მალტაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ქართველი ემსხვერპლა. მშენებლობიდან 52 წლის კაცი გადმოვარდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა გუშინ, 22 ივლისს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მესამე სართულიდან გადმოვარდა. ფაქტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომ თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა, - ამის შესახებ განცხადებას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს:
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ალტერნატიული სამუშაო ჯგუფის შექმნა შეაფასა:
„პირველი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, რაც თანამშრომლობას გულისხმობს, პროცესში მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ხელწერა გახლავთ ქუჩის პოლიტიკა, დესტაბილიზაცია, ინსტიტუტებზე თავდასხმის პოლიტიკა. ვფიქრობ, ევროპარლამენტის დელეგაციამ ამ ორი დღის განმავლობაში ზუსტი შეფასება მისცა რადიკალური ოპოზიციის ამ ქცევას. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ სურთ საქართველოში ნახონ ევროპული, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. პირდაპირ მოუწოდეს ამ პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ? რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული, არ ჯდება ევროპულ წესებში. [ამაზე] პირდაპირ მიანიშნეს ევროპელმა კოლეგებმა. რადიკალური ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს. ეს მათ აზიანებს. მმართველი გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას“
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში
ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს.
ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტის ანონსს ეხმაურება:
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის შესაძლო ექსპორტს ეხმაურება.ის იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება მსოფლიოში უამრავ ადამიანს შიმშილისგან იხსნის:
"გემების ტრანზიტით, რომელიც მომდევნო დღეებში დაიწყება, ჩვენ შევთავაზებთ შავი ზღვიდან ახალ ტალღებს სუნთქვისთვის მრავალ ქვეყანას. დღეს შეთანხმებული ტექსტით, ჩვენ ხელს შევუწყობთ შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც ელოდა მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან აზიამდე. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მარაგების გლობალური უსაფრთხოება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში. ჩვენ ასევე ვეხმარებით სურსათის ინფლაციის კონტროლს, რომელიც გლობალურ პრობლემად იქცა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს ექნება დანაკარგები. კონფლიქტი, რომელიც 5 თვეა გრძელდება და მისი გლობალური ეფექტები სამწუხაროდ ამართლებს ამ პროგნოზებს, ჩვენ გვსურს, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს,“
„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.მათი განცხადებით, ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალებისა და სხვა ხარჯები:
„სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ წლების განმავლობაში, არ განხორციელებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.
აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.
25 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74, 00 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი;
მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.
აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.
ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის.
ასევე, მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე, 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს. ამის შესახებ მან ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან თათბირზე განაცხადა:
„ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ ნავთობზე გლობალური ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე, რაზეც გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დავითანხმე. ეს გაზრდის მიწოდებას და რუსეთის შემოსავლებს შეამცირებს“
მისი თქმით, საწვავის ღირებულება ისევ მაღალია, ხოლო ფასების შემცირების ტემპები - არასაკმარისად სწრაფი.