notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
     
    საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს:
     
    . 2553 აბი "სუბუტექსი";
     
    . 2627,87 გრ "კოკაინი" ;
     
    . 1368 გრამი "ჰეროინი";
     
    . 94 გრ. "მეტადონი"
     
    . 53,065 კგ „მარიხუანა“;
     
    . 753 კგ. „კანაფი“;
     
    . "ამფეტამინის" შემცველი 352 აბი
     
    . 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
     
    . 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები
     
    . "პრეგაბალინის" შემცველი 1144 კაფსულა
     
    სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.
     
     

    პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

    საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
     
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ,  რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი  გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.

    ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და  საბრძოლო  მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

    პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
     
    აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.      
           
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

    როგორც “გურიის მოამბეს” გვატყობინებენ, 60 წლის მამაკაცის გვამი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე სუფსის გადალახვისას უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ეხლახანს გარდაცვლილი იპოვეს.

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მაცხოვრებელი 3 დღის წინ მდინარეში ჩავარდა, როცა ის თევზაობიდან სახლში ბრუნდებოდა და მდინარე სუფსის გადალახვას ცდილობდა.

    როგორც მისმა თანმხლებმა პირმა აღნიშნა, მამაკაცს ფეხი მდინარის გადმოკვეთვისას დაუცდა და ჩავარდნის შემდგომ ის მდინარემ გაიტაცა.

    მამაკაცის პოვნა 3 დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

    სამძებრო სამუშაოებში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სამაშველო სამსახური მონაწილეობდა.

     

    "გურიის მოამბე"

    ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.  გამოძიება დაიწყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით დაიწყო. 

    შეგახსნებთ, რომ სოსო გოგაშვილი გუშინ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ.

    პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს ამბროლაურში. პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.

    სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთი- საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

    „დღეს სომხეთი და საქართველო აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ამ 30-წლიანმა მეგობრობამ და ეფექტურმა თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მოძმე ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის თანმიმდევრულ განვითარებას და განმტკიცებას“

    რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას, მრევლს მიმართა და უკრაინაში მიმდინარე ომზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება:

    „მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ადამიანებს აშორებს და სიმართლესა და დიალოგს კლავს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის, რათა ომის უაზრობა არ გაღვივდეს“

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს:

    „ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიწყო, რომელსაც რუსეთი აგრძელებს და რომლის დასრულებაც რუსეთს არ სურს. უკრაინა იცავს საკუთარ მიწას, თავის სუვერენიტეტს, თავის ტერიტორიას. უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის. ეს XXI საუკუნის სასტიკი პარადოქსია და ჩვენთვის ეს რეალობაა“

    "ვე­ვედ­როთ უფალს. შევ­ძლოთ, ვი­ცხოვ­როთ ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით, რის­თვი­საც მო­წო­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი. ვი­ცხოვ­როთ ქრის­ტეს­თან, ვი­ცხოვ­როთ ღმერ­თთან, მის საღვთო ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ყვე­ლა­ფერ კარ­გს, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა წარ­მო­იდ­გი­ნოს,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო (მუ­ჯი­რი)სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ხუ­თე კვი­რას ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მან მორ­წმუ­ნე­ებს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა:

    „ დღეს არის სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ხუ­თე კვი­რა და ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ სა­ხა­რე­ბა, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია უფალ იესო ქრის­ტეს მიერ გერ­გე­სე­ვე­ლი ეშ­მა­კე­უ­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ. მან აღას­რუ­ლა ეს დიდი სას­წა­უ­ლი და შე­დე­გად მთე­ლი გერ­გე­სე­ველ­თა ქა­ლა­ქი გა­მო­დის და იმის მა­გივ­რად, რომ სთხო­ვონ მათ­თან დარ­ჩე­ნა, სთხო­ვენ, მო­შორ­დეს და გას­ცილ­დეს მათ სა­ზღვრებს. რა­ტომ ხდე­ბა ეს? ეტყვი­ან კი­დეც, რომ „წადი ჩვენ­გან, ნუ დარ­ჩე­ბი აქ!“

     ჩვენ ვი­ცით, რომ მსგავ­სი სი­ტყვე­ბი ნათ­ქვა­მი აქვს, მა­გა­ლი­თად, პეტ­რე მო­ცი­ქულ­საც, რო­დე­საც იგი შე­ეს­წრო მის ნავ­ში აღ­სრუ­ლე­ბულ დიდ სას­წა­ულს, სას­წა­უ­ლებ­რივ თევ­ზჭე­რას, რო­მე­ლიც უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ახ­დი­ნა. მა­შინ პეტ­რეც ეტყვის, რომ „წადი, უფა­ლო, ჩემი ნა­ვი­დან, მე არ ვარ ღირ­სი, რომ შენ­თან ერ­თად ვიყო ერთ ნავ­ში“, მაგ­რამ პეტ­რემ თქვა ეს დიდი მო­წი­წე­ბით, მოკ­რძა­ლე­ბით, სიმ­დაბ­ლით, ღვთის ში­შის გამო, თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გამო, იესო ქრის­ტეს სიწ­მინ­დის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გამო. აი, ამ გერ­გე­სე­ვე­ლებ­მა კი სულ სხვა მო­საზ­რე­ბით უთხრეს ასე. არც სიწ­მინ­დე იყო ამის სა­ფუძ­ვე­ლი, არც სიმ­დაბ­ლე და არც მო­წი­წე­ბა, არა­მედ ის, რომ მათ და­ი­ნა­ხეს, მათი ღო­რე­ბის ჯოგი, რო­მელ­შიც შე­ვი­და ამ ეშ­მა­კე­უ­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი დე­მო­ნე­ბის ლე­გი­ო­ნი, რო­გორც წმინ­და სა­ხა­რე­ბა ამ­ბობს, რო­გორ გა­და­ეშ­ვე­ბა ზღვა­ში და იწყებს დახ­რჩო­ბას.

    ამ გერ­გე­სე­ველ­თა წი­ნა­შე დად­გა ასე­თი შე­კი­თხვა, შე­იძ­ლე­ბა ეს უმარ­თე­ბუ­ლო იყო, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე მათი უმეც­რე­ბი­დან, მათ­თვის ეს შე­კი­თხვა იყო სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ ან მი­ი­ღონ იესო ქრის­ტე, ანუ აირ­ჩი­ონ იესო ქრის­ტე თა­ვი­სი სი­კე­თით, რა­საც იგი აღას­რუ­ლებ­და (ხომ იცოდ­ნენ, რომ აღას­რუ­ლებ­და ამ­დენ კურ­ნე­ბას და სი­კე­თეს, შე­ეს­წრნენ კი­დეც აი, ამ დიდ სას­წა­ულს), ან კი­დევ - ღო­რე­ბის კოლ­ტი. ისი­ნი ასე ფიქ­რობ­დნენ, რომ „იესო ქრის­ტეს ის ძალა, რო­მელ­მაც ეს სას­წა­უ­ლი აღას­რუ­ლა, ჩვენ არ ვი­ცით, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ამ ძა­ლა­სა და იესო ქრის­ტეს ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი, არ ვი­ცით“. მათ­თვის ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, რად­გან ეს ღო­რე­ბის კოლ­ტი ზღვა­ში დამ­ხრჩვა­ლი და­ი­ნა­ხეს.

    დიახ, რა თქმა უნდა, ქრის­ტემ გა­ნი­კურ­ნა ეს ორი ეშ­მა­კე­უ­ლი, დიდი საქ­მე აღ­სრულ­და, მაგ­რამ ღირ­და ამად?! - შე­იძ­ლე­ბა ასე აზ­როვ­ნებ­დნენ ისი­ნი, რომ „ჩვენ­თვის ეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ამ ორი ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა“.

    სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა თქმა უნდა, ისი­ნი უფალს უარს ეტყვი­ან, სთხო­ვენ მას, რომ გა­შორ­დეს მათ ქა­ლაქს და ირ­ჩე­ვენ ამ ღო­რე­ბის კოლტს, უარს ამ­ბო­ბენ ქრის­ტეს მათ­თან ყოფ­ნა­ზე, ღმერ­თთან ცხოვ­რე­ბა­ზე, ქრის­ტეს­თან ცხოვ­რე­ბა­ზე, რა­საც მო­აქვს ამ­დე­ნი სი­კე­თე.

    აი, ასე­თი სა­ხა­რე­ბაა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

    რა თქმა უნდა, ისი­ნი ამას ამ­ბო­ბენ საკ­მა­ოდ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად, არ გა­ა­ძე­ვე­ბენ უფალს, რო­გორც სხვა­გან მომ­ხდა­რა და სთხო­ვენ, რომ წა­ვი­დეს, მაგ­რამ აი, არ­ჩე­ვა­ნი იყო მათი ასე­თი.

    ჩვენ ვფიქ­რობთ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე დღეს. ჩვენ თით­ქოს არ ვა­მარ­თლებთ ამ გერ­გე­სე­ვე­ლებს, რა თქმა უნდა, ვამ­ტყუ­ნებთ მათ, მაგ­რამ ხომ არ არის ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი? ხომ არ გვეშ­ლე­ბა ჩვენც? იმი­ტომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შეც დგას ხოლ­მე აი, ეს სა­კი­თხი - იესო ქრის­ტე თუ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვი­არ­სე­ბო და ვი­ცხოვ­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ირ­ჩევს აი, ამ გერ­გე­სე­ველ­თა სულს, გან­წყო­ბას, ძა­ლი­ან ხში­რად ის ბა­ტო­ნობს ჩვენ­თან. ეს არის სა­ში­ნე­ლი სული ამ გერ­გე­სე­ველ­თა, რო­მე­ლიც სპობს ყო­ველ­გვარ სუ­ლი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს. შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს მუდ­მი­ვად აი, ამ ღო­რე­ბის ჯო­გის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და დაც­ვა­ში, იმი­ტომ რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც ისე­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ აი, ამ ღო­რე­ბის კოლტს, რო­მელ­საც იგი ყვე­ლა­ზე მე­ტად უფრთხილ­დე­ბა ამ ცხოვ­რე­ბა­ში და რაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ჩვენ­სა და ღმერ­თს შო­რის დიდი უფსკრუ­ლის მი­ზე­ზი.

    ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ.

    უფა­ლი არას­დროს აკ­ლებ­და და არ აკ­ლებს ადა­მი­ანს მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თეს, არას­დროს აკ­ლებ­და არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ უფა­ლი ამ­ბობს, რომ „პირ­ვე­ლად ეძი­ებ­დეთ ღმერ­თის სა­სუ­ფე­ველს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ცე­მათ“. ჭეშ­მა­რი­ტად, მოგ­ვე­ცე­მა, ყო­ველ­თვის ასე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ამას ვე­ძებ­დეთ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, აი, ეს გე­რე­გე­სე­ველ­თა სული ძა­ლი­ან მძლავ­რობს და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, ვინც თა­ვის თავს ქრის­ტი­ან­საც უწო­დებს, რო­მელ­თათ­ვი­საც პირ­ვე­ლა­დია ძი­ე­ბა სა­სუ­ფევ­ლი­სა ღვთი­სა და შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი.

    ამი­ტომ ღმერ­თმა გვა­შო­როს ჩვენ, ვე­ვედ­როთ უფალს, რომ ამ გერ­გე­სე­ველ­თა სუ­ლის­გან მოგ­ვა­რი­დოს და გვა­შო­როს ჩვენ, რომ შევ­ძლოთ, ვი­ცხოვ­როთ ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით, რის­თვი­საც მო­წო­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი. ვი­ცხოვ­როთ ქრის­ტეს­თან, ვი­ცხოვ­როთ ღმერ­თთან, მის საღვთო ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ყვე­ლა­ფერ კარ­გს, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა წარ­მო­იდ­გი­ნოს და რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!”

    საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

    „როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.

    პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.

    აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

    საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს“

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.