    ,,მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი შემოუერთდა ჩვენს პლატფორმას და  საერთაშორისო სტანდარტის, გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის ხელმომწერი გახდა. ეს გააძლიერებს არა მხოლოდ ლიბერთი ბანკში მდგრად მიდგომებს, არამედ იქნება მაგალითი და ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი ქცევის პოპულარიზაციას კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებშიც.“- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

    გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს 20 000 - ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის ხედვა არის, ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

    თბილისის მერი, კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.

    „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

    „ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა სიტროენის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა აღნიშნა, სიტროენ ამის ელექტრო მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

    „ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით ქარის ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. სიტროენის ამის მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, – განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

    აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.მ.

    ამავე ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1988 წელს დაბადებულ ც.ნ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს, 1972 წელს დაბადებულ ქ.თ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ი.თ.-ს და 1990 წელს დაბადებულ მ.თ.-ს

    დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.

    ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია.

     

     

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.